რუსეთის პრეზიდენტმა ამ საქმისთვის მსჯავრდებული კიდევ ორი ქალი გაათავისუფლა. წვრილმანები ყველა ფიგურანტის შესახებ" />

აგვისტოს ომის დროს გაგზავნილი SMS-ის გამო გასამართლებული ქალები. ვინ არიან ისინი?

რუსეთის პრეზიდენტმა ამ საქმისთვის მსჯავრდებული კიდევ ორი ქალი გაათავისუფლა. წვრილმანები ყველა ფიგურანტის შესახებ

ფოტო: დმიტრი სტატეინოვი, აფხაზეთი, JAMnews

29 ივლისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა ანიკ კესიანი და მარინა ჯანჯღავა – კიდევ ორი ქალი, რომლებსაც სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გრძელვადიანი პატიმრობის ვადა მიესაჯათ – იმის გამო, რომ 2008 წელს მათ რუსული სამხედრო ტექნიკის ღიად გადაადგილების შესახებ საქართველოში SMS შეტყობინებები გაგზავნეს.

2008 წლის აპრილში სოჭის მკვიდრებმა მარინა ჯანჯღავამ და ანიკ კესიანმა საქართველოში თავიანთ ნაცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნეს, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა აფხაზეთის მიმართულებით მოძრაობს. ეს სამხრეთ ოსეთში მომხდარ ომამდე რამდენიმე თვით ადრე იყო და სოჭის ბევრმა მცხოვრებმა ნახა სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონები, რომლებიც სარკინიგზო ხაზით, სრულიად შეუნიღბავად აფხაზეთისკენ მიემართებოდნენ.

საბოლოოდ, ამ შეტყობინებების გამო, ჯანჯღავას და კესიანს, შესაბამისად, 12 და 8 წელი ჰქონდათ მისჯილი.

ამ ჯგუფში სულ 6 მსჯავრდებული ქალია, და მათ პროცესებს ერთი საერთო სახელი დაერქვა „ქალური საქმე“.

2017 წლის მარტში – ვადაზე ადრე გათავისუფლდა ამ ჯგუფის ფიგურანტი ოკსანა სევასტიდი, მანამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე კი – 2016 წლის ივნისში ვადაზე ადრე ეკატერინა ხარებავა გათავისუფლდა.

„ქალური საქმის“ კიდევ სულ ცოტა ორი ფიგურანტი – ინგა თუთისანი და მანანა კაპანაძე ციხეში რჩება.

ყველა ამ ქალის საქმეს აწარმოებს რუსული „გუნდი 29“, რომელიც იურისტებისა და ჟურნალისტებისგან შედგება. მისი შემქმნელები არიან ადვოკატები ივან პავლოვი და ევგენი სმირნოვი. „გუნდი 29“-ს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ისინი იურიდიულ დახმარებას გაუწევენ მათ, ვინც შეცდომით არის ბრალდებული სახელმწიფოს ღალატში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და ჯაშუშობაში.

SMS-ების გამო ექვსი მსჯავრდებულის საქმეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ვაქვეყნებთ „გუნდი 29“-ს ნაამბობს იმის შესახებ, თუ როგორ აიძულეს ისინი, რომ სახელმწიფოს ღალატი ეღიარებინათ და რატომ შეიტყვეს მათ შესახებ მხოლოდ 2016 წლის ბოლოს.

მარინა ჯანჯღავა

მარინა ჯანჯღავამ ადლერის სამგზავრო სავაგონო დეპოს გამცილებლად 25 წელიწადს იმუშავა.

„2012 წლის 2 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. სამი თუ ოთხი მანქანით, როგორც რეციდივისტის ასაყვანად, ყველანი ნიღბებით და ავტომატებით. ყველა ოთახი გაჩხრიკეს: მისი, ჩემი, ბიჭის. ვერაფერი იპოვეს, მაგრამ მაინც წაიყვანეს. თქვეს, საღამოს დავაბრუნებთო… გაასამართლეს, და ეშმაკმა უწყის, რა დააბრალეს“, – ასე ჰყვება მარინ ჯანჯღავას დედა – თამარა ჯანჯღავა შვილის დაპატიმრების ამბავს.

მარინა ჯანჯღავა პირველი იყო, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე გაგზავნილი შტყობინების გამო გაასამართლეს. 2013 წლის 1 ნოემბერს ის სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნეს და 12 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს.

მარინას დედამ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ნაცნობ ქართველს ეკონტაქტებოდა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობას არცერთი არ ანიჭებდა.

„რაში სჭირდებოდა 2008 -ში ის ეშელონები, როდესაც აფხაზეთის ომი ჰქონდა ნანახი? ბევრი რამ აწუხებს, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციაც კი აქვს გაკეთებული. არც გული უვარგა, არადა მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობაც კი არ მომცეს. ჩემი ვაჟი იყო სოჭში ჩასული, მარინა იქ აღრიცხვაზე იყო; უთხრეს, რომ მთავარი ექიმი ვიღაცას გაუფრთხილებია, რომ მარინას შესახებ არაფერი არ გაეცა“, – გვიამბობს თამარა ჯანჯღავა.

„მეუბნება: დედა, იძულებული ვიყავი მეთქვა „დიახ“, აქ სიმართლე არ არსებობს, დედა, მას ვერსად იპოვი“. მითხრა, რომ ის ტროიანი, (გამომძიებელი რომან ტროიანი, რომელიც კესიანის, სევასტიდის, ხარებავას და პიოტრ პარპულოვის საქმეს იძიებს – „გუნდი 29“-ს შენიშვნა) ემუქრებოდა, აღიარებითი ჩვენების ხელმოწერას აიძულებდა. იფიქრა და, გადაწყვიტა , – ჯანდაბას, ჩავჯდები, ქმარი მე არ მყავს, დაიღუპა, ქალიშვილი დამეღუპაო. მარტოხელაა, 59 წლისაა“, – ჰყვება თამარა ჯანჯღავა.

79 წლის დედა 5 წლის განმავლობაში, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ჩადიოდა პაემნებზე ქალიშვილთან ვოლოგდის გამოსასწორებელ კოლონიაში.

მარინა ჯანჯღავა, ფოტო ვებგვერდიდან www.open.ru

ანიკ კესიანი

ანიკ კესიანი ადლერში დაიბადა, 19 წლის გათხოვდა და საცხოვრებლად ქმართან გაგრაში გადავიდა, მაგრამ 1992 წლის საქრთველო-აფხაზეთის ომის შემდეგ მთელი ოჯახი რუსეთში დაბრუნდა. მისი ქალიშვილი ვიოლეტა საქართველოს მოქალაქეს გაჰყვა ცოლად, და დედა მასთან სტუმრად ხშირად ჩადიოდა.

ადლერში კესიანი ბაზრობაზე მუშაობდა და ტანსაცმელს ყიდდა, შემდეგ დიასახლისი გახდა.

„ის შინაურულ პელმენებს და „ვარენიკებს“ აცხობდა, და თავის კლიენტები ჰყავდა, რომლებიც დღემდე ელოდებიან, როდის გამოვა, მისი დამზადებული ნახევარფაბრიკატები ისევ უნდათ. რა სახელმწიფოს ღალატი, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ?!“- აღშფოთებულია მისი ქალიშვილი ანიკი-ვიოლეტა რევაზოვა.

ანიკ კესიანი ქართველ მამუკა ლუკავასთან მეგობრობდა. როდესაც 2008 წლის გაზაფხულზე მან ანიკს შეტყობინება გამოუგზავნა, რომელშიც ეკითხებოდა, რუსული ტექნიკა მართლა აფხაზეთისკენ მიემართებოდა თუ არა, ანიკმა უპასუხა:“კი, მიდიან“.

სოჭის ბევრმა მცხოვრებმა ნახა ეს ეშელონები და ანიკს აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს ტექნიკა, რომელიც ღიად, სრულიად შეუნიღბავად გადაჰქონდათ – სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა.

მომდევნო ექვსი წელი მშვიდად გავიდა, და ის მიმოწერა სულ დაავიწყდა.

2013 წლის სექტემბერში ის ორჯერ გამოიძახეს ФСБ-ში დაკითხვაზე, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ მის ბინაში საჩხრეკად შეიჭრნენ, რის შემდეგაც ის იზოლატორში გადაიყვანეს. კესიანის ნაამბობით, იქ ФСБ-ს ერთმა თანამშრომელმა მას სახეში გაარტყა და უთხრა:

„მიდი, გაიხსენე, რაც იცი და რაც – არა“.

შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში კესიანის საქმეზე ძიება მიმდინარეობდა, მუშაობდა იგივე გამომძიებელი რომან ტროიანი, რომელიც „ქალური საქმის“ სხვა მსჯავრდებულების საქმეებსაც იძიებდა.

აღმოჩნდა, რომ მისი მეგობარი, რომელსაც მან შეტყობინება გაუგზავნა, საქართველოს დაზვერვაში მუშაობდა. თუმცა, ეს ინფორმაცია მხოლოდ აფხაზეთის უშიშროების ორგანოებიდან გაცემული ცნობით დასტურდება.

ანიკ კესიანი მოჰყვა, რომ სასამართლოზე, როდესაც მას ჰკითხეს, ესმოდა თუ არა მას, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, ადვოკატი თავს უქნევდა, რომ დათანხმებულიყო. შემდეგ განაჩენში მისთვის მოულოდნელად ანიკმა აღმოაჩინა, თითქოს შეტყობიმებაში მას ტანკების რაოდენობა ჰქონდა მითითებული, რაც მას არანაირად არ შეიძლებოდა, რომ სცოდნოდა.

2015 წლის ზაფხულში ანიკ კესიანი სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკითხვებზე ქალმა საკუთარი დანაშაული აღიარა. სასამართლოში მის ინტერესებს წარმოადგენდა სახელმწიფო ადვოკატი, რომელმაც მიიჩნია, რომ სააპელაცო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების აუცილებლობა არ იყო.

დედის მიერ დანაშაულის აღიარების კომენტირებისას ვიოლეტა რევაზოვა ამბობდა:

:“ის ყველაფერს შიშის გამო აკეთებდა, მხოლოდ შიშით: შიშით არავისთვის არაფერი მოგვიყოლია, მხოლოდ ახლა ვიწყებთ გონს მოსვლას“.

 

ანიკ კესიანი, ფოტო მისი ქალიშვილის პირადი არქივიდან

Оксана Севастиди

კესიანის ამბავი ოკსანა სევასტიდიმ გვიამბო, ასევე „ქალური საქმის“ ფიგურანტმა. ის 2017 წლის მარტში პირველი გათავისუფლდა, ვლადიმირ პუტინის შეწყალებით.

2008 წლის აპრილში ოკსანა სევასტიდიმ ნაცნობი ქართველისგან SMS შეტყობინება მიიღო: “თქვენთან პლატფორმაზე ტანკები დგას?“ სევასტიდიმ უპასუხა: „ადრე იდგა, ახლა არ ვიცი“.

2015 წელს ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას გაუმართლა – ციხეში მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარა – სევასტიდის ამბავი მისი ბედის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან შეიტყვეს, ასევე იმ კითხვის შემდეგაც, რომელიც ჟურნალისტმა პუტინს პრესკონფერენციაზე დაუსვა.

საბოლოოდ ოკსანა სევასტიდი შეიწყალეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა ივან პავლოვმა და ევგენი სმირნოვმა საჯელის ვადის სამ წლამდე შემცირებას მიაღწიეს.

ოკსანა სევასტიდი შეიწყალეს, ხოლო მისმა ადვოკატებმა ივან პავლოვმა (მარცხნივ) და ევგენი სმირნოვმა სასჯელის ვადის სამ წლამდე შეცირებას მიაღწიეს (ფოტო ივან პავლოვის “ფეისბუკის” გვერდიდან)

ეკატერინა ხარებავა

2008 წლის 30 აპრილს ეკატერინა ხარებავამ სოჭის რკინიგზის ხაზზე სამხედრო ტექნიკა დაინახა დ ამის შესახებ საქართველოში თავის ნაცნობს SMS მისწერა. მის დასაჭერად მხოლო 2013 წელს მივიდნენ.

ხარებავას კოლონიაში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის მუხლით, რადგან ის საქართველოს მოქალაქე იყო.

ეკატერინა ხარებავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატი ლეონიდ ერჩენკო „გუნდ 29“-ს მოუყვა, რომ საქმეში მისი ჩართვის მომენტისთვის ეკატერინას უკვე ხელმოწერილი ჰქონდა ჯაშუშობის აღიარების ჩვენება. გამომძიებელმა, შემდეგ კი სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ურჩიეს მას მისი ხელმოწერა; და დაჰპირდნენ, რომ ამგვარად მას სასჯელის ნაკლებ ვადას მიუსჯიდნენ.

“ყველაფერს გულწრფელად ჰყვებოდა და ხელს აწერდა, რადგან ვერანაირ სიცრუეს ვერ ამჩნევდა. თურმე ისინი (ФСБ) იმ მომენტში უკვე სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად აგროვებდნენ მასალას“.

ხარებავა 2016 წელს გათავისუფლდა მოქალაქეების ურთიერთგათავისუფლების რუსულ-ქართული შეთანხმებით. როგორც „გუნდი 29“ იუწყება, მისმა ქალიშვილმა ადვოკატთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, და აიძულა, რომ დედის ბედისთვის ყურადღება მიექციათ.

ეკატერინა ხარებავა (სკრინშოტი ვებგვერდიდან  rustavi2.com)

ინგა თუთისანი და მანანა კაპანაძე

2014წლის ზაფხულში კრასნოდარის სასამართლომ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით კიდევ ორ ქალს გამოუტანა განაჩენი – ინგა თუთისანს და მანანა კაპანაძეს

„კრასნოდარის მხარეში სახელმწიფოს ღალატის შესახებ იმ საქმეებში, რომლებიც ჩვენ გაგონილი გვაქვს, ძიება ყოვეთვის სთხოვს სახელმწიფოს ღალატში ან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს, თავის საქმის შესახებ არავის უამბონ, არ ეძებონ ადვოკატი, და არ დაუკავშირდნენ ჟურნალისტებს. ჰპირდებიან, რომ საქმე უბრალოდ მოგვარდება, მცირე სასჯელს მიუსჯიან, შემდეგ კი ყველაფერი სხვანაირად ხდება“, – კომენტარს აკეთებს სევასტიდის საქმეზე მისი ადვოკატი ივან პავლოვი.

მისი ინფორმაციით, 2010 წლიდან 2016 წლის შუამდე „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით მთლიანობაში 87 ადამიანი გასამართლდა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „საქართველოს ჯაშუშების“ ყველა საქმე არ დასრულებულა. ხუთდღიანი ომის შემდეგ ჯაშუშომანიის ტალღა, უკვე ცხრა წელია, გრძელდება, – თქვა ივან პავლოვმა.

2008 წლის აგვისტოში სამხრეთი ოსეთის ირგვლივ განვითარებული კონფლიქტი ხუთდღიან საომარ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც საქართველო და რუსეთი მონაწილეობდნენ. საქართველოს ვერსიით, რუსეთი მანამდე ემზადებოდა ავტონომიაში ჯარის შესაყვანად, და საქართველოს ჯარის ქმედება ამ მუქარისა და სამხრეთი ოსეთის ხელისფლების მხრიდან პროვოკაციაზე პასუხი იყო. რუსული მხარის ვერსიით კი, ჯარი რეგიონში მოქალაქეებისა და სამშვიდობო ჯარის დასაცავად შეიყვანეს. ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა.

ევროკავშირის მიერ არსებული ვითარების გამოსაძიებლად შექმნილი საგანგებო კომისიის ანგარიშის თანახმად, ოსური მხრიდან 365 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. საქართველოს მხრიდან კი – 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამშვიდობო ჯარისკაცი.

სამხრეთი ოსეთის ტერიტორიის ქართული სოფლების დაახლოებით 80 ათასმა მცხოვრებმა საკუთარი სახლები მიატოვა და დევნილთა და იძულებით გადასახლებულთა რიგებს შეუერთდა.

Related Posts

7 წელი გადასახლებიდან. როგორ მოეწყვნენ დევნილები ფოცხოეწერში

7 წელი გადასახლებიდან. როგორ მოეწყვნენ დევნილები ფოცხოეწერში

აზერბაიჯანის ხელისუფლება ილგარ მამედოვის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის

აზერბაიჯანის ხელისუფლება ილგარ მამედოვის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის

არის თუ არა სამხრეთ ოსეთში რუსული  С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსები?

არის თუ არა სამხრეთ ოსეთში რუსული С-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსები?

აფხაზეთში საქართველოსთან ომში გამარჯვებასა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ფოტორეპორტაჟი

აფხაზეთში საქართველოსთან ომში გამარჯვებასა და დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ფოტორეპორტაჟი

ლიტველები, რომლებიც ებრაელებს ხოცავდნენ. ჰოლოკოსტის შესახებ წიგნმა ლიტვა შეძრა

ლიტველები, რომლებიც ებრაელებს ხოცავდნენ. ჰოლოკოსტის შესახებ წიგნმა ლიტვა შეძრა

როგორ ანადგურებდა რუსული ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას

როგორ ანადგურებდა რუსული ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას

რუსული ენა სამუდამოდ კარგავს პირველობას

რუსული ენა სამუდამოდ კარგავს პირველობას

სამხრეთ ოსეთში ქართულ-ოსური კონფლიქტის ერთ-ერთი ცნობილი სახე, მარეკ დუდაევი მოკლეს

სამხრეთ ოსეთში ქართულ-ოსური კონფლიქტის ერთ-ერთი ცნობილი სახე, მარეკ დუდაევი მოკლეს

საქართველო და მისი მეზობლები Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველო და მისი მეზობლები Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველო ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. ფოტორეპორტაჟი

საქართველო ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. ფოტორეპორტაჟი

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა მხოლოდ ID ბარათებით იყოს შესაძლებელი

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა მხოლოდ ID ბარათებით იყოს შესაძლებელი

სომხეთში ქალები ბავშვის გაჩენას ფინანსური პრობლემების გამო აღარ ჩქარობენ

სომხეთში ქალები ბავშვის გაჩენას ფინანსური პრობლემების გამო აღარ ჩქარობენ


ასევე წაიკითხეთ