პოლიტიკური მოვლენების მიღმა სტამბოლი ტურისტებს ისევ იზიდავს" />

ქალაქი, რომელიც სულთნებსა და პრეზიდენტებზე მაღლა დგას

პოლიტიკური მოვლენების მიღმა სტამბოლი ტურისტებს ისევ იზიდავს

[/dropcap] სტამბოლელების მთვარი თვისება ხალისიანობაა. რეფერენდუმის დღეს ადამიანი სიამოვნებით ცეკვავს ისტიკლიალის მთავარ გამზირზე ერდოღანის მხარდემჭერ მომიტინგეებთან ერთად. ეკითხები მას, თუ რატომ ემხრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. გპასუხობს: ვინ გითხრათ? სულაც არ ვემხრობი!“  – „აბა, აქ რატომ ხართ, და არა იქ, სადაც მოწინააღმდეგეები არიან (მათი პიკეტი ოცდაათიოდე მეტრში დგას)?“ – „მათთან მუსიკა არ არის“. 

თურქეთი ბოლო ათი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, სიტყვატურიზმისსინონიმად იქცა2006 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა.

 

 

ეროვნული ავიაკომპანიები გლობალურად განვითარდა, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, და ადგილობრივი ბაზრის ყველა სეგმენტი გააქტიურდა.

ვიზები ტურისტების მხოლოდ სამ პროცენტს ესაჭიროებოდა, რაც თურქეთს საშუალებას აძლევდა, რომ, ტურისტების რაოდენობის მხრივ, ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნები, მაგალითად ეგვიპტე, უკან ჩამოეტოვებინა.

ტურიზმი უკვე ეროვნული ეკონომიკის 13 პროცენტს შეადგენდა და დაახლოებით ორ მილიონ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფდა ყველა მიმდებარე სფეროში; თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის  მონაცემების მიხედვით,  განსაკუთრებით განვითარდა რესტორნები, კაფეები და გასართობი ინდუსტრია.

გარდატეხა 2016 წელს მოხდატერაქტების რაოდენობის ზრდასა და შფოთიან  შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან ერთად.

 

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენებაში  ნათქვამია, რომ მხოლოდ 2015 წელს თურქეთში 400 ძალადობრივი აქტი და ტერაქტი მოხდასაშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წელიწადში – 70, 2010-დან -2014 წლამდე პერიოდში. ამას   მაშინვე მოჰყვა შედეგად ევროპიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 30 პროცენტით შემცირება, რომლებიც ტურისტული ნაკადის ნახევარზე მეტს შეადგენდნენ.

 

 

კვლევები ცხადყოფს, რომ ეს დარგი ნელა აღდგება. თუმცა, პროგრესი მაინც არის. მათ შორის რუსი ტურისტების ხარჯზე, რომლებმაც თურქეთში დაბრუნება 2016 წელს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური კრიზისის მოგვარების შემდეგ დაიწყეს.

JAMnewsის კორესპონდენტებმა აპრილის რამდენიმე დღე სტამბოლში გაატარეს, და გადაწყვიტეს, მის ადამიანურ და ტურისტულ მხარესაც გასცნობოდნენ.

ამ დღეებში სტამბოლში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პრეზიდენტ ერდოღანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ერდოღანის ინიციატივით,  16 აპრილს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოდ გადააქცია, – ამის შესახებ გვიამბობდა JAMnews.

მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები და ექსპერტები იმაზე მსჯელობენ, თუ  რამდენად უფრო ავტორიტარული გახდა თურქეთი, და რამდენად შემცირებულია დღეს მისი ევროკავშირთან ინტეგრირების პერსპექტივები. JAmnews ამის შესახებ დაწვრილებით წერდა.

მაგრამ როგორც კი ჟურნალისტებმა პოლიტიკურ კონტექსტზე ფიქრი შეწყვიტეს, მათ წინაშე მაშინვე გადაიშალა სტამბოლი, რომლის ნახვის შემდეგაც, პარიზისა და მის შესახებ ცნობილი ფრთიანი გამონათქვამისგან განსხვავებით, სიკვდილი არ გინდება. პირიქით, გინდა დაბრუნდე და იცხოვრო ამ კეთილგანწყობილ, ხიბლიან და შრომისმოყვარე ქალაქში.

კეთილგანწყობილი

სტამბოლში ბევრი ძალიან განსხვავებული ადგილია. მაგალითად, ტაქსიმის მოედნიდან თანაბრადაა დაშორებული ისტიკლიალის ქუჩაცქალაქის სავჭრო გული, და ტარლაბაშის ბულვარის გასწვრივ მდებარე უზარმაზარი უბანიც, რომელსაც ღარიბულსაც ძნელად თუ დაარქმევ, უფროქოხმახებისსახელი მიესადაგება.

მხოლოდ ტურისტული ღისშესანიშნაობებით დაკმაყოფილება არ ღირს. ეს ქოხმახების დასახლება თუნდაც იმით არის საინტერესო, რომ აქ შეგიძლია წარმოიდგინო, თუ როგორ გამოიყურებოდა სტამბოლი დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინათ.

ისტიკლიალის ქუჩის გამყიდველმა უცბად ამოიცნო ჩვენში უცხოელები და გვითხრა, რომ მყიდველებად უფრო ისურვებდა ჩვენს ნახვას. „უცხოელებთან ვაჭრობა საინტერესოა. არა იმიტომ, რომ მათი მოტყუება ადვილია. უბრალოდ, შენიანებთან მოსაწყენიაისე, როგორც ფეხბურთის ჩაწყობილ თამაშზე: ყველამ იცის, ბოლოს რაც მოხდება“.

 

ტარლაბაშის უბანი. ამბობენ, რომ აქ, ძირითადად, ქურთები და არაბები ცხოვრობენ

მაგრამ ამ ორ ადგილს შორის ერთი აშკარა მსგავსებაა (როგორც, სხვათა შორის, თურქეთის დედაქალაქის დანარჩენ უბნებს შორის). ეს მსგავსება არისუსაფრთხოების შეგრძნება. არ გიჩნდებათ განცდა, თითქოს მომატებული აგრესიის ან ქუჩის დამნაშავეების უბანში მოხვდით. ყოველ შემთხვევაში, დღისით.

მთავარი სხვაობა კი მათ შორის ალბათ ის არის, რომ ისტიკლიალზე უფრო მეტი ალბათობით შეგხვდებათ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი. თუმცა, გვერდით ტარლაბაშზეც  შეკითხვაზეDo you speak English?ნებისმიერი გამყიდველი ხალისით გიპასუხებთ  Yes“ – ოღონდ სრულიად შესაძლებელია, რომ საუბარი ამით ამოიწუროს. დანიშნულების ადგილას კი მაინც მოხვდებით, რადგან როდესაც გზის გაგების მცდელობები ჩაიშლება, საჭირო ადგილამდე, უბრალოდ, მიგაცილებენ.

ბავშვები ძალიან კეთილგანწყობილები არიან. თუმცა, არც 10 ლირის მათხოვრობა უჭირთ

სტამბოლში რეალური შიში შეიძლება გამოსცადოთ, თუ აქაურ ტაქსის მძღოლს ეტყვით, რომ სერიოზულად გეჩქარებათ. აი, მაშინ კი, ამ ლეგენდარული საცობებისა და ციცაბო აღმართების ქალაქში მგზავრობა შეიძლება ერთიორ ჭაღარა თმადაც დაგიჯდეთ.

საზღვარზე მიდინარე ომი, გახშირებული ტერაქტები, პოლიტიკური რყევები თავის საქმეს აკეთებს.  სტატისტიკის გარდა, სტამბოლში ყველა გულდაწყვეტით საუბრობს იმაზე, რომ ბოლო დროს ტურიზმი შემცირდა, და მასთან ერთად ამ სფერო ში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებიც.

მეწარმე ილმაზ ოზლიუკმა სტამბულის ახლანდელი ცხოვრების, თავისი ბიზნესის დაფუძნების, და საკუთარი უჩვეულო ისტორიის  შესახებ გვიამბო.

მომხიბვლელი

რა არის სტამბოლის ხიბლის საიდუმლო?

ის, რომ ეს ქალაქი არც ევროპაა, და არც მთლად აზია? თუ მისი გასაოცარი ტოლერანტულობა? ან  ერთგვარი თავქარიანობა?

შესაძლოა, ყველაფერი ერთად.

სტამბოლი მართლაც არ არის ევროპული დედაქალაქი. მაგრამ არც აზიურია. ეს არის ქალაქი, სადაც ოსმალეთის იმპერიის, დასავლური გავლენით აღბეჭდილი, და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ ეს ეკლექტიკად კი არ აღიქმება, არამედ ისეთივე ბუნებრივია, როგორც გეოლოგიურ შრეთა თანმიმდევრული ცვლა.

                    

იქნებ სწორედ ამაშია ამ ქალაქის მოთმინების ფესვები. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი მართლმადიდებლური ტაძრები, კათოლიკური ეკლესიები და მეჩეთები არავის აკვირვებს. ისევე როგორც ქუჩებში ჰიჯაბებსა და ნიქაბებთან შერეული თამამი მინიკაბები. უნდა აღინიშნოს, რომ ნიქაბები უმეტესად მაინც ჩამოსულებს ეკუთვნით: ბოლო ორი წლის განმავლობაში სტამბოლში არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვანად იმატა.

                                                   

თქვა, რომ ჟილი ჰქვია, და აქაური თურქი ქალია

სტამბოლი თავქარიანი ქალაქიაამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მისი მცხოვრებლები ღიმილიანები და სალმიანები არიან, და არამხოლოდ სამუშაოსა და ტურისტების მიტყუების მიზნით. ალბათ ძნელია, მოღუშული იყო, როდესაც ამ ულამაზეს გარემოში, ამ კლიმატში და ზღვის სიახლოვეს ცხოვრობ.

ვესაუბრეთ ექსკურსიამძღოლ მეჰმეტს, რომელიც სტამბოლის ტურისტულ ეპიცენტრში თავის ჯგუფს ელოდებოდა.  ტურისტული ნაკადი ძალიან შეიცვალა. აშკარად იმატა არაბების რიცხვმა. ტურისტი ტურისტია, რასაკვირველია. ერთი პრობლემა ის არის ამ არაბულ ჯგუფებთან, რომ მათ სხვებთან ერთად ვერცერთ საექსკურსიო ჯგუფში ვერ ჩასვამ. თითოეულ ობიეტზე ხუთ წუთზე მეტ ხანს ვერ ძლებენ: ხუთი წუთი სელფიდა წავედით“, – აანალიზებს ბაზარს მეჰმეტი.

შრომისმოყვარე

სტამბოლში უსაქმოდ მყოფ ადამიანს ძნელად ნახავ. ყველა საქმიანობს, ყველა რაღაცით ეხმარება ერთმანეთს. ვაჭრობენ, დააქვთ, აჭმევენ, სასტუმროებში აბინავებენ, ექსკურსიებს უძღვებიან

თავიდან მოგვეჩვენა, რომ ბოსფორის სრუტეზე გადებულ ხიდზე მოცლილ სტამბოლელებს მაინც მივაგენით. ათობით ადამიანი (მამაკაცებიც და ქალებიც) დგას 30-მეტრიან წყალში ჩაშვებული სპინინგებით, მაგრამ, ნურას უკაცრავად! ისინი კი არ ერთობიან, სერიოზული ბიზნესით არიან დაკავებულები: მთელი დაჭერილი თევზი მომენტალურად ნაწილდება სანაპიროს უამრავ რესტორანში, სადაც თქვენ მას იგემებთ, და კიდევ მოითხოვთ.

სტამბოლში ნებისმიერ ტურისტულ დახლთან ყველაფერს რეალურზე მეოთხედით ძვირს დაგიფასებენ. მაგრამ დიდწილად ესეც  ვაჭრობის სპექტაკლია, რომელშიც ტურისტს მონაწილეობის მისაღებად იწვევენ: ხელების ზეცისკენ აპყრობით, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე წუწუნით, და მის კმაყოფაზე მყოფი მრავალრიცხოვანი შვილის (არცთუ ყოველთვის მშობლის მსგავსი) ფოტოების დემონსტრირებითაც კი

წმინდა სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი, და ექსკურსია ბოსფორზესტამბოლში ეს ყველაფერი აუცილებელ პროგრამაში შედის.

მაგრამ ამ ქალაქისგან ნამდვილ სიამოვნებას თავისუფალი პროგრამით უფრო მიიღებთ. უბრალოდ, გამოდით სასტუმროდან (დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, სტამბოლს არასდროს სძინავს) და იარეთ, სადამდეც თვალი გასწვდება. აქ  თვალი ყოველთვის სწორი მიმართულებით იყურება და რაღაც ღირებულს ხედავს.


ასევე წაიკითხეთ