JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი" />

ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონებმა აზერბაიჯანში დამაჯერებლად გაიმარჯვეს

JAMnews-ის ფოტორეპორტაჟი

ფეხბურთში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, გერმანიის ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში, ბაქოში დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა მასპინძელი გუნდი 4:1. გერმანელების კარში აზებაიჯანლი თავდამსხმელის ნაზაროვის მიერ გატანილი გოლი შესარჩევ ტურნირში, და მთლიანად ბოლო 8 თამაშის განმავლობაში მათ კარში გასული პირველი გოლი გახდა.

თამაშის დაწყებამდე აზერბაიჯანის ნაკრები შვიდი ქულით ჯგუფის ექვს გუნდს შორის მესამე ადგილს იკავებდა. გერმანელები, ბუნებრივია, პირველ ადგილას იყვენენ – დარგული ქულებისა და გაშვებული ბურთების გარეშე.

აზერბაიჯანმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყო სლოგანით „რატომაც არა?“. მართლაც, სამი ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრებმა მისთვის რეკორდული 7 ქულა დააგროვა და ერთხანს სატურნირო ცხრილი მეორე ადგილს იკავებდა. თუმცა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხებამ გულშემატკივრების ეიფორია ოდნავ შეანელა.

გულშემატკივრებსაც და თვით მოთამაშეებსაც კარგად ესმოდათ, რომ გერმანიასთან მატჩის დროს დამარცხებისგან მათ მხოლოდ სასწაული თუ იხსნიდა. მით უმეტეს, რომ „გერმანული მანქანა“ ბაქოში ყველაზე ძლიერი საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდა. დასაკარგი არაფერი იყო, ამიტომაც აზერბაიჯანელებს ისღა დარჩენოდათ, რომ ბოლომდე თავი არ მოეჭრათ. და მათ ეს შეძლეს.

სტადიონზე დიდებული ატმოსფერო სუფევდა. გულშემატკივრებს ვემადლიერები. დიდი ხანია, ასეთი რამ არ გვინახავს. გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ გუნდს უწევდნენ მეტოქეობას, დაცვაში არ ჩარჩენილან. ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ 90 წუთის შემდეგ შეიძლება, რომ ამ გუნდით ვიამაყოთ. მოწინააღმდეგეს კი გამარჯვებას ვულოცავ“ , – თქვა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ.


იოაჰიმ ლიოვიმ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აზერბაიჯანელების თამაში შეაქო: „ ჩვენ სხვა აზერბაიჯანი ვნახეთ. წინა წლებთან შედარებით, ახლანდელი გუნდი ბევრად უკეთესი იყო. ისინი ქებას იმსახურებენ“.

გულშემატკივრები ასევე კმაყოფილების დარჩნენ თავიანთი გუნდის თამაშით. აი, რამდენიმე კომენტარი სოციალური ქსელებიდან.

ისინი იბრძოდნენ. ინდომებდნენ. ცუდი მოთამაშეები არც ისე მოწადინებულები იყვნენ. ქვეყნისთვის. მათ მსოფლიოს ჩემპიონს ბურთი გაუტანეს და მეტის გატანაც უნდოდათ“.

ახლა ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანის ნაკრები ბრაზილიის ნაკრებზე ძლიერია. გერმანელებმა ხომ ბრაზილიელებს, 4 კი არა, 7 ბურთი გაუტანეს მათსავე მოედანზე“.

ეს აზერბაიჯანში მოსფლიოს მოქმედი ჩემპიონების მეორე ჩამოსვლა იყო. პირველი იყო იტალია 2002 წელს. აზერბაიჯანის ნაკრები შემდეგ თამაშს ჩრდილოეთი ირლანდიის წინააღმდეგ ბაქოში გამართავს.

 


ასევე წაიკითხეთ