მელ დალუზიანი იმ ფილმის გმირი გახდა, რომლის დაფინანსებაში სახელმწიფოც მონაწილეობდა. ამ ფაქტმა ბევრი აღაშფოთა " />

ფაშინიანი ტრანსგენდერ სპორტსმენს საზოგადოების ბულინგისგან იცავს

მელ დალუზიანი იმ ფილმის გმირი გახდა, რომლის დაფინანსებაში სახელმწიფოც მონაწილეობდა. ამ ფაქტმა ბევრი აღაშფოთა

მელ დალუზიანი, მელინე დალუზიანი, ნიკოლ ფაშინიანი, ტრანსგენდერი, ტრანსგენდერების პრობლემები, ლგებტ, ფილმი, სახლმწიფო დაფინანსება

სომხეთში მთავრობის მიერ მძიმეწონოსანი ტრანსგენდერი ათლეტის, მელ დალუზიანის (სქესის შეცვლამდე – მელინე) შესახებ ფილმის დაფინანსების ფაქტი აქტიურად განიხილება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 13 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ ფილმის დაფინანსებაში მთავრობის მონაწილეობის შესახებ არ იცოდა, მაგრამ ახლა ამ ფაქტით ამაყობს.

სპორტსმენზე თავდასხმები, რომელიც თავის დროზე, საზოგადოებისგან მიუღებლობის გამო, იძულებული გახდა, სომხეთი დაეტოვებინა და საცხოვრებლად ნიდერლანდებში გადასულიყო, ახალი ძალით გააქტიურდა. გაჩნდა ცნობები, რომ დალუზიანი იმედგაცრუების იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ მზადაა, თავი მოიკლას. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ტრანსგენდერ მძიმეწონოსან ათლეტს თავის მფარველობის ქვეშ აიყვანს“.

ლგბტ-ს მიმართ დამოკიდებულება: აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი,და რუსეთი – ყველაზე მძიმე სიტუაცია

საჯარო განხილვების დასაწყისი

ფილმის „მელ“ დაფინანსების თემა 8 ნოემბერს ყველა მედიაში ხმამაღლა გაისმა. მაშინ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის წინაშე პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა დააყენეს. პრემიერი მათ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მათგანვე გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეხვდა.

არაიკ არუთიუნიანის საქმიანობის დანარჩენ მუხლებთან დაკავშირებით უკმაყოფილების გარდა, პროტესტანტებმა მას იმასთან დაკავშირებითაც წაუყენეს პრეტენზია, რომ სამინისტრომ ფილმი „მელ“ დააფინანსა. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი დრამი (დაახლოებით 40 ათასი დოლარი) გამოიყო.

სხვათა შორის, სამინისტროს მხრიდან დაფინანსება ფილმის საერთო ღირებულების მხოლოდ 14%-ს შეადგენს.

ფაშინიანი მაშინ შეეცადა, აქტივისტებისთვის აეხსნა, რომ სამინისტრომ ფილმის „მხოლოდ ის ნაწილი დააფინანსა, რომელიც ჩემპიონის შესახებ ჰყვება“. თუმცა, პრემიერის განმარტებებმა აქტივისტების აზრზე არ იმოქმედა, და ისინი მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას ისევ აგრძელებენ.

რატომ ითხოვს ასობით ახალგაზრდა ერევნის ქუჩებში განათლების მინისტრის გადადგომას

 „მელ დალუზიანი – ჩემი პირადი მფარველობის ქვეშაა“

ეროვნულ საკრებულოში 13 ნოემბერს გამოსვლის დროს ნიკოლ ფაშინიანმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც დაუფარავი აგრესიით გამოდის მელისა და ფილმის დაფინანსების წინააღმდეგ. პრემიერს სკანდალური მსჯელობები  წინა ხელისუფლების „ულუკმაპუროდ“ დარჩენილი წარმომადგენლების იაფფასიან პროპაგანდად მიაჩნია. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, განეცხადებინა:

 „მელ დალუზიანი ჩემი პირადი მფარველობის ქვეშაა“.

მან გაიხსენა, რომ ფილმი „მელ“ იმ სპორტსმენის შესახებ გვიამბობს, რომლის რეკორდიც აქამდე დაუძლეველია, და ვისი წყალობითაც, სომხეთის ჰიმნი მსოფლიო არენაზე არაერთხელ გაჟღერებულა.

„ადამიანს პრობლემა ჰქონდა, რაც ჩვენი სინამდვილისთვის ახალი სულაც არ არის… და კონკრეტული სამედიცინო პარამეტრები აქვს. ამ პრობლემის თაობაზე ჯერ გუნდელმა მეგობრებმა შეიტყვეს, შემდეგ – მწვრთნელებმა. საზოგადოების დამოკიდებულებისა და რეაქციის გამო, ადამიანი … მიხვდა, რომ ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა – სომხეთიდან გამგზავრებაა.

თანამედროვე მსოფლიო ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ადამიანები ამბობენ, რომ თუკი ღმერთმა ის ასეთად შექმნა… მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვყავს გულის მანკით დაბადებული ბავშვები. ღმერთმა ისინი ასეთებად შექმნა, და მოდით, ნუ ვუმკურნალებთ. არიან უსინათლო ბავშვები. დავტოვოთ ისე, როგორც არიან?“

ფაშინიანმა თქვა, რომ სამინისტროს ეს ფილმი რომ არ დაეფინანსებინა, ის როგორც სომხეთის მოქალაქე, იფიქრებდა, რომ ეს მთავრობა უმადურია, რადგან ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვს:

„როდესაც ის ჩემპიონია, მასთან ერთად სურათებს ვიღებთ, და თუკი პრობლემები აქვს, მასთან საერთო აღარ გვაქვს?“

მელ დალუზიანის ისტორია

ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც გიუმრის მკვიდრი მელინე დალუზიანი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, სომხეთის სახელით, მძლეოსან ქალთა ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა.

მას შემდეგ, რაც ის ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მელინე იძულებული იყო, სომხეთიდან გამგზავრებულიყო. სპორტსმენი თავის სექსუალური ორიენტაციის გამო, მუდმივად ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

საბოლოოდ, ტრანსგენდერმა მელ დალუზიანმა ნიდერლანდებში თავშესაფარი მიიღო, 2016 წლიდან ის ამსტერდამში ცხოვრობს.

სხვათა შორის, იმავე 2016 წელს სომხეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა შესახებ გადაიღეს ფილმი „გამიგე“. ფილმში დალუზიანი იმ სიძნელეების შესახებ ჰყვება, რისი გადატანაც მას სომხეთში მოუხდა.

რაც შეეხება ამჯერად სამსჯელო კინოფილმ – „მელ“-ს, ეს ერთსქესიანი წყვილის სიყვარულის, და სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის ისტორიაა. ეს არის ნაამბობი იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა შინაგანი და გარე გარემოებების გავლენით ორი გოგონას ურთიერთობა.

სხვათა შორის, ამსტერდამში მელმა უკვე მოასწრო სახელის მოხვეჭა.

2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ დალუზიანმა  გააუვნებელყო მძარცველები, რომლებიც ამსტერდამის ცენტრში სუპერმარკეტის სალაროს გაძარცვას ცდილობდნენ და მოლარეს ემუქრებოდნენ.

 „იმ მომენტში მელმა, რომელიც იქ საყიდლებზე იყო მისული, მძარცველები შეაჩერა. პოლიცია შემთხვევის ადგილას მივიდა და ისინი დააკავა. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა მძარცველმა პოლიციის მისვლამდე დალუზიანისთვის მკერდისა და ზურგის არეში დანით ღრმა ჭრილობის მიყენება მოასწრო. მიუხედავად ამისა, ჭრილობის მიღების შემდეგაც კი, მელმა დამნაშავეებს მიმალვის საშუალება არ მისცა“, – დაწერა მელის ერთ-ერთმა მეგობარმა მის Facebook-გვერდზე.

ამასთან დაკავშირებით აზრი ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემმაც გამოთქვა:

 „თქვენი საქციელი – გმირულია. ვამაყობ, რომ ამსტერდამს ისეთი მოქალაქე ჰყავს, როგორიც თქვენ ხართ. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ნიღბიანი შეიარაღებული მძარცველების უკანონო ქმედებები ასე ეფექტიანად აღკვეთეთ. უსწრაფესად გამოჯანმრთელებას გისურვებთ და გარწმუნებთ, მერია მზადაა, ყველანაირად დაგეხმაროთ“.

მსჯელობები გრძელდება

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა არმენ დარბინიანმა Twitter-ის საკუთარ აკაუნტზე მელ დალუზიანს მხარი დაუჭირა:

 „მე ნიკოლ ფაშინიანს პირადად არ ვიცნობ… მის დღევანდელ გამოსვლას ტაშს ვუკრავ და ვაცხადებ: მელ დლუზიანი ასევე ჩემი პირადი მფარველობის ქვეშაა. ადამიანებო, იყავით ადამიანები“.

მძლეოსნობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა სიმონ მარტიროსიანმა კი Facebook-ზე საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა:

 „სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტრანსგენდერის შესახებ ფილმის შექმნას ემხრობა, მათ კი, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, სამარცხვინოდ მიიჩნევს. სადამდე დავეცით, ადამიანებო?

ეს ნორმალურია? ჩემი აზრით – არა. და არც შეიძლება ნორმალური იყოს, რადგან ეს ჩვენს მორალურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება“.

რას წერენ სოციალური ქსელებში

Facebook-ის სომხური სეგმენტის მომხმარებლები ასევე ორ ბანაკად დაიყვნენ. აი, ზოგიერთი კომენტარი:

„ადამიანი ადამიანად რჩება. და არიან ავადმყოფი ადამიანები. არასდროს არ შეიძლება ადამიანების დაყოფა – ვინ როგორია. ამბობენ: ნუ განიკითხავ და არ განიკითხები“…

 „ამ ადამიანმა, როდესაც მელინე დალუზიანი იყო, სამშობლოს დროშა არაერთხელ აღმართა. ხოლო მელ დალუზიანად ყოფნისას კი დამნაშავეების დაკავების არ შეეშინდა, და მძიმე ჭრილობები მიიღო. დაანებეთ ამ ადამიანს თავი.“ 

 „აქცენტი არასწორადაა დასმული… ფილმი ჩემპიონებზე უნდა გადაიღონ, და არა მათ პრობლემებზე. არსებობს დიდებული ფილმი ჩაიკოვსკიზე, მის ღვთიურ ნიჭზე, მაგრამ არა მის ავადმყოფურ პრობლემაზე. ბოლოს და ბოლოს, რას ეთაყვანებით – ავადმყოფობას, თუ მიღწევას?“

 „როდესაც ასეთ საკითხებზე ეროვნული საკრებულოს ტრიბუნიდან გამოსვლისას თავად პრემიერ-მინისტრი მსჯელობს, პირდაპირ ვხარობ! ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა პრობლემა აღარ არსებობს – როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ყველა პრობლემა გადაჭრილია“!

 „ ეშმაკს სულს ნუ მიჰყიდით! ბიბლია ამის წინააღმდეგია. ჩვენ კი მსოფლიოში პირველი ქრისტიანები ვართ. და ამას კიბოს და უსინათლობას ნუ შეადარებთ!“

 „ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები ყველა დროში იყვნენ. მაგრამ ინკვიზიციის პერიოდში მათ კუდიანებს ეძახდნენ და კოცონზე წვავდნენ. ახლა ფიზიკურად აღარ წვავენ, მაგრამ მორალურად ლინჩის წესით ასამართლებენ, ზოგჯერ კი სამი-ოთხი კაცი შეიძლება თავს დაესხას და სცემონ, თუკი დაუსჯელობას იგრძნობენ. დიახ, ინკვიზიციის დროიდან შორს არ წავსულვართ, არადა უკვე 21-ე საუკუნეა, და არა მე- 16.“


ასევე წაიკითხეთ