ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სააკაშვილის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ პოროშენკოს ბრძანებულების გაუქმების თაობაზე " />

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სააკაშვილის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ პოროშენკოს ბრძანებულების გაუქმების თაობაზე

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.  ჰრომადსკოეს ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მისი წინამორბედის გადაწყვეტილება გააუქმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ადვოკატის მეშვეობით პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით 22 მაისს მიმართა.

• კომენტარი: სააკაშვილი უკრაინაში – დასაწყისი და დასასრული

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 31 მარტს ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას მიესალმება:

„დაე, ჩამოვიდეს. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჯერად ყველაზე დიდ როლს თამაშობს, როდესაც უკრაინის დემოკრატიას ევროპაში იცავს და ამას თავისი ქმედებებით ავლენს. ის სერიოზული დიპლომატი და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში მიდის.<…> ჩემი აზრით, ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც სააკაშვილია, ყველას სჭირდება“.

როგორ მიიღო და დაკარგა სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს მიანიჭა, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ბოლოს სააკაშვილი გადადგა და პრეზიდენტი პოროშენკო კორუფციასა და რეფორმების გატარების სურვილის არქონაში დაადანაშაულა. სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასვლისა და საკუთარი პარტიის შექმნის სურვილის შესახებ განაცხადა. 2017 წლის ივლისში პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ის იქცა, რომ მოქალაქეობის მიღების დროს თითქოს მან მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ  ინფორმაცია დამალა.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი „სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ დანაშაულებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა – და თითქოს ის საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის ფულს რუსეთიდან, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირებისგან იღებდა. სააკაშვილი დააპატიმრეს, თუმცა მეორე დღეს უკრაინის სასამართლომ ის გაათავისუფლა. 2018 წლის თებერვალში მოხდა მიხეილ სააკაშვილის დეპორტირება პოლონეთში. ამჟამად ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ