ზელენსკიმ ჩინოვნიკებს შესთავაზა, რომ კაბინეტებში, მისი პორტრეტების ნაცვლად, ბავშვების ფოტოები დაკიდონ" />

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო. და მაშინვე პარლამენტი დაითხოვა

ზელენსკიმ ჩინოვნიკებს შესთავაზა, რომ კაბინეტებში, მისი პორტრეტების ნაცვლად, ბავშვების ფოტოები დაკიდონ

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას დეპუტატების წინაშე ფიცი დადო. როგორც ჰრომადსკოე იუწყება, თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან განაცხადა, რომ უმაღლეს რადას დაითხოვს და ამასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს.

„ძალიან მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში ჩემი გამოსახულებები და პორტრეტები არ იყოს. იმიტომ, რომ პრეზიდენტი – არც ხატია, არც კერპი, პრეზიდენტი პორტრეტი არ არის.დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყველ გადაწყვეტილების წინ მათ თვალებში ჩახედეთ“, — მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჩინოვნიკებს.

REUTERS/Gleb Garanich

REUTERS/Gleb Garanich

რადას შენობაში შესვლამდე ზელენსკი იმ ადამიანებს ეურთიერთა, რომლებიც მათთვის სგაგანგებოდ დადგმულ დიდ ეკრანებზე ინაუგურაციის სანახავად მივიდნენ – ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა მიიღო.

ზელენსკიმ გამოსვლა თავის ვაჟზე ამბის მოყოლით დაიწყო: „ ჩემმა ექვსი წლის ბიჭმა თქვა: „გავიგე, რომ ზელენსკი – პრეზიდენტია. ესე იგი, მეც პრეზიდენტი ვარ“. ეს ხუმრობასავით გაისმა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია. ეს არა ჩემი, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვებაა. უკრაინისადმი ერთგულების ფიცი თითოეულმა ჩვენგანმა დადო. პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანს აკისრია“.   

რის გაკეთებას შეძლებს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი? და რას ვერ შეძლებს?

ზელენსკიმ რადას დათხოვნის წინ დეპუტატებს მოუწოდა, რომ რიგი მნიშვნელოვანი კანონი მიიღონ – დეპუტატის ხელშეუხებლობის შესახებ, უკანონო გამდიდრებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, საარჩევნო კოდექსის დამტკიცება, ასევე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, გენერალური პროკურორის და თავდაცვის მინისტრის მოხსნა.

REUTERS/Valentyn Ogirenko 

„ამისთვის ორი თვე გაქვთ. გააკეთეთ ეს და მედლები დაიკიდეთ. მე მერვე მოწვევის უმაღლეს რადას ვითხოვ. დიდება უკრაინას!,    განაცხადა ზელენსკიმ.

რა თქვა კიდევ ზელენსკიმ თავის სიტყვაში:

• განაცხადა, რომ მისი გუნდის უპირველეს ამოცანას დონბასში ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. „მზად ვარ, დავკარგო საკუთარი პოპულარობა, რეიტინგები და თანამდებობა, ოღონდ მშვიდობამ დაისადგუროს. მაგრამ არასდროს დავკარგოთ ჩვენი ტერიტორიები“.

• მოუწოდა მთელი მსოფლიოს უკრაინელებს, რომ უკრაინაში დაბრუნდნენ. „ჩვენ 65 მილიონი ვართ. ისინი, ვინც უკრაინულმა მიწამ ევროპაში, აზიაში, ამერიკაში დაბადა. თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით. ყველას, ვინ მზადაა, რომ ახალი, ძლიერი, წარმატებული უკრაინა აშენოს, მოქალაქეობას სიამოვნებით შევთავაზებ“, —  განაცხადა ზელენსკიმ.

• „გთხოვთ, გაიხსენეთ ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრები, როდესაც დანტისტი, დამლაგებელი იბრძოდნენ და ის გააკეთეს, რისიც არავის სჯეროდა. და ეს ჩვენი შანსია. ჩვენ ფეხბურთში ისლანდიელები უნდა გავხდეთ, ტექნოლოგიებში – იაპონელები, საკუთარი მიწების დაცვის უნარით – ისრაელელები, მიუხედავად მთელი აზრთა სხვადასხვაობისა“, — განაცხადა ზელენსკიმ, როდესაც  ქვეყნის მოსახლეობას მიმართავდა.

შოუმენმა და კომედიანტმა მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან 21 აპრილს მეორე ტურში  ამომრჩევლების ხმათა 73 პროცენტის მიღებით მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოუგო.

რეპორტაჟი უკრაინიდან იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო კომიკოსმა მსახიობმა უკრაინის პრეზიდენტად გახდომა. და რას უნდა ველოდეთ მისგან.  

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ