იმავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსებისთვის ვიზების დაწესების წინადადებით გამოვიდა" />

უკრაინაში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

იმავე დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსებისთვის ვიზების დაწესების წინადადებით გამოვიდა

11 ივნისს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. პირველივე დღეს ამ უფლებით 20 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო  ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ  ამ დღეს ისტორიული უწოდა, განაცხადა, რომ ეს არის  უკრაინის რუსეთის იმპერიასთან დამშვიდობება, და რუსული ლიტერატურის კლასიკიდან მიხაილ ლერმონტოვის  ციტატა მოიყვანა: „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო, მონებისა და ბატონების ქვეყანავ…“

ამავდროულად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამოაყენა წინადადება,რომ ქვეყანაში რუსები მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით შეუშვან და მათთვის სავიზო რეჟიმი შემოიღონ, მომვალში კი მიგრაციის კონტროლის ორგანოებში რეგისტრაციაც. ადრე რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხრიდან ვიზების დაწესების შემთხვევაში, ანალოგიური ზომა რუსეთში ჩასული უკრაინისმოქალაქეების მიმართაც იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთში რამდენიმე მილიონი უკრაინის მოქალაქე მუშაობს.

  


ასევე წაიკითხეთ