კრიმინალის მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნას უკავშირდებოდეს" />

ტურისტებზე ყაჩაღური თავდასხმა და მილიციის რეფორმის ამოქმედების მოთხოვნა აფხაზეთში

კრიმინალის მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნას უკავშირდებოდეს

აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები, ორი დღე-ღამეა, ეძებენ ორ დამნაშავეს, რომლებმაც გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ პლაჟზე რუს ტურისტებზე თვხედური შეიარაღებული თვდასხმა განახორციელეს.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გუდაუთის რაიონში რუსი ტურისტის მკვლელობაში მონაწილე დამნაშავეების ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი მილიონი რუბლის ოდენობის ჯილდოა  დაწესებული.

თავად დანაშაული 11 ივლისს მოხდა, დაახლოებით 12:20, გუდაუთის რაიონის სოფელ პრომორსკოეში (კურორტ ახალ ათონიდან ხუთ კილომეტრში), სადაც დაუდგენელი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული,  გამოძიებისთვის უცნობი ორი ნიღბიანი პირი ყაჩაღურად  თავს დაესხა მოსკოვიდან ჩამოსულ დამსვენებლებს.

თავდასხმის დროს დაზარალებული ორი ოჯახი – კაბანოვები და ჩიჟიკოვები ბავშვებთან ერთად პლაჟზე ირუჯებოდნენ. ერთდერთმა უფროსმა მამაკაცმა ანდრეი კაბანოვმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ის გულ-მკერდის არეში დანის ორი დარტყმით მძიმედ დაჭრეს.  

ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ორი ქალი და ოთხი ბავშვი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ხმაურზე შემთხვევის ადგილას მისულმა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ მაშინვე მილიციას აცნობეს. იქვე გამოცხადდა გზის გადაჭრის გეგმა.

გუდაუთის ტერიტორია ახალ ათონამდე მილიციით არის გარშემორტყმული. სამართალდამცავი ორგანოები ღამემდე აგრძელებდნენ ძებნას.

დამნაშავეების პოვნა არ მოხერხდა, თუმცა მილიციის მიერ მიღებულმა საგანგებო ზომებმა დამნაშავეები აიძულა, ქალები და ბავშვები გაეთავისუფლებინათ. და მაინც, ბედნიერი დასასრული არ შედგა.

ანდრეი კაბანოვი მიღებული ჭრილობების შედეგად საღამოს გუდაუთის საავადმყოფოში  გარდაიცვალა.

ავხედურმა თავდასხმამ აფხაზეთის საზოგადოება ააფორიაქა. სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის გვერდებზე გამოქვეყნებული ყველა კომენტარი ამ დანაშაულს შეეხება.

ცნობილი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი მიიჩნევს, რომ  ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, ხოლო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

ბოლო დროს აფხაზეთში დანაშაულის თვაშვებულობას მართლაც საზღვარი არ აქვს. ძარცვის მრავალრიცხოვან შემთხვევებთან ერთად, რაც ქრონიკულად სდევს თან ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს,  მძიმე დანაშაულების რაოდენობამაც იმატა.

მაგალითად, პრომორსკოეში დამსვენებლებზე მომხდარ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე სოხუმში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფთიაქი გაძარცვეს, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა დაცვის წევრი.

მანამდე მოკლე დროის განმავლობაში განხორციელდა ყაჩაღურ თავდასხმათა მთელი სერია, და მათ შორის არც ერთი საქმე არ გახსნილა.

ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია საბოლოოდ ჩაშლის საკურორტო სეზონს. ტურიზმი აფხაზეთისთვის ბუჯეტის შემქმნელ სეგმენტს წარმოადგენს.

ხელისუფლებამ, ამ სეზონზე აფხაზური კურორტებისადმი ინტერესის კლების გამო, უკვე გამოხატა შეშფოთება. ერთი თვის წინათ პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პირადად გასცა  ГАИ-ს იმ სამოცი თანამშრომლის გათავისუფლების განკარგულება, რომლებიც ვითომდა იმის გამო გაიფიცნენ, რომ მათ რუსი ტურისტების კუთვნილი ავტომობილების გაჩერება აუკრძალეს.

პრეზიდენტი საგანგებოდ დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიას და საჯაროდ და მოურიდებლად გააკრიტიკა ГАИ-ს  გაფიცული თანამშრომლები. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის ГАИ-ს კორუმპირებულობა რუს ტურისტებს შორის უკვე მითად იქცა, და ბევრი მათგანი  უკვე YouTube-ის გმირიც გახდა.

თ  უმცა, რეზონანსული დანაშაულების კონტექსტში, ზოგიერთი აფხაზი ექსპერტი დანაშაულის ასეთი მოულოდნელი საყოველთაო გავრცელების სხვა ასპექტს ხედავს და ამას პოლიტიკურ მომენტს უკავშირებს.  

კერძოდ, ზოგიერთი მათგანი უახლოეს ხანში სოხუმში ერთობლივი რუსულ -აფხაზური საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მოსალოდნელ გახსნასთან ავლებს პარალელს.  

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მოცემულ სტრუქტურაში ოთხასი თანამშრომელი იმუშავებდა, და მათ ფართო უფლებამოსილებები ექნებოდათ – ლამის აფხაზური სამართალდამცავი ორგანოების ტოლფასი. თუმცა, ამ პროექტს პრაქტიკულად მთელი აფხაზური პოლიტიკური ელიტა უარყოფითად შეხვდა

საბოლოოდ სტრუქტურის უფლემოსილებებიც და რაოდენობრივი შემადგენლობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. მისი შტატი ამჟამად 20 ადამიანს არ აჭარბებს.

დანაშაულის საყოველთაოდ გავრცელების ამ მოტივის მომხრეე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც აშკარად ვერ უმკლავდება სიტუაციას, იძულებული გახდება, გადახედოს  ცენტრის შტატისა და მისი საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ პირობებს – და ამით  აფხაზეთში რუსი სამართალდამცავების რაოდენობა და მათი გავლენა გაზარდოს.

თვის ვერსიას ზოგიერთი მათგანი იმით ამყარებს, რომ ადგილობრივი დამნაშავეთა სამყაროს მეფეებიც კი, ანუ ათეულზე მეტი კანონიერი ქურდი, აღშფოთებულები არიან იმ განუკითხაობით, და დამნაშავეების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.

ასევე წაიკითხეთ