თეთრმა სახლმა რუსეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია განმარტა" />

ტრამპი რუსეთისგან „ყირიმის დაბრუნებას“ მოელის

თეთრმა სახლმა რუსეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია განმარტა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოელის, რომ რუსეთის უკრაინას ყირიმს დაუბრუნებს, განაცხადა ყოველდღიურ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციის დაწყებას და ყირიმის დაბრუნებას მოელის“, – განაცხადა სპაისერმა.

სპაისერის თქმით, ამავდროულად, ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაც სურს.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა: „…რამდენადაც გაგონილი მაქვს, ყირიმის მოსახლეობას რუსეთთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე იქ, სადაც იყო“.

რუსეთმა ყირიმის მიერთების შესახებ 2014 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-მ და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

 

 


ასევე წაიკითხეთ