დუისის პოლიციაში იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული" />

ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ბინა პანკისის ხეობის მაცხოვრებლისგან ჰქონდათ ნაქირავები

დუისის პოლიციაში იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში პანკისში, სოფელ დუისის პოლიციის შენობაში იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობს, ვის სახლშიც, სავარაუდოდ, ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი წევრები იმყოფებიან.

აღნიშნული ბინა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც რამდენიმე საათია სპეცოპერაცია გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი პანკისიდან იუწყება, დუისის მკვირდმა ასლან ჯაბრაილოვმა თბილისში საკუთარი საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გააქირავა. მამაკაცი ახმეტაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.

აქვს თუ კავშირი და იცნობდა თუ არა ჟაბრალოევი ბინის დამქირავებლებს, ამ დროისთვის მას კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია.


ასევე წაიკითხეთ