თვითმხილველების მოწმობით, მძღოლი წინასწარი განზრახვით მოქმედებდა" />

ტერაქტი ბარსელონაში: 13 დაღუპული, ათობით დაჭრილი

თვითმხილველების მოწმობით, მძღოლი წინასწარი განზრახვით მოქმედებდა

17 აგვისტოს ბარსელონაში ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, რამბლეზე ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ამ მომენტისთვის იუწყებიან, რომ დაღუპულია 13 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავებულია.

თვითმხილველების მოწმობით, მძღოლი წინასწარი განზრახვით მოქმედებდა. Reuters წერს:

თვითმხილველთა მოწმობით, მიკროავტობუსი ზიგზაგებით მოძრაობდა ბარსელონას ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე – რამბლეზე, და გზადაგზა გამვლელებს ეჯახებოდა 

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მომხდარს ტერაქტად განიხილავს. მათ ავტომობილის ძებნილი მძღოლის ფოტო გამოაქვეყნეს. ეს არის ოცი წლის მაროკოელი დრის ოუბაკირი.

ესპანეთის პრემიერმა მარიო რახოისომ განაცხადა, რომ კატალონიის ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა: „ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მათი მოძებნა და სამართალდამცავთა ხელში გადაცემა“.

ბრიტანეტის პრემიერმა ტერეზა მეიმ ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ესპანეთის მხარდამხარ გამოდის ტერორიზმის წინააღმდეგ“.

ბოლო დროს ავტომობილის გამოყენებით ჩადენილი ყველაზე მსხვილი ტერაქტები ასე გამოიყურებოდა

– პარიზი, აგვისტო 2017 – 6 დჭრილი

– ლონდონი, ივნისი 2017 – 8 დაღუპული

– ლონდონი 2017 – 4 დაღუპული

– სტოკჰოლმი, აპრილი 2017 – 4 დაღუპული

– ბერლინი, დეკემბერი 2016 – 12 დაღუპული

– ნიცა, ივნისი 2016 – 86 დაღუპული


ასევე წაიკითხეთ