მმართველი პარტიის კანდიდატმა დამარცხება აღიარა " />

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ფოტორეპორტაჟი

მმართველი პარტიის კანდიდატმა დამარცხება აღიარა

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.

ეს მონაცემები ბიულეტენების 94.5% -ის დათვლის შედეგებს ასახავს.

რას ფიქრობენ სტამბოლი მცხოვრებნი არჩევნების შესახებ და რატომ არის მათი შედეგები  მნიშვნელოვანი

ექრემ იმამოღლი ცოლთან, დილექთან ერთად. სტამბოლი, 16 ივნისი, 2019. REUTERS/Murad Sezer

იმამოღლიმ ხმების 53.6%მიიღო , მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა – 45.4%.

სხვაობამ  700 ათასზე მეტი ხმა შეადგინა.

მმართველი პარტიის კანდიდატმა ილდირიმმა თავისი დამარცხება უკვე აღიარა,  თავის ოპონენტს მიულოცა და მას “სტამბოლის წარმატებული სამსახური” უსურვა.

ბინალი ილდირიმი ცოლთა და ქალიშვილთან ერთად. სტამბოლი, 16 ივნისი, 2019. REUTERS/Murad Sezer

ხელახალი ხმის მიცემა 31 მარტის არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ დაინიშნა. ამ არჩევნებზე ეკრემ იმამოღლუმ პროსახელისუფლებო კანდიდატი მცირე სხვაობით დაამარცხა.

მან ხმების 48.8% მოიგო, ხოლო ილდიირმა – 48,55%. თუმცა პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ დარღვევების საბაბით შედეგები რადენიმე უბანზე გაასაჩივრა, რის გამოც ხელახალი  არჩევნები დაინიშნა.

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews


ასევე წაიკითხეთ