კონფლიქტის მიზეზი ხადორი-3 ჰესის მშენებლობა გახდა " />

პანკისის ხეობაში სპეცრაზმსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა

კონფლიქტის მიზეზი ხადორი-3 ჰესის მშენებლობა გახდა

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სამართალდავცველებმა საპასუხოდ, ადგილობრივი მედიის ცნობით, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.  რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ფოტო: 1 არხი

ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე შეხვდა და მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანის გამოყოფა შესთავაზა. მოლაპარაკების დასრულებამდე კი სამუშაოების შეჩერებას შეპირდა.

თელავში კი ხელისუფლებასა და ხეობის უხუცესებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პანკისის ხეობაში ხადორი-3 ჰესი შენდება. ადგილობრივები დიდი ხანია ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

ფოტო: radio Way

რამდენიმე დღის წინ მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის აშენებას არ დაუშვებენ.

ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში უნდა დასრულდეს. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ