დღეს მან ამ შესაძლებლობის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელა" />

ამერიკელი მილიონერი ალექსის ოჰანიანი სომხეთს IT-სფეროს განვითარებაში დაეხმარება

დღეს მან ამ შესაძლებლობის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელა

სომხური წარმოშობის ამერიკელი მილიონერი, სოციალურ ქსელ Reddit-ის დამაარსებელი ალექსის ოჰანიანი სომხეთში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას განიხილავს.

ის სომხეთში გუშინ ჩამოვიდა და მეგობრებთან ერთად დედაქალაქში გასეირნება დაЕрАЗ“-ის (ერევნის საავტომობილო ქარხანა, რომელიც  1964 წლიდან 2002 წლამდე არსებობდა) მარკის ძველი ავტომობილით ქვეყანაში მოგზაურობაც მოასწრო. ვიდეო იმ პიკნიკს ასახავს, რომელიც ოჰანიანმა მეგობრებს მოუწყო და მათ სომხური კერძებით გაუმასპინძლდა.

კერძოდ, ალექსის ოჰანიანი მზადაა, დაეხმაროს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სფეროს, რომელშიც თავად წარმატებას მიაღწია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველზე წარმატებული სოციალური ქსელის მფლობელმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად სომხეთის IT-სფეროს განვითარების პერსპექტივა განიხილა.

ოჰანიანის ამ წინადადების პასუხად, რომ მან სომხეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს განვითარება დააფინანსოს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ დიასპორის პოტენციალის გამოყენებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ალექსის ოჰანიანი ასევე იმით არის ცნობილი, რომ ის „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის გამარჯვებულ სერენა უილიამსზეა დაქორწინებული.


ასევე წაიკითხეთ