სომხეთის ეროვნულ საკრებულოში შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული " />

სომხურ-რუსული დაჯგუფების შესახებ შეთანხმება სახელმწიფო დუმაში რატიფიცირებისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გადაეგზავნა

სომხეთის ეროვნულ საკრებულოში შეთანხმება ჯერ არ არის რატიფიცირებული

რუსეთის ფედრაციის მთავრობამ სომხურ-რუსული საჯარისო დაჯგუფების შესახებ შეთანხმება მოიწონა და სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გადასცა.

სომხეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი.

სომხეთის ეროვნულ საკრებულოში შეთანხმება ჯერჯერობით არ არის რატიფიცირებული.

როგორც მხარეები აღნიშნავენ, დაჯგუფების მიზანია „სომხეთისა და რუსეთის მიმართ აგრესიის მზადების დროული აღმოჩენა და მხარეთა და სხვა ძალების მიერ მისი ასახვა“.

თუკი დოკუმენტი მხარეთა მიერ რატიფიცირდება, გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში შევა სომხეთში დისლოცირებული 102 რუსული სამხედრო ბაზა, ასევე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მეხუთე სამხედრო კორპუსის ქვედანაყოფების ნაწილი.

გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი სომხეთისა და რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლობის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაინიშნება.

შეთანხმება ხუთ წელიწადს იმოქმედებს, და დასრულებისთანავე ავტომატურად გაგრძელდება კიდევ ხუთი წლით, თუკი მხარეთაგან რომელიმე მეორეს მისი შეწყვეტის შესახებ არ აცნობებს.

სომხურ-რუსული გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „შეთანხმება რომელიმე მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული“. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარსიანმა ახლახან ქართულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სომხეთი ერთობლივი დაჯგუფების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას არ აპირებს.

სომხურ-რუსული სამხედრო დაჯგუფება ადრეც მოქმედებდა – „ საერთო უსაფრთხოების მიზნით, ჯარის (სამხედრო ძალის) გამოყენების ერთობლივი დაგეგმვის“ თაობაზე ჯერ კიდევ 200 წელს დადებული  სომხურ-რუსული შეთანხმების თანახმად.

 


ასევე წაიკითხეთ