2013 წელს ეს სტატუსი მინიჭებული ჰქონდა სომხეთის ჩრდილოეთ დედაქალაქს - გიუმრის" />

სომხური გორისი 2018 წელს დსთ-ს კულტურული დედაქალაქი გახდება

2013 წელს ეს სტატუსი მინიჭებული ჰქონდა სომხეთის ჩრდილოეთ დედაქალაქს - გიუმრის

2018 წელს თანამეგობრობის დედაქალაქად ქალაქ გორისის დასახელების გადაწყვეტილება 7 აპრილს ტაშკენტში, დსთს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ამასთან დაკავშირებით გორისში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება, რა დროსაც ქალაქს ოფიციალურად მიენიჭება დსთ-ს კულტურული დედაქალაქის მაღალი წოდების სერთიფიკატი.

სახელმწიფოთაშორისი პროგრამა „კულტურული დედაქალაქები“ მიმართულია დსთს ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის სტიმულირებისა და ამ სფეროში მათი პოტენციალის გაერთიანებისკენ. ეს პროგრამა მიზნად ისახავს, დედაქალაქების გარეთ არსებული შემოქმედებითი რესურსების მოზიდვას და დსთ-ს ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ჰუმანიტარული თანამშრომლობის საერთაშორისო ფონდის, თანამეგობრობის ქვეყნის მთავრობისა და დედაქალაქის სტატუსის მიმღები ქალაქის მერიის თანადაფინანსების პრინციპით.

მთელი 2013 წლის განმავლობაში, პროგრამა „დსთ-ს კულტურული დედაქალაქი“ ფარგლებში, დაახლოებით 45 ღონისძიება განხორციელდა. საერთაშორისო თეტრალური ფესტივალები, მათ შორის – ქუჩის საშემსრულებლო ხელოვნება, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების ფილმების რეტროსპექტივა, მგერ მკრტჩიანის მონაწილეობით „ფრუნზიკ მკრტიჩიანის ნაკვალევზე“, სხვადასხვა სახის გამოფენები, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები და სხვა.


ასევე წაიკითხეთ