სასამართლო სხდომის პარალელურად, მესამე დღეა, სასამართლოს შენობასთან ორი აქცია ტარდება - რობერტ კოჩარიანის მხარდასაჭერი და მისი გათავისუფლების საწინააღმდეგო" />

სომხეთის ექს-პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი ჭიანურდება

სასამართლო სხდომის პარალელურად, მესამე დღეა, სასამართლოს შენობასთან ორი აქცია ტარდება - რობერტ კოჩარიანის მხარდასაჭერი და მისი გათავისუფლების საწინააღმდეგო

განახლება

15 მაისი 2019

სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა გააგრძელა. გადაწყვწტილების მიღება არც დღეს მოხერხდა – ყველა დაგეგმილი გამოსვლისთვის დრო ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა. მომდევნო სხდომა 16 მაისს გაიმართება.

პროკურატურა დღევანდელი სხდომის დასაწყისშივე მისი დახურულ რეჟიმში გაგრძელების შუამდგომლობით გამოვიდა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა. და კოჩარიანის ადვოკატის ვრცელი სიტყვა ყველას თანდასწრებით წარმოითქვა. მოსამართლის შენიშვნაზე, რომ პროცესის გაჭიანურების შთაბეჭდილება იქმნებოდა, დამცველმა აღნიშნა: ის საქმის წვრილმანებს დაწვრილებით არ წარმოადგენდა, ბოლოს და ბოლოს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის საშუალება რომ არ მისცემოდა.

ექს-პრეზიდენტის საქმის წინა სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმის ყველა დეტალი და ის, თუ როგორ წარიმართა წინა ორი დღის სასამართლო სხდომები – იხილეთ ქვემოთ.

14 მაისი 2019

სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ორი დღეა, სასამართლო მიმდინარეობს. მას ბრალად, სავარაუდოდ, სხვა პირებთან წინასწარი გარიგებით, საკონსტიტუციო წყობის დამხობა ედება, და ის ამ საქმეზე 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. თუმცა, მოგვიანებით 2019 წლის თებერვალში რობერტ კოჩარიანს ასევე ბრალად დასდეს 927 მილიონი დრამის (3 მილიონი დოლარი) ოდენობის ქრთამის აღება.

სასამართლომ სომხეთის ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება

სომხეთის მეორე პრეზიდენტს ახალი ბრალდება წაუყენეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება

მეორე პრეზიდენტი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს. მისმა ადვოკატებმა არაერთხელ  მიმართეს შუამდგომლობით სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, და უარი მიიღეს. ამის მიზეზად ის სახელდებოდა, რომ თავისუფლებაში მყოფმა კოჩარიანმა, შესაძლოა, თავისი კავშირები გამოიყენოს და გამოძიების სამართლიან მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს.

პირველ დღეს სასმართლოს სხდომა გაჭიანურდა, და მოსამართლე გრიგორიანი იძულებული გახდა სხდომა გადაედო. მეორე დღეს, სამუშაო დღის ბოლოს ბრალდებულის ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის შემდეგ დღეს გაგრძელება სთხოვეს. სომხეთის  მაცხოვრებლები პროცესის მსვლელობას განიხილავენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელიან. მოცდა კიდევ ერთ დღეს მოუწევთ.

კოჩარიანი ესწრებოდა

სასამართლო სხდომა,რომელიც კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას განიხილავდა, 13 მაისს დაიწყო. თავად კოჩარიანი სხდომას ესწრებოდა. მომხრეები მას გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ და სკანდირებდნენ: „თავისუფლება“.

პირველ დღეს მეორე პრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლე დავიდ გრიგორიანის აცილების შესახებ განაცხადეს და საამისოდ სამი დასაბუთება წარადგინეს. მათ შენიშნეს, რომ გენერალური პროკურორი არტურ დავიტიანი, რომელიც პროცესში დაცვის მხარეს მეთაურობდა, სასამართლოს დარბაზში სამსახურებრივი შესასვლელიდან გამოჩნდა. ამან მათ აფიქრებინა, რომ მოსამართლე მხარეთა თანასწორობის პრინციპს არ იცავს.

ადვოკატების მიერ აცილების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მეორე პუნქტი იმას ეხებოდა, რომ მოსამართლეს არ შეეძლო, მოკლკე ვადაში საქმის 80 ტომს გასცნობოდა.

მესამე დასაბუთებად მოსამართლე დავიდ გრიგორიანის დისციპლინური სასჯელი გამოდგა. ადრე მან რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის გადახედვაზე უარი განაცხადა, და უზენაესმა სასამართლომ მას ამისთვის გაფრთხილება მისცა. 7 მაისს საქმე კვლავ დავიდ გრიგორიანს გადაეცა.

მოსამართლეები კოჩარიანის სქმის განხილვაზე უარს აცხადებენ

დავიდ გრიგორიანი ერთადერთი არ არის, რომელიც ამ საქმის განხილვაზე უარის თქმას შეეცადა. კიდევ სამმა მოსამართლემ: ნელი ბაღდასარიანმა, არუთიუნ მანუკიანმა და ვარდან გრიგორიანმა –  ასევე განაცხადეს სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საქმის აცილების შესახებ.

უზენაესმა სამსამართლომ მოსამართლე ნელი ბაღდასარიანს – შენიშვნა, მოსამართლე არუთიუნ მანუკიანს კი გაფრთხილება მისცა.

იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, არსებობს თუ არა მოსამართლეების აცილებაში პოლიტიკური კონტექსტი.

შეტაკებები სასამართლოს დარბაზის გარეთ

სასამართლო დარბაზის გარეთ ექს-პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დროდადრო შეტაკებები ხდებოდა.

კოჩარიანის მხარდამჭერები მოვიდნენ პლაკატებით „სამართლიანი სასამართლო პროცესი – ვენდეტის გარეშე“ და სკანდირებდნენ: „თავისუფლება რობერტ კოჩარიანს!“

პირველ დღეს მოწინააღმდეგეებს შორის იყო თავისი „მწოლიარე“ საპროტესტო აქციებით ცნობილი სამოქალქო აქტივისტი ვარდგეს გასპარი, რომელიც სკანდირებდა „რობიკი – მკვლელი“. ამან აღაშფოთა კოჩარიანის მომხრეები, რომლებმაც ეს საქციელი კოჩარიანის უდანაშულობის პრეზუმპციის დარღვევად მიიჩნიეს. დაიწყო შეხლა-შემოხლა, მეორე პრეზიდენტის მომხრეებმა აქტივისტს ხელიდან პლაკატი გამოგლიჯეს, ერთ-ერთმა მათგანმა გასპარს სახეში ბოთლი ჩაარტყა.

პოლიტპატიმრები განაწილების მიხედვით. გასპარი თავს ასეთად მიიჩნევს

პოლიციელებს პერიოდულად აქციის მონაწილეების გაშველება უწევდათ. კოჩარიანის სამი მხარდამჭერი დააკავეს, ორი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. ყველა დაკავებული გაათავისუფლეს. ინციდენტის გამოძიება გრძელდება.

ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერი და მისი გათავისუფლების საწინააღმდეგო აქცია საქმის განხილვის მეორე დღესაც გაგრძელდა. და ეს აქციები სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. სიტუაცია ექსტრემალურად დაძაბული იყო, და პოლიციელები ორი აქციის მონაწილეებს შორის გამწკრივდნენ, რათა შეტაკება არ დაეშვათ.

სასამართლო სხდომის დეტალები

მეორე დღეს მოსამართლემ პირველ რიგში გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება კოჩარიანის ადვოკატებისთვის უარის თქმის შესახებ, რომლებიც მისი აცილების შუამდგომლობით გამოდიოდნენ. შემდეგ ექს-პრეზიდენტის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ საქმის მოსმენა გაგრძელდა.

ბრალდება აღმკვეთი ღონისძიების არშეცვლის მოთხოვნით გამოვიდა – და  საკუთარი პოზიცია იგივენაირად განმარტა: კოჩარიანმა, შესაძლოა, საქმის ობიექტურ გამოძიებას ხელი შეუშალოს.

დაცვამ თავიდან მთიანი ყარაბაღის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების – ბაკო სააკიანისა და არკადი გუკასიანის განცხადებები წარმოადგინა. ისინი სასამართლოს სთხოვდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის პირველი პრეზიდენტისა და სომხეთის მეორე პრეზიდენტის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება შეცვლილიყო, და იმის გარანტად მზადყოფნის შესახებ განაცხადეს, რომ თავისუფლებაში მყოფი კოჩარიანი გამოძიების მსვლელობას ხელს არ შეუშლის.

ადვოკატები იმის მტკიცებას აგრძელებდნენ, რომ ეს პროცესი – პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაა. მათ დეტალურად წარმოადგინეს, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის თვალსაზრისით, ის სიტუაცია, რაშიც კოჩარიანს ბრალი ედება.

რამდენჯერმე ადვოკატების განცხადებებში თავად კოჩარიანიც ჩაერთო და გამოძიებისა და მთლიანად წინასწარი გამოძიების მუშაობით უკმაყოფილება გამოთქვა.

 „ადამიანები იკითხებიან, და როდესაც [მოსამართლეები] ხედავენ, რომ დაკითხვის დროს საჭირო პასუხს ვერ იღებენ, აღარ უღრმავდებიან, არსებით შეკითხვებს არ სვამენ, აღარ აგრძელებენ. ასეთია საქმის არსი. ვფიქრობ, ეს ადამიანები აქაც უნდა მოვიდნენ [სასამართლოში] და ჩვენება მისცენ“, – თქვა რობერტ კოჩარიანმა.

1 მარტის საქმე და კოჩარიანის დაპატიმრების წინა ისტორია

კოჩარიანი  „1 მარტის“ საქმეზე 2018 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფება. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები იმართებოდა. ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ, და არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა.

დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა 10 ადამიანი. იმ მომენტისთვის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად არჩეულ სერჟ სარგსიანს თანამდებობრივი უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა. ამიტომ ახლა დემონსტრაციის სასტიკად დარბევასა და საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალი კოჩარიანს ედება.

„1 მარტის“ საქმის გამოძიება სომხეთის „ხავერდოვან“ რევოლუციამდე ერთი წერტილიდან არ იძვროდა. ახალმა ხელისუფლებამ, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, ამ საქმეს ხელი მაშინვე მოჰკიდა.

საბოლოოდ, უკვე 2018 წლის ივლისში რობერტ კოჩარიანს საკონსტიტუციო წყობის დამხობასა და 2008 წლის 1მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

28 ივლისს ის ამ საქმეზე პირველად დააპატიმრეს. თუმცა, ორ კვირაში გაათავისუფლეს. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ აღიარა. გათავისუფლების საფუძველი გახდა კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რობერტ კოჩარიანის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ხელშეუხებლობას ეხებოდა.

შემდეგ, 15 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საქმე ახალი გამოძიების ჩასატარებლად სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა.

2018 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტის ხელმეორედ დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამ დღის შემდეგ სომხეთის მეორე პრეზიდენტი ისევ ციხეში იმყოფება.

რობერტ კოჩარიანი აცხადებს, რომ მისი საქმე წარმოადგენს ვენდეტას სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს.

რატომ მიიჩნევს კოჩარიანი მის დაპატიმრებას პოლიტიკურ დაკვეთად

სომხეთის ახლანდელი პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი 2008 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომლებიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი, მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო, წლითა და ოთხი თვით იატაკქვეშეთში გაუჩინარდა.

2010 წლის 1 ივლისს ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ წელიწადსა და 11 თვეში მას  შეეხო ამნისტია, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ეძღვნებოდა. უფლებადამცავებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლით, იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.

კოჩარიანის განცხადება

პრეზიდენტის უმცროსმა ვაჟმა ლევონ კოჩარიანმა 13 მაისს  სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მამის მიმართ წაყენებული ბრალდება – პირად შურისძიებას წარმოადგენს:

 „მიმაჩნია, რომ ბრალდება – ეს  კონკრეტული პირადი შურისძიებაა, და ბუნებრივია, ვეთანხმები ყველაფერს, რასაც მამაჩემი აცხადებს, და რასაც ჩვენი ადვოკატები ამბობენ.  როგორც ხედავთ, ჩვენი თავლსაზრისი ბევრი ფაქტით დადასტურდა“.

შეკითხვაზე, თუ რა ფაქტებია ეს, ლევონ კოჩარიანმა უპასუხა:

 „ფრაზა „გინდა თუ არ გინდა, დაპატიმრება უნდა მიუსაჯო“, – ვფიქრობ ეს“.

საუბარია ფრაზაზე, რომელიც სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების  – ეროვნული უშიშროებისა და საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთა საუბრის აუდიოჩანაწერში გაისმა.  ჩანაწერში საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი სასუნ ხაჩატრიანი იმის შესახებ ჰყვება, რომ რობერტ კოჩარიანისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსგან მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

ქსელში მაღალი თანამდებობის ძალოვანთა კერძო საუბრის აუდიოჩანაწერი გაჩნდა. რაზე საუბრობდნენ ისინი?

სომხეთის მედია იუწყებოდა, რომ მოსმენა რობერტ კოჩარიანის მომხრეების მიერ იყო ორგანიზებული.

კიდევ ვინ ფიგურირებს „1 მარტის“ საქმეში

ამ საქმეში კიდევ სამი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს:

  • სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი (2008 წელს ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა).
  • შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი (2008 წელს ის სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, და ერევნის გარნიზონის უფროსის თანამდებობას იკავებდა);
  • სომხეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი არმენ გევორგიანი (2008 წელს ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის და უშიშროები საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა).

თუმცა, ისინი თავისუფლებაში იმყოფებიან. ოგანიანისა და გევორგიანის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი, ხაჩატუროვი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ