მთავრობა ამ იდეაზე უკვე მეორედ ამბობს უარს " />

სომხეთში წამლების რეცეპტებით გაყიდვა კიდევ 4 წლით გადაიდო

მთავრობა ამ იდეაზე უკვე მეორედ ამბობს უარს

სომხეთში წამლების მხოლოდ რეცეპტებით გაყიდვა ისევ გადადეს. ამჯერად – ოთხი წლით.

პირველად ეს იდეა 2018 წელს, ჯერ კიდევ „ხავერდოვან რევოლუციამდე“ გაჩნდა. მაგრამ ქვეყნის მცხოვრებელთა ზეწოლით მისი განხორციელება გადაიდო. წამლის რეცეპტით ყიდვის აუცილებლობამ აღშფოთება გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში ადამიანები წერდნენ, რომ ექიმებთან რიგებში დგომით დროის დაკარგვა არ სურდათ. და გასაგები იყო, რომ ეს რიგები კიდევ უფრო გრძელი გახდებოდა, რადგან წამლის შეძენამდე ყველას პოლიკლინიკაში ექიმთან მისვლა დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი – უფასო პროცედურა არ არის. და გამოდიოდა, რომ ქვეყნის სოციალურად დაუცველი მცხოვრებლებისთვის მკურნალობა კიდევ უფრო ხარჯიანი გახდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი – მიუწვდომელიც.

რით დაიწყო ყველაფერი

ყველაფერი 2018 წლის მარტში დაიწყო. მაშინ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წამლები მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის ქონის შემთხვევაში უნდა გაყიდულიყო.

თუმცა, იგეგმებოდა, რომ ურეცეპტოდ წამლების ყიდვის შეზღუდვის შემოღება თანდათანობით უნდა მომხდარიყო:

2018 წლის 1 მარტს რეცეპტებით უნდა გაცემულიყო ანტივირუსული საშუალებები (ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიმიკრობაქტერიული, იმუნური შრატები და იმუნოგლობულინები, ვაქცინები);

2018 წლის1 ივლისიდან  – ინექციისთვის განკუთვნილი წამლები.

ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის მცხოვრებელთა მწვავე პროტესტი გამოიწვია. ინტერნეტში კი ძალიან სწრაფად გაჩნდნენ რეცეპტების გამყიდველები. ისინი ერთი რეცეპტის ხუთი ათას დრამად (დაახლოებით ათი დოლარი) ყიდვას სთავაზობდნენ.

ამასთან დაკავშირებით 2018 წლის ივლისის ბოლოს წამლების გაყიდვის წესის გამკაცრება ერთი წლით გადაიდო, ანუ 2019 წლის 1 ივლისამდე. მაშინ მთავრობამ თავის გადაწყვეტილება ამ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების, მათ შორის – კორუფციულის, შესწავლის სურვილით განმარტა.

რა გადაწყვიტეს ამჯერად

ახლა, სომხეთის ახალმა, პოსტრევოლუციურმა მთვრობამ 2019 წლის 1 ივლისისთვის დაგეგმილი წამლების რეცეპტებით გაყიდვის გადაწყვეტილების გადადება გადაწყვიტა. ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი მოსაზრება იმით ახსნა, რომ მოსახლეობა პრეპარატების შეძენის ახალი წესისთვის მზად არ არის:

„მოქალაქეები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ წამლის შეძენა აუცილებლად ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით უნდა მოხდეს. საჭიროა დრო ფსიქოლოგიურად მოსამზადებლად. უცბად წამლების მთელი ჩამონათვალის მექანიზმის დანერგვა არასწორი იქნებოდა, თავიდან აუცილებელია, რათა რეცეპტით ანტიბიოტიკების ყიდვას მიეჩვიონ, შემდეგ უკვე ჩვეულებად იქცევა, მაგალითად, წნევის წამლის გამოსაწერად ექიმთან ვიზიტი“.

ახლა რეცეპტებით წამლების გაყიდვა, მათ შორის – ელექტრონულად, ძალაში 2023 წლიდან შევა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ