უფლებადამცველები შესაბამისი კანონის დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, თუმცა ადამიანების მენტალიტეტის შეცვლა მათ არანაკლებ ანაღვლებთ" />

სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა

უფლებადამცველები შესაბამისი კანონის დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ, თუმცა ადამიანების მენტალიტეტის შეცვლა მათ არანაკლებ ანაღვლებთ

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

“ბოლო წლების განმავლობაში, სომხეთში 50-ზე მეტი ქალი მოკლეს”, – განაცხადა ქალთა რესურსების ცენტრის პროგრამების კოორდინატორმა ანაიტ სიმონიანმა – მისი თქმით, ოჯახური ძალადობის შედეგად ყოველწლიურად ათობით ქალი იღუპება, ასობით ქალი ცემის მსხვერპლია, ათასობით მათგანი კი შიშში ცხოვრობს.

“არ შეიძლება სიტუაციის ასე დატოვება; სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მექანიზმები, რომ ოჯახური ძალადობის მორიგი მსხვერპლი არ არსებობდეს“, – აღნიშნა ანაიტ სიმონიანმა.

სომხეთში ჯერ არ არსებობს კანონი, რომელშიც ჩადებული იქნება ოჯახური ძალადობის შესახებ აღმნიშვნელი პუნქტი

ძალადობის შესახებ ოფიციალური მონაცემები რომ შეშფოთებას იწვევს, ამას იუსტიციის მინისტრიც აღნიშნავს – დავიდ არუთიუნიანმა თქვა, რომ შემაშფოთებელია არამხოლოდ გახსნილი სისხლიანი ისტორიები, არამედ ძალადობის დაფარული შემთხვევები.

მინისტრი მიიჩნევს, რომ თუკი სომხეთში „ოჯახური ძალადობის აღმკვეთ (და ოჯახურ ძალადობას დაქვემდებარებულ პირთა დაცვის შესახებ)” კანონს მიიღებენ, რიგი პრობლემები კიდევ  უფრო გამოვლინდება და საკითხის გადაწყვეტაც გაიოლდება.

„ნამდვილი სომხური, მყარი ოჯახის სახე –  სულაც არ არის ძალადობა“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

კანონპროექტი უკვე ორ კვირაზე მეტია, გატანილია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე  e-draft.am. განსახილველად, და 9 ოქტომბრამდე მას შეიძლება გაეცნო –  აზრი გამოთქვა, ან ხმა მისცე. ამ მომენტისთვის კანონპროექტს დადებითად ხმა მისცა 565 ადამიანმა, 502-ის წინააღმდეგ.

უფლებადამცველებს ის აღელვებთ, რომ ბევრის აზრით, ეს კანონპროექტი ტრადიციულ სომხურ ოჯახს არ შეეფერება და შეიძლება მისი დანგრევაც კი გამოიწვიოს.

მასში  მკაფიოდ არის მითითებული, თუ რა შემთხვევებში შესთავაზებს სახელმწიფო  თავშესაფარს იმ ქალს, რომელიც ძალადობის გამო სახლიდან წავა. კანონით რეგულირდება ისიც, თუ რა ვითარებაში შეიძლება დამნაშავეს სახლი დაატოვებინონ და მსხვერპლთან მიახლოება აუკრძალონ.

ის ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვით არიან დაკავებულნი, კანონის დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ –  თუმცა ეს ძალადობის შესამცირებლად საკმარისი არ არის –  მათი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების მენტალური აღქმის შეცვლა, მათ შორის, მსხვერპლის საკუთარი მდგომარეობისადმი დამოკიდებულებისაც.

„ადამიანმა არ უნდა დაუშვას, რომ მის მიმართ ძალადობა გამოიყენონ“, – მიაჩნია „ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგოდ შექმნილი კოალიციის“ კოორდინატორს, ზარუი ოვანისიანს.


ასევე წაიკითხეთ