„გენერალური შტაბის უფროსი და რიგითი კონტრაქტორი დაახლოებით ერთნაირ მატებას მიიღებენ“, - თავდაცვის მინისტრი " />

სომხეთში სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებს მნიშვნელოვნად მოუმატებენ

„გენერალური შტაბის უფროსი და რიგითი კონტრაქტორი დაახლოებით ერთნაირ მატებას მიიღებენ“, - თავდაცვის მინისტრი

სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი და საცხოვრებელი

პირველი ივლისიდან სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი მატების მიღწევის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ოფიციალური ვალდებულებების შესრულებისთვის  გათვალისწინებულია ასევე დამატებითი გადასახადი.

ადრე მთავრობამ ასევე დაამტკიცა, ასაკის ან ჯანმრთელობის გამო, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების შესაძენად სერტიფიკატების ზომისა და მიღების წესები. ამ პროგრამის შესასრულებლად მთავრობამ 5,7 მილიარდი დრამი (დაახლოებით $12 მილიონი) გამოყო.

„ერევანში მრავალბინიან სახლებში ბინების შესაძენად სერტიფიკატი, საშუალო საბაზრო ფასის საფუძველზე, საცხოვრებლის საბაზრო ღირებულების 50%-ის კომპენსირებას ახდენს. რეგიონებში სერტიფიკატი ბინის შესაძენად აუცილებელი თანხის 90%-ს ფარავს“,  – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის პირველი შედეგები სომხეთში

• 100 ფაქტი პრემიერ-მინისტრისგან ახალი სომხეთის შესახებ

ვის და რამდენი

საშუალოდ, სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი უზრუნველყოფა 10 პროცენტით მატულობს. თავდაცვის მინისტრმა მინისტრთა კაბინეტში პროექტის წარდგენისას თქვა:

„გენერალური შტაბის უფროსი და რიგითი კონტრაქტორი დაახლოებით ერთნაირ მატებას მიიღებენ, გთხოვთ ეს დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება მიიღოთ“.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა:

„ვამბობდით, რომ მატება 10 პროცენტით მოხდებოდა, მაგრამ უმცროსი  ოფიცრების ხელფასი და იმ სამხედროების, რომლებიც სამსახურს განსაკუთრებულ პირობებში გადიან, 20 პროცენტამდე იზრდება“.

ეგრეთ წოდებულ „განსაკუთრებულ პირობებში“ მომსახურე პირები თავიანთი სამსახურისთვის კიდევ დამატებით დასაჩუქრებას მიიღებენ, და მათი ხელფასი საგრძნობლად გაიზარდება. ის იმ თანხაზე მაღალიც კი იქნება, რასაც უფროს ოფიცერთა შემადგენლობა და შეიარაღებულ ძალთა ხელმძღვანელობა იღებს.

თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა აღნიშნა, რომ პროცენტული შესაბამისობით,  ჯარში ხელფასის მსგავსი ერთდროული მატება მანამდე არ ყოფილა. მაგრამ სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასების საკითხი მომავალშიც მთავრობის ყურადღების ცენტრში დარჩება.

რის ხარჯზე მოხდება მატება

2019 წლის პირველი თვეების განმავლობაში შესაძლებელი გახდა იმაზე მეტი გადასახადის შეგროვება, რაც „რევოლუციური მთავრობის“ ამბიციური პროგრამით იყო გათვალსიწინებული. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2019 წლის პირველ კვარტალში 25 პროცენტის გადაჭარბებით შესრულდა და 62 მილიარდი დრამით [დაახლოებით  $127 მილიონი] გაიზარდა.

ამ შედეგების გამოცხადებისთანავე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, სამხედრო მოსამსახურეებისა და მასწავლებლების ხელფასები გაიზრდებოდა.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელი დავიდ ანანიანი მიიჩნევს, რომ ამ შედეგის მიღწევა არა ეკონომიკის ზრდის ხარჯზე გახდა შესაძლებელი, არამედ ჩრდილოვანებასთან ეფექტიანი ბრძოლის წყალობით:

„ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის ხარჯზე, ამ წლის გეგმა მთლიანად შესრულდება, და გადაჭარბებითაც კი. თუკი ეკონომიკური ზრდა ამაში დაგვეხმარება, ძალიან მოხარულები ვიქნებით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წლებში ეკონომიკური ზრდის ფაქტორი დომინანტური იქნება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ