იგეგმება გაჭირვებული ადამიანებისთვის პროდუქტების, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება და დარიგება" />

სომხეთში პროექტი „სოციალური სასწრაფო დახმარება“ იწყება

იგეგმება გაჭირვებული ადამიანებისთვის პროდუქტების, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება და დარიგება

პროექტის „სოციალური სასწრაფო დახმარება“ მთავარი მიზანია – სწრაფად რეაგირება და გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევა. მაგრამ ამ სამუშაოს პირველი ეტაპი გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას მათ შესახებ, ვისთვისაც „სოციალური სასწრაფო დახმარება“ აუცილებელია.

პროექტის ფარგლებში იგეგმება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის პროდუქტების, ტანსაცმლის, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების – მაგალითად ავეჯის შეგროვება და დარიგება.

ვინ განახორციელებს პროექტს

თავად დახმარების გაწევის პროცესი შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ იქნება კოორდინირებული. შემუშავებულია მექანიზმები საიმისოდ, რომ გაცემული დახმარება საჭიროების შესაბამისი იყოს, და სხვადასხვა დასახლებაში თანაბრად განაწილდეს. სამინისტროში  მიაჩნიათ, რომ ამ პროექტმა, შესაძლოა, „ურთიერთდახმარების კულტურაც“ კი ჩამოაყალიბოს.

მუშაობის ეფექტიანობის მიზნით, სამინისტრო პროექტზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან ერთად იმუშავებს.

 „სოციალური სასწრაფო დახმარების სისტემის ამოქმედების იდეაზე, უკვე მრავალი წელიწადია, მსჯელობენ, მაგრამ  ჩვენ ამჟამად პროცესის ლოგიკურ დასასრულს მივაღწიეთ. ამ სისტემის მთავარ მიზანს, არსებითად, მონაცემთა მუდმივად შეგროვება და გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირება წარმოადგენს.

 „ეს ადგილებზე მუშაობას გულისხმობს – ანუ პროცესში უნდა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, რათა პრობლემების გადაწყვეტა უფრო ეფექტიანი და მიზანმიმართული იყოს“, – თქვა შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილემ ჟანა ანდრეასიანმა.

როგორ გაკონტროლდება მუშაობა

ჟანა ანდრეასიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო სოციალური დახმარების პლატფორმას ქმნის და თავიდან მის მუშაობას მკაცრად გააკონტროლებს. ამით, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაკავდება. მაგრამ როდესაც სოციალური დახმარების პლატფორმა შედგება და მთელი ძალით ამუშავდება, სამინისტროს მონაწილეობა მინიმუმამდე დავა. თანდათანობით მისი როლი ამოიწურება აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ქველმოქმედებისთვის, რომლებიც ადამიანების დასახმარებლად მზად იქნებიან.

მოქმედების რადიუსი

პროექტი იმოქმედებს არამხოლოდ ერევანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც:

 „ვგეგმავთ დროდადრო პროგრამები იმ საზღვრისპირა რაიონებისთვის განვახორციელოთ, რომლებშიც … სოციალური რისკები განსაკუთრებულად აქტუალურია“, – განაცხადა სოციალური თანადგომის სამმართველოს უფროსმა ასტხიკ მინასიანმა.


ასევე წაიკითხეთ