ის ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად დაეცა" />

სომხეთში პირველი რესპუბლიკის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ

ის ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად დაეცა

სომხეთი პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 101 -ე წლისთავს აღნიშნავს.

1918 წლის 28 მაისს თბილისში (მაშინ ტიფლისი) სომხეთის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებლობა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომელმაც სულ ორნახევარ წელიწადს იარსება. სომხეთის დედაქალაქი, როგორც ახლა, ერევანი იყო.

პირველი რესპუბლიკა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად დაეცა.

სომხეთის სამი რესპუბლიკა ერთ საუკუნეში — 28 მაისს აქ რესპუბლიკის დღე აღინიშნება

რა გააკეთეს აზერბაიჯანმა , სომხეთმა და საქართველომ, როდესაც 100 წლის წინათ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად იქცნენ ?

28 მაისი 1992 წლიდან აღინიშნება როგორც ოფიციალური დღესასწაული. ამ დღეს მემორიალურ კომპლექს „სარდარაპატში“ ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები ტარდება.

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმ თავის მისალოც სიტყვაში თქვა:

 „კარაკილისის, ბაშ-აპარნის, სარდარაპატის გმირული ბრძოლების შემდეგ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ისე ჩანდა, თითქოს სომეხი ხალხის ისტორია თავის ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. თუმცა, მოხდა საპირისპირო, მოულოდნელი რამ, და სომეხმა ხალხმა მოიპოვა ის, რაც სამუდამოდ დაკარგული ეგონა – მოიპოვა სახელმწიფოებრიობა… და ჩვენ იმ ბრძოლების გმირებთან იმის სათქმელად მოვდივართ, რომ მათი სისხლი ამაოდ არ დაღვრილა“.

წელს მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის, არამ მანუკიანის 140 წლისთავთან დაკავშირებით მისი ძეგლი დაიდგა.

სომხეთის პრემიერმა გმირების ხსოვნა იმ პრობლემებს დაუკავშირა, რასაც ახლა მისი მთავრობა წყვეტს – კერძოდ, კორუფციას:

„თითოეულ მოქალაქეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრს, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ არამ მანუკიანის სამშობლოში კორუფციის ადგილი არ არის. თითოეული კორუმპირებული და მექრთამე ჩინოვნიკი  სარდარაპატის,  ბაშ-აპარნის, კარაკილისის გმირთა ხსოვნას ღალატობს“.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა თავის მისალოცი სიტყვით უშუალოდ სომეხ ახალგაზრდებს მიმართა:

 „დღეს განსაკუთრებულად მივმართავ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომლებიც სომხეთში, არცახში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, და მოვუწოდებ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობით მშობლიურ მიწაზე გაერთიანდნენ. დღეს ჩვენ მშობლიურ მიწაზე ცხოვრებისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს, ხვალინდელ დღეზე ფიქრის და ოცნების, სამშობლოს ერთ მთლიანობად, ერთიან იდეად და სიციოცხლისუნარიან სახელმწიფოებრივი ერთეულად ქცევის საშუალება“.


ასევე წაიკითხეთ