პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გზით ხელისუფლების მონოპოლიზაციის თავიდან აცილება სურდათ " />

სომხეთის თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ კანდიდატი არ წარადგინა

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გზით ხელისუფლების მონოპოლიზაციის თავიდან აცილება სურდათ

სომხეთის 24 თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი რიგებიდან არავინ წარადგინა.

არჩევნები სომხეთში – კრიზისიდან შესაძლო გამოსავალი

2018 წლის შვიდი მნიშვნელოვანი მოვლენა სომხეთისთვის

ყველა კანდიდატი  –  დამოუკიდებელია

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღეს, თუმცა – როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატებმა. მანამდე მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარტია არჩევნებში წარმოდგენილი არ იქნებოდა. სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერი ლენა ნაზარიანი ამას ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ მისწრაფებით ხსნის:

 „ჩვენ პოლიტიკური ველის მონოპოლიზება არ გვსურდა. ყველა მსურველმა კანდიდატურა თავადვე წარადგინა, რათა გადაწყვეტილება სწორედ თემმა მიიღოს“.

არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ შეჯამებული არ არის. წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთ თემში „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრებმა გაიმარჯვეს, ზოგან – წააგეს. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიის დონეზე მეტყველებს.

 „ჩემი აზრით, საზოგადოება ოდნავ გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის წევრები დამარცხებულიყვნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, და ხელისუფლება ყველაფრის საკუთარ ხელში მოქცევას არ ცდილობს. ეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნიშანია, – განაცხადა მმართველი საპარლამენტო ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა დეპუტატმა აიკ კონჯორიანმა.

როგორ ჩატარდა არჩევნები

სომხეთში რევოლუციის შემდეგ მორიგი არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. ადგილებზე დამკვირვებლები და ნდობით აღჭურვილი პირები მუშაობდნენ.  ცნობები რაიმე სერიოზული დარღვევების შესახებ არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ თემში საპროტესტო აქცია მაინც გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, სოფელ ურცაძორში გაიმარჯვა თემის ყოფილმა ხელმძღვანელმა რაფიკ ანდრეასიანმა,რომელიც რამდენიმე თვის წინათ პროტესტების შედეგად გადადგა.

ამჯერად აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან. მათი აზრით, მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ აერჩიათ კანდიდატი, რომელსაც რამდენიმე თვის წინათ გადადგომა აიძულეს.


ასევე წაიკითხეთ