ცვლილებები შეეხებათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის თანამშრომლებს, მთლიანობაში - 80 ათას ადამიანს" />

სომხეთში მინიმალური ხელფასი თითქმის მეოთხედით მოიმატებს

ცვლილებები შეეხებათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის თანამშრომლებს, მთლიანობაში - 80 ათას ადამიანს

სომხეთში მინიმალური ხელფასი 13 ათასი დრამით (თითქმის $27) მოიმატებს.

ახლა, 55 ათასის ($113) ნაცვლად, მომუშავე ადამიანები 68 ათას დრამს ($140) მიიღებენ. ეს 23,6 პროცენტს შეადგენს.

ხელფასების მატება კერძო სექტორში 45 ათას ადამიანს შეეხება, სახელმწიფო სექტორში კი – 45 ათას ადამიანს.

 • აზერბაიჯანში მინიმალური ხელფასი $41-ით გაიზარდა, მინიმალური პენსია კი -$23 -ით

მსჯელობის დეტალები

თავიდან მინიმალური ხელფასის 55 ათასიდან 63 ათას დრამამდე გაზრდას ვარაუდობდნენ. თუმცა, საბოლოოდ მინისტრთა კაბინეტმა ამ თანხის გაზრდა გადაწყვიტა.

 „ჩვენ 4 მეთოდით ჩავატარეთ კვლევა და შედეგები გვაქვს. გამოყენებულ იქნა მინიმალური სოციალურ-ინკლუზიური სახელფასო ანაზღაურების მეთოდი, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ მომუშავეთა საშუალო რაოდენობისა და წევრების საშუალო ოდენობის ოჯახი სიღარიბის ქვედა, საშუალო და ზედა ზღვარს ზევით იმყოფებოდეს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურება 67 660 დრამს უნდა შეადგენდეს… გთავაზობთ 68 ათასი დრამის დადგენას“, – განმარტა შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ გემოფინ გასპარიანმა.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მინიმალური სამომხმარებლო კალათისა და იმ ადამიანების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, ვისაც ეს ცვლილება შეეხება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ცვლილებას, შესაძლოა, კერძო სექტორში სამუშაო დროის გაზრდა მოჰყვეს. ამასთან დაკავშირებით მან თანამშრომელთა უფლებების დასაცავად ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა:

 „ადამიანები ხელფასზე არიან დამოკიდებულები. აუცილებელია თვალ-ყურის დევნება, რომ სამუშაო დროსთან დაკავშირებით ამის ბოროტად გამოყენება და მანიპულაციები არ მოხდეს“.

ფინანსთა მინისტრმა ატომ ჯანჯუგაზიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული პროექტი მხოლოდ მინიმალურ ხელფასს ეხება და საბაზისოსთან არანაირი კავშირი არ აქვს:

 „საბაზისო ხელფასის ცვლილება, რომელზეც ბევრი ადამიანის ანაზღაურებაა დამოკიდებული, არ ხდება“.

რა არის მთავრობის გათვლა

სომხეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მინიმალური ხელფასის მატება სოციალური პრობლემების მოგვარებას გარკვეულწილად  დაეხმარება. ამჟამად მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება 61 ათას დრამს (125$) შეადგენს. მინიმალური ხელფასის მქონე ადამიანები კი აქამდე ამ მინიმუმზე ნაკლებს იღებდნენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ