მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ ეს სამრეწველო და მომსახურების სფეროში მიღწეული წარმატებების შედეგია" />

სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,5% შეადგინა. ეკონომისტები ციფრებს არ ენდობიან

მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ ეს სამრეწველო და მომსახურების სფეროში მიღწეული წარმატებების შედეგია

გასულ წელს, სომხეთში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა აღინიშნა. 2016 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7,5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა ბოლო ათი წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა.

თუმცა, ზოგიერთ ეკონომისტს ამ რიცხვების არ სჯერა და მიაჩნია, რომ თავდაპირველად უნდა გაირკვეს, თუ რა მეთოდიკით მოხდა დაანგარიშება.

ეკონომისტმა, ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა სერგეი ბაგრატიანმა JAMnews-სთან საუბარში განაცხადა, რომ ზრდის დამადასტურებელი მაჩვენებელი, შესაძლოა, „გადაჭარბებული“ იყოს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუკი სტატისტიკა ნამდვილია და მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5%-ით გაიზარდა, მაშინ ადამიანებმა ეს თავიანთ ცხოვრებაში რეალურად უნდა იგრძნონ.

ეკონომისტმა ასევე თქვა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 7,5%-ით ზრდის წყალობით, შესაძლებელია რიგი სოციალური საკითხების გადაჭრა.

„მშპ-ს ზრდას თან უნდა ახლდეს პენსიებისა და ხელფასების მატება, არსებულ მომსახურებაზე ფასის კლება. მშპ-ს ზრდის შედეგად გაიზარდა ის თანხა, რომელიც მთავრობას შეუძლია ერთ სფეროს მოახმაროს, ან, საკუთარი შეხედულებისამებრ, რამდენიმე სხვადასხვა სფეროზე გადაანაწილოს. მშპ-ს 7 პროცენტით ზრდა 100 მილიარდ დრამს ($207 მილიონი) ნიშნავს.  

ეს თანხა შესაძლებელია რომ მთლიანად პენსიების მომატებას მოხმარდეს, და ამ შემთხვევაში, ის შეიძლება 25 000 დრამით (50$) გაიზარდოს. ან შესაძლებელია პენსიის 2500 დრამით ($5) გაზრდა,  ხოლო დანარჩენი თანხის მომსხურების სფეროების გაიაფებისკენ მიმართვა, სწავლის საფასურის დაწევა და ა.შ.“,- განაცხადა სერგეი ბაგრატიანმა.

ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა მაშინვე აღნიშნა, რომ მშპ-ს გაზრდა – ხელისუფლების მიღწევაა. მისი განცხადებით, ამის საფუძვლად წარმოებისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული წარმატებები იქცა:

„0,6%-ით გაიზარდა მშენებლობების მოცულობა. მოიმატა მრეწველობის მაჩვენებლებმა. სახასიათოა, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის წილი მრეწველობის ზრდაში ყველაზე დიდია. თუკი 2017 წელს მრეწველობის ზრდა 12,6%-ს შეადგენდა, გადამამუშავებელი მრეწველობის ზრდა  15,7%-ს უდრიდა – ამავდროულად ზრდა გვქონდა ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებშიც. სამთო სამრეწველო სფეროში ასევე 2,6%-იანი ზრდა შეინიშნება.


ასევე წაიკითხეთ