განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პირობას დებს: მასწავლებლები 230 დოლარზე ნაკლებ ხელფასს არ მიიღებენ" />

სომხეთში მასწავლებლების ხელფასები მოიმატებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პირობას დებს: მასწავლებლები 230 დოლარზე ნაკლებ ხელფასს არ მიიღებენ

Фото: ლუსი სარგსიანი, JAMnews

სომხეთში მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხი განიხილება.

ახლა სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები ერთი და იგივე მოცულობის სამუშაოს შესრულებისთვის სახვადსხვა ხელფასს იღებენ. ეს კლასში მოსწავლეების რაოდენობით არის განპირობებული: რაც მეტი მოსწავლეა, მით უფრო მაღალია ხელფასი. შედეგად, სოფლებისა და იმ ქალაქების მასწავლებლებს, სადაც ნაკლები მაცხოვრებელია, ხელფასიც ნაკლები აქვთ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ლევონ მკრტჩიანის თქმით, რესპუბლიკის სკოლების 30%-ში არის კლასები, სადაც 10 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს. მოცემულ მომენტში, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მასწავლებლების ხელფასის 110 ათასი დრამის (230 დოლარი) დონეზე დადგენა განიხილება.

 „მხოლოდ განაკვეთი 110 ათასი დრამით ანაზღაურდება; ხოლო დატვირთვის მიხედვით, დამატებითი თანხები გაიცემა. მაგრამ 110 ათს დრამზე ნაკლებს მასწავლებლები არ მიიღებენ“, – თქვა მინისტრმა. 

ამჟამად საშუალო კომპლქტაციის კლასებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასი  95 ათსი დრამია (200 დოლარი).

 


ასევე წაიკითხეთ