ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის დიდ ჯარიმებს აწესებს" />

სომხეთში საჯარო ადგილებში მოწევას აკრძალავენ

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის დიდ ჯარიმებს აწესებს

სომხეთში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას აპირებენ. დამრღვევებისთვის დიდი ჯარიმებია გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებაში მსჯელობის დასაწყებად კანონპროექტი გამოაქვეყნა.

სავარაუდო ჯარიმების თანხა სხვადასხვაა – იმის მიხედვით, თუ სად აღმოაჩენენ მწეველს:

  • ლიფტში, კაფეში ან ოფისში – 250.000 დრამი ($ 520)
  • ავტომობილში – 50.000 დრამი ($ 104)
  • ტრანსპორტში, ტაქსიში – 100.000 დრამი ($ 208)

გათვალისწინებულია ასევე ჯარიმები მათთვის, ვინც სიგარეტს გაყიდის

  • ცალობით: 300.000 დრამი ($624),
  • სკოლიდან 100 მეტრზე ახლოს: 500.000 დრამი($1040).

ხელმძღვანელებს, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს მოწევას არ აუკრძალავენ, სამთავრობო პროექტის თანახმად, 500.000 დრამის ($1040) ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. მათთვის, ვინც მოწევის ამკრძალავ ნიშანს არ განათავსებს, 100.000 დრამის ($ 208) ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.

შენობების გარეთ იგეგმება საგანგებო მოსაწევი ადგილების გამოყოფა, რომლებიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი.

მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია მთავრობამ გასული წლის აგვისტოში მიიღო. მისი მიზანი მწეველების რიცხვის 30-40%-ით შემცირებაა.

„სომხეთში მწეველია 55%-ზე მეტი სრულწლოვანი მამაკაცი და 3% ქალი. ამიტომაც, ვთავაზობთ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას. რესტორნებში მწეველებისთვის განკუთვნილი ცალკე შენობები არ იქნება, რადგან ჩვენი ბრძოლის მიზანი ის კი არ არის, რომ არამწეველების თანდასწრებით არ ეწეოდნენ, არამედ ის, რომ საერთოდ არ ეწეოდნენ“, – განაცხადა მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ლევონ ალთუნიანმა.

სომხეთის მთავრობამ მოწევის საწინააღმდეგო ბრძოლის ახალი, უფრო მკაცრი სტრატეგია შეიმუშავა

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ