ტენდერის ერთადერთი მონაწილე – რუსული კომპანია - სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიმწოდებელთა შავ სიაში აღმოჩნდა " />

სომხეთში იარაღის მიმწოდებელი რუსული კომპანია შავ სიაში შეიყვანეს

ტენდერის ერთადერთი მონაწილე – რუსული კომპანია - სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიმწოდებელთა შავ სიაში აღმოჩნდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე პირველად გამოაცხადა რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის თანხის ტენდერი. რუსული კომპანია ORSIS, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი გააკეთა, აცხადებს, რომ მისი წინადადება ყველა კვალიფიციურ მოთხოვნას შეესაბამებოდა. თუმცა, ტენდერი მალევე, განმარტებების გარეშე დახურეს. რუსულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ის სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიმწოდებელთა შავ სიაში აღმოჩნდა. კომპანია აპირებს საკითხის სასამართლოში გადაწყვეტას, რომელსაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.

რუსეთი – სამოთხე ქურდებისთვის?

ხმამაღალი „სამხედრო“ განცხადებები სომხეთის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისგან

საქმის დეტალები

2019 წლის გაზაფხულზე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობაზე ერთადერთი განაცხადი იყო რუსული კომპანია ORSIS-გან, რომელიც რამდენიმე წელიწადის განმავლობაში აწვდიდა სომხეთს იარაღს, ვაზნებსა და ოპტიკას.

 „[სომხეთის] უწყებაში განაცხადეს, რომ ჩვენ აუცილებელი საბუთები არ წარვადგინეთ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რის შემდეგაც ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაწვდიდით მთელ ინფორმაციას, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ჩვენი კონტრაგენტებისგან მოითხოვდა. საბოლოოდ გამოგვიცხადეს, თითქოს ზოგიერთ პოზიციაზე მიღება- ჩაბარების აქტი არ წარგვიდგენია“, – განაცხადა ORSIS-ის წარმომადგენელმა.

კომპანიამ წერილები გაუგზავნა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანს, მაგრამ პასუხები არ მიუღია.

ფოტო: ტელეგრამ-არხი ბაგრამიან 26

საბოლოოდ ORSIS-მა განაცხადა, რომ იარაღის მიწოდებაზე ტენდერი დაუსაბუთებლად გაუქმდა, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  „სამსახურებრივი გულგრილობის“ მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, შექმნილი ვითარების გასარკვევად ORSIS-მა ასევე მიმართა სომხეთში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშესაც.

რუსეთის მედია წერს, რომ შექმნილი სიტუაცია სომხეთში ვაზნების ქარხნის მშენებლობას ჩაშლას უქადის. ივარაუდებოდა, რომ საწარმო რუსული ინვესტიციებით შეიქმნებოდა, საუბარი რამდენიმე მილიონ დოლარს ეხებოდა.

გამომძიებელი ჟურნალისტები ORSIS-ის შესახებ

ჯერ კიდევ გასულ წელს კომპანია ORSIS-ის შესახებ  გამოქვეყნდა იმ გამომძიებელი ჟურნალისტების სტატია, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციის გაშუქების პროექტში მონაწილეობდნენ. მასში ნათქვამი იყო, რომ კომპანია კავშირშია რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინთან, რომელიც თავის დროზე რუსული იარაღის აზერბაიჯანისთვის მიყიდვას უწევდა კოორდინირებას. გარდა ამისა, როგოზინის ვაჟი, ალექსეი ORSIS-ის ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. ეს ქარხანა თოფებს აწარმოებდა.

 „2012 წელს, როდესაც მისმა მამამ, დმიტრი როგოზინმა რუსული იარაღის მიწოდების კოორდინირება დაიწყო, მისი ვაჟის გარშემო სკანდალი ატყდა, რის შემდეგაც როგოზინი-უფროსი იძულებული გახდა, თავის Facebook-ის გვერდზე განეცხადებინა:  „ოჯახურ თათბირზე მე და ჩემმა ვაჟმა რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმადაც, ის თავისი კომპანიიდან უნდა წავიდეს, რათა საფუძველი არ მისცეს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე საუბრებს“, – წერდნენ სტატიის ავტორები.

გამომძიებელი-ჟუნალისტების მონაცემებით, დმიტრი როგორზინის ვაჟმა თანამდებობა მართლაც დატოვა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ მისი ვაჟის ადგილი მისივე ძმისშვილმა დაიკავა.

სომხეთის მედია ამ ფაქტებს იხსენებს და მათ ტენდერის ჩაშლის სავარაუდო განმარტებად ასახელებს.

რას ამბობენ სომხეთის სამხედრო უწყებაში

თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა წვრილმანები არ განმარტა. უწყებიდან შემოვიდა მხოლოდ შემდეგი ცნობა:

 „ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, და მთელი დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ იქნება წარმოდგენილი“.


ასევე წაიკითხეთ