ორივე შემთხვევაში სამთო მოპოვებითი სფეროს ხარჯზე" />

სომხეთში ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზარდა

ორივე შემთხვევაში სამთო მოპოვებითი სფეროს ხარჯზე

სომხეთში გასული წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 45,2%-ით გაიზარდა. მთლიანობაში სომხეთიდან 176,7 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთის ექსპორტირება მოხდა. სომხეთის ხელისუფლება კი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ გზად სწორედ ექსპორტს მიიჩნევს.

ექსპორტის მაჩვენებელთა ზრდა აღინიშნება შემდეგ სფეროებში:

  • სამთო-მოპოვებით;
  • კვების მზა პროდუქტების, მათ შორის კონიაკის, ღვინისა და სიგარეტის;
  • ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების, ძვირფასი მეტალებისა და მათგან დამზადებული ნაკეთობების;
  • არაძვირფასი მეტალებისა და მათგან დამზადებული ნაკეთობების.

მოიმატა ასევე სომხეთში შესული იმპორტის მაჩვენებელმა. გასული წლის იანვართან შედარებით ის 48%-ით გაიზარდა.

სომხეთის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის დიდ ნაწილს სამთო მოპოვებითი პროდუქცია შეადგენს და იმპორტის მაჩვენებლები ექსპორტისას აჭარბებს.

ხდება ასევე ავტომობილების, აღჭურვილობის და მექანიზმების, ასევე კვების მზა პროდუქტების იმპორტირება.

სომხეთის  მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან – რუსეთი, აშშ, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, შვეიცარია, ჩინეთი და ირანი, ევროკავშირის ქვეყნებიდან – ბულგარეთი, გერმანია, იტალია.


ასევე წაიკითხეთ