დაკავებულია ერევნის ორი მაცხოვრებელი, რომლებიც მათ გაყიდვას ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი თავად არიან გამტაცებლები, თუ ტილოები სხვა გზით ჩაუვარდათ ხელში" />

სომხეთში ეროვნული გალერეიდან მოპარული ლევიტანის და ბრასაუს ნახატები იპოვეს

დაკავებულია ერევნის ორი მაცხოვრებელი, რომლებიც მათ გაყიდვას ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ისინი თავად არიან გამტაცებლები, თუ ტილოები სხვა გზით ჩაუვარდათ ხელში

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და  საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ ერევნის ორი მაცხოვრებლის დაკავების შესახებ, რომლებიც ეროვნული გალერეიდან მოპარული ნახატების გაყიდვას ცდილობდნენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრების მატიას ბრასაუსა და ისააკ ლევიტანის ნახატების აღმოჩენა შეძლეს.

სომხეთის ეროვნული გალერეა ითხოვს ასობით იმ ექსპონატის დაბრუნებას, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებს დროებით გადასცეს

გასეირნება ერევანში  –  რჩევები მათთვის, ვინც სომხეთის დედაქალაქში პირველადაა

რა ფასად ცდილობდნენ ნახატების გაყიდვას

ბოროტმოქმედები ჰოლანდიელი ფერმწერის მატიას ბრასაუს ნახატის „მონადირეს“ გაყიდვას, რომელიც 1984 წელს მოიპარეს, 60 ათას დოლარად ცდილობდნენ.

რუსი მხატვრის ისააკ ლევიტანის „გაზაფხულის პეიზაჟის“, რომელიც 1992 წელს მოიპარეს – კიდევ უფრო ძვირად. ლევიტანის ეტიუდთან დაკავშირებით მყიდველთან კონკრეტული შეთანხმება არ ყოფილა. მაგრამ, დაკავებულები საქმის კურსში იყვნენ, რომ მისი ნამუშევრები აუქციონებზე მილიონ ფუნტ სტერლინგზე უფრო ძვირად იყო შეფასებული.

გამოძიების წვრილმანები

ეროვნული გალერეიდან 10 ფასეული ნახატის გაუჩინარების ფაქტზე, რომელთა შორის ეს ორი ტილოც იყო, სისხლის სამართლის საქმე 2012 წელს აღიძრა. თუმცა, ბოროტმოქმედების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა – და საქმე შეჩრდა.

 „2019 წლის გაზაფხულზე ეროვნული უშიშროების სამსახურში შევიდა მონაცემები იმის თაობაზე, რომ ერევნის ორი მაცხოვრებელი ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ორი ნივთის ადგილსამყოფელთან იყო კავშირში, და მათ გაყიდვას აპირებდა“, – განაცხადა გამომძიებელმა გორ ოგანიანმა.

2019 წლის 13 ივნისს, მყიდველთან გარიგების შემდეგ ორი პირი დააკავეს – ვინმე ტილოების „მფლობელი“ და შუამავალი, რომელიც მას ნახატების გაყიდვაში ეხმარებოდა. ორივე – ერევნის მკვიდრია. მათ მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი. გამოძიება გრძელდება, და ჯერ გაურკვეველია, მათ თავად მოიპარეს ნახატები, თუ რაიმე სხვა გზით ჩაუვარდათ ხელში.

ტილოები ჯერჯერობით საგამოძიებო კომიტეტში ინახება, და მალე ეროვნულ გალერეაში დააბრუნებენ.


ასევე წაიკითხეთ