ბავშვი უკვე უსაფრთხოდაა, თავდამსხმელი კი საავადმყოფოშია" />

სომხეთში გააუვნებელყვეს მამაკაცი, რომელმაც მძევლად სამი წლის ბავშვი აიყვანა

ბავშვი უკვე უსაფრთხოდაა, თავდამსხმელი კი საავადმყოფოშია

დღეს მამაკაცმა სამი წლის ბავშვი მძევლად აიყვანა. ინციდენტი ქალაქ არმავირში, საბავშვო ბაღ „მანუშაკში“ მოხდა.

ჟურნალისტმა ანჟელა სტეპანიანმა JAMnews-ს შემთხვევის ადგილიდან აცნობა, რომ საბავშვო ბაღში ამ ადამიანის ცოლი და სიდედრი მუშაობენ.

„მამაკაცი საბავშვო ბაღში ცოლისთვის სამაგიეროს გადასახდელად მივიდა, თუმცა მასზე თავდასხმისას ხელი დანით გაიჭრა. ქალმა გაქცევა შეძლო, რის შემდეგაც მამაკაცმა, რომელსაც ხელში დანა ეკავა, მძევლად ბავშვი აიყვანა და მოითხოვა, რომ  ცოლი მასთან საუბრის გასაგრძელებლად დაბრუნებულიყო“, – ჰყვება ჟურნალისტი.

როგორც სომხეთის პოლიცია იუწყება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავდამსხმელთან მოლაპარაკებების წყალობით, ბავშვის საბავშვო ბაღიდან უვნებლად გაყვანა მოხერხდა.

ანჟელა სტეპანიანის თქმით, როდესაც პოლიცია მამაკაცის გაუვნებელყოფას ცდილობდა, მას თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდა – მან დანა ჩაირტყა. ამჟამად მას ოპერაცია უკეთდება.

ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ბაღზე თავდამსხმელი მამაკაცი, არ ვრცელდება. როგორც მედია გადმოსცემს, ამ ბაღში მისი ცოლი და სიდედრი მუშაობენ; ცოლი – აღმზრდელია, სიდედრი კი – გამგე.


ასევე წაიკითხეთ