მომხმარებელთა უფლებების დამცველების განცხადებით, ეს საქონელი დახლებზე სახელმწიფო ორგანოების დაუდევრობის შედეგად მოხვდა:" />

სომხეთში ჯანმრთელობისთვის საშიში ქათმის ხორცი იყიდებოდა

მომხმარებელთა უფლებების დამცველების განცხადებით, ეს საქონელი დახლებზე სახელმწიფო ორგანოების დაუდევრობის შედეგად მოხვდა:

სომხეთში აღმოჩენილია ქათმის ხორცის პარტია, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში და საკვებად გამოუსადეგარია. ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგი საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სამსახურმა წარმოადგინა.

ქათმის ხორცში აღმოჩენილია სალმონელა და ლისტერია, რომლებიც კვებითი, ნაწლავური ინფექციის გამომწვევია.

უხარისხო პროდუქტები სომხეთში სამი ქვეყნიდან არის შეტანილი:

  • ბრაზილია
  • რუსეთი
  • უკრაინა

საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინფორმირებული და დაცული მომხმარებლები“-ს ხელმძღვანელმა ბაბკენ პიპოიანმა აღნიშნა, რომ საეჭვო ხარისხის ქათმის ხორცი დახლებზე მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების დაუდევრობის შედეგად მოხვდა:

 „თუკი სოფლის მეურნეობის სფეროში არ არიან ადამიანები, ვისაც ესმის, რომ ეს საფრთხეა, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროში უნდა აეხსნათ აღმასრულებელი ორგანოსთვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. უბრალოდ, ადამიანები ცოდოები არიან. ამგვარი სკანდალის შემდეგ ნებისმიერ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანი არათუ თანამდებობას დაკარგავდა, არამედ გამორიცხული არ არის, რომ მათ წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეც აღძრულიყო“.  

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რას ზომებს მიიღებს სახელმწიფო ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში ქათმის ხორცის იმპორტიორების მიმართ. ნათელია მხოლოდ ის, რომ იმპორტიორი კომპანიების საწყობებში აღმოჩენილი საქონელი დაკავებულია,  მას მაღაზიებიდან უკან დააბრუნებენ და გაანადგურებენ.


ასევე წაიკითხეთ