სომხური საქონელი გაჭირვებით ხვდება ევრაზიული კავშირის ბაზრებზე

სომხეთს ურუგვაისთან უფრო უადვილდება

ლოგისტიკასთან დაკავშირებული სიძნელეები დამატებით სირთულეებს ქმნის სომხეთიდან ევრაზიული კავშირის ქვეყნებში ექსპორტირების საკითხში, ხარისხის სათანადო სტანდარტების არარსებობა კი მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ასეთ შეფასებას აკეთებენ სომხური საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც „კავკაზსკი უზელმა გამოკითხა“.

ხორცი

კომპანია „ბეკონ პროდუქტის ბრენდმენეჯერი, არუთიუნ კრპეიანი აღნიშნავს, რომ ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების ექსპორტირების მთავარ პრობლემას სომეხი მეწარმისათვის დაწესებული მაღალი გადასახადებია.

იგი მიიჩნევს, რომ დაზოგილი თანხებით ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოო ხაზების დანერგვა იქნება შესაძლებელი. მისი აზრით, წარმოების მასშტაბების ზრდა პროდუქციაზე უფრო კონკურენტუნარიანი ფასის დაწესების საშუალებას იძლევა.

«სომხეთისხორცისბაზარისაკმაოდგაჯერებულია.

აუცილებელია პროდუქციის ექსპორტირების ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვა. კერძოდ, სახელმწიფო მხარდაჭერის შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას კომპანია, რომელიც ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების ინტერესებს დაიცავს საზღვარგარეთ», – აღნიშნა კრპეიანმა.

ბრენდმენეჯერის თქმით, „ბეკონ პროდუქტი“ საკუთარ პროდუქციის ექსპორტირებას მხოლოდ საქართველოში ახდენს. იგი ამბობს, რომ საწარმოო მასშტაბები რუსეთის სამხრეთი ნაწილის მუდმივი მომარაგების საშუალებას იძლევა. „შეგვეძლო, სანქციებისა და ევროპული ხორცპროდუქტების შეტანის აკრძალვის შედეგად რუსეთის ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა გამოგვეყენებინა, მაგრამ, ტრანსპორტირების ხარჯების გამო, სავაჭრო ქსელების მიერ შემოთავაზებული ფასები არახელსაყრელია“, – აღნიშნა მან.

კრეპიანმა ისიც აღნიშნა, რომ, უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გამო, სომხური ხორცპროდუქტები ევროპის ბაზარზე არ გადის.

« ევროპაში ექსპორტირებისათვის საჭიროა სერტიფიკატი სახელწოდებით HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points). სომხეთში არ არსებობს ორგანო, რომელსაც ამ დოკუმენტის გაცემა შეუძლია, სერტიფიკაციის ევროპელი სპეციალისტების მოწვევა კი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაჯდება. კომპანიას კი ასეთი ხარჯის გაწევის საშუალება არ აქვს», – განმარტა მან.

ლუდი

ლუდის მწარმოებელი კომპანია „კოტაიკის“ წარმომადგენელმა, აგავნი ალავერდიანმა „კავკაზსკი უზელს“ განუცხადა, რომ 2016 წელს რუსეთში ლუდის ექსპორტის მასშტაბების ზრდა დაფიქსირდა.მისი თქმით,ლუდის მიწოდების მოცულობა რუბლისკურსის დაცემის შემდეგშემცირდა, რაც, მისივე განმარტებით, უარყოფითად აისახა კომპანიის შემოსავლებზე.

«კრიზისის დასაწყისში ყველა ხელშეკრულება რუბლში დაიდო, და არა დოლარში. დღეს კი რუსმა პარტნიორებმა კრიზისის პრობლემები დაძლიეს. ხელშეკრულებები ისევ დოლარში იდება აუცილებელი პირობით, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, თანხები ხელახლა იქნას დათვლილი  – იმ კურსით, რომელიც კონტრაქტის დადების დროს იყო», – აღნიშნა ალავერდიანმა.

კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლუდის რუსეთში ტრანსპორტირება ამ პროდუქტის ექსპორტის მთავარ პრობლემად რჩება. ” ქვეყნებს შორის საერთო საზღვრის არარსებობის გამო პროდუქციის მიმოქცევა წყდება მაშინ,როდესაც ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი იკეტება”, – განმარტა მან.

ამას გარდა, ალავერდიანმა აღნიშნა, რომ ლუდის მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია შეერთებულ შტატებში, ევროკავშირში, ავსტრალიასა და ერაყშიც იყიდება. მისი თქმით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლუდის სამხრეთ ამერიკაში (კერძოდ კი ურუგვაიში) ექსპორტთან დაკავშირებით.

ღვინო

ღვინის კომპანია „კარასის“ მარკეტინგის მენეჯერს, ვლადისლავ ხაჩატრიანს მიაჩნია, რომ ღვინის პროდუქციის ტერიტორიული წარმოშობის შესაბამისობის კონტროლის ინსტიტუტის არარსებობა ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

მან აღნიშნა, რომ სომხური ღვინოები ბოლო დრომდე არაპოპულარული იყო რუსულ ბაზარზე. მისი აზრით, საერთაშორისო ბაზარზე ნიშის დასაკავებლად სომხური ღვინო ხარისხის მაღალ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

«სომხეთში არ არსებობს ღვინის პროდუქციის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი. არ არსებობს კანონი, რომელიც სომხეთის ამა თუ იმ რეგიონში ყურძნის ჯიშების კულტივაციას მოახდენდა და ასევე ის, თუ რომელი ჯიშის ყურძენია საჭირო ღვინის წარმოებისთვის. თუკი, მაგალითად, „არენის“ მისაღებად ყურძნის სხვადასხვა ჯიშის კუპაჟია საჭირო, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, კონკრეტულად რომელი ჯიშები უნდა იქნას გამოყენებული და რა პროცენტული შეფარდებით. თუკი ბოთლს „არენი“ აწერია, ე.ი. მასში ჩასხმული ღვინო სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. მხოლოდ რეკლამით ბაზარს ვერ დაიპყრობ», -აღნიშნა კომპანია „კარასის“ წარმომადგენელმა

მისი დაკვირვებით, კონიაკის პროდუქციის ექსპორტიორებისგან განსხვავებით, ღვინის ექსპორტიორებს რუსული რუბლის კურსის ვარდნა განსაკუთრებულად არ განუცდიათ, რაც რუსეთში სომხური ღვინის არაპოპულარობით აიხსნება.

«სომხურმა ღვინოებმა მხოლოდ ახლა დაიყო რუსეთის ბაზრის სერიოზულად ათვისება. რუსმა მომხმარებელმა გაიგო, რომ სომხეთი არამხოლოს კარგ კონიაკსა და ბრენდის, არამედ კარგ ღვინოსაც აწარმოებს.», – განმარტა ხაჩატრიანმა

მან ისიც აღნიშნა, რომ კომპანიას პრობლემები არ შექმნია მევენახეებთან, იმიტომ რომ ღვინის ქარხანა თავად ფლობს 450 ჰექტარის ფართობის მიწას, სადაც ყურძნის დაახლოებით ოცდაათ სახეობას აშენებს. მისი თქმით, სპეციალისტები თავად ახორციელებენ მოწეული მოსავლის კონტროლს.

JAMnews-ის დოსიე

  • სომხეთი 2015 წლის დასაწყისში სომხეთი ოფიციალურად გახდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. ამ ორგანიზაციაში, რომელიც „საბაჟო კავშირის“ სამართალმემკვიდრეა, სომხეთთან ერთად რუსეთი,  ბელარუსი და ყაზახეთი შედიან. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრების შეთანხმებებს შეუერთდა მომსახურეობის სფეროში, სასაქონლო ვაჭრობის სფეროში კი ევრაზიული კავშირის ერთიანი საბაჟო ტარიფზე გადასვლა 2022 წლისთვის იგეგმება.სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ფონზე მოხდა.
  • 2015 წლის სექტემბერში „კავკაზსკი უზელის“მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ევრაზიული კავშირის წევრობას სომხეთისათვის  დადებითი შედეგები არ მოუტანია და ეს ორგანიზაცია ყველა სფეროში აბრკოლებს ქვეყნის განვითარებას. 2016 წლის ივნისში სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმა კომისიამ განიხილა ეროვნული კრების დეპუტატის, ხაჩატურ კოკობელიანის  წინადადება სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის შესახებ. დისკუსიის შედეგად, ამ საკითხის განხილვა ერთი წლით გადაიდო.

გამოქვეყნებულია: 28.10.2016


ასევე წაიკითხეთ