სომხეთმა კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია

თუმცა, GRECO-ს შეთანხმების შესაბამისი სათანადო ზომები დეპუტატებსა და მოსამართლეებს შორის კორუფციის ფაქტების აღსაკვეთად მიღებული არ არის

სომხეთმა 2016 წელს კორუფციასთან ბრძოლაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ  ნათქვამია კორუფციასთან ბრძოლის ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფის  (GRECO) დასკვნაში.

გასულ წელს სომხეთმა წარმატებით შეასრულა კორუფციულ სამართალდაღვევებთან და პოლიტიკური ფინანსირების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული  ამოცანები, – ნათქვამია GRECO-ს დასკვნაში. მაგრამ არ განხორციელებულა  პარლამენტის წევრებს შორის არსებულ კორუფციასთნ დაკავშირებული წინადადებები, ასევე იმ წინადადებების 43%, რომლებიც მოსამართლეებს შორის არსებულ კორუფციას ეხებოდა.

დღეს კი სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ პირველი მოსმენით მიიღო „კორუფციის აღმკვეთი კომისიის შექმნის“ პროექტის პაკეტი. ყველა დეპუტატმა – როგორც ოპოზიციონერებმა, ისე მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი კომისიის შექმნას. ის წინა მსგავსი კომისიებისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ მის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ