წითელმა ჯვარმა ჩინგიზ გურბანოვის ცხედრის დაბრუნებაზე იზრუნა " />

სომხეთმა აზერბაიჯანს დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

წითელმა ჯვარმა ჩინგიზ გურბანოვის ცხედრის დაბრუნებაზე იზრუნა

2016 წლის 29 დეკემბერს, სომხეთის ტავუშის რეგიონის სოფელ ჩინარის მახლობლად მომხდარი სასაზღვრო ინციდენტის დროს დაღუპული ჩინგიზ გურბანოვის ცხედარი ერთი თვის შემდეგ აზერბაიჯანულ მხარეს უბრუნდება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ სომხური მხარე, პრეზიდენტების შეთანხმების მიუხედავად, დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნებას ხდელოვნურად აფერხებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავნჯდომარეებმა და საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა 9 იანვარს მოუწოდეს სომხურ მხარეს, რომ გურბანოვის ცხედარი დაბრუნებინა.

ცნობილმა სომეხმა პოლიტოლოგმა რუბენ მეგრაბიანმა და სტეპან საფარიანმა ასევე მოუწოდეს სომხეთის ხელისუფლებას, რომ ინციდენტის სერიოზულად განხილვის შემდეგ ჯარისკაცის ცხედარი დაებრუნებინათ.

გურბანოვის  ცხედარი საპატიო ყარაულის თანხლებით და სამხედრო პატივით  ბაქოში გაიგზავნა.


ასევე წაიკითხეთ