ამ ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, რომელშიც სომხეთიც შედის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა" />

სომხეთი ირანიდან 500 სახეობის საქონელზე მეტის შემოტანაზე შეღავათს მიიღებს

ამ ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან, რომელშიც სომხეთიც შედის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ირანის პარლამენტმა 10 ივნისს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კავშირის სახელით, მოლაპარაკებებს სომხეთი წარმართავდა. შედეგად, მისი ყველა წევრი, მათ შორის სომხეთიც, ირანში 500-ზე მეტი სახეობის საქონლის შეტანასა და გატანაზე გაცილებით დაბალ საბაჟო გადასახადს გადაიხდის.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალმა ქვეყნებმა თავიანთ პარლამენტებში ამ შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინეს. თუმცა, ეს ჯერჯერობით დროებითი შეთანხმებაა. ძირითადი შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებები ერთ წელიწადში დაიწყება.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და მასში გაერთიანებული არიან – სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ორგანიზაცია თავისი წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

რას აძლევს ეს შეთანხმება მხარეებს

ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის შეთანხმება ყველა მონაწილისთვის საბაჟო გადასახადების გამარტივებას გულისხმობს. საუბარია 500-ზე მეტი სახეობის საქონელზე, რომელთა შეტანისას საზღვარზე საბაჟო გადასახადი ან შემცირდება, ან სრულად მოიხსნება.

ვარაუდობენ, რომ ეს შეთანხმება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის ვაჭრობას გაააქტიურებს.

კავშირის ქვეყნები ირანში უფრო ხშირად ხორცის პროდუქტების, ტკბილეულის, კოსმეტიკის, მანქანებისა და ტექნიკის ექსპორტს ახორციელებენ.

ირანი კი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულსა და ხილს, სამშენებლო მასალებს და ხალიჩებს იძენს.

კერძოდ, შეთანხმება სამრეწველო საქონელზე საბაჟო გადასახადის შემცირებას გულისხმობს. ამავდროულად:

• ირანი ამ გადასახადს  22,4 პროცენტიდან 15,4,-მდე შეამცირებს

• ევრაზიის ეკონომიკურ კავშირი – 8-დან 4,7 პროცენტამდე.

საბაჟო გადასახადის შემცირება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც შეეხება. ირანში სასოფლო-სამეურნეო საქონელზე სასაზღვრო გადასახადები საკმაოდ მაღალია – 32 პროცენტზე მეტი. შეთანხმება ამ გადასახადს ორჯერ მეტად შეამცირებს -13, 2%-მდე. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზონაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი ასევე ბევრად დაიკლებს – 9,6% -დან 4,6%- მდე.

რას აძლევს ეს სომხეთს. ექსპერტების მოსაზრება

საბჭო რეჟიმის გამარტივება სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს წევრებს ისლამურ სახელმწიფოებში მეტი პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას მისცემს. ამ ქვეყნის ბაზარი, მაღალი საბაჟო გადასახადების გამო, მრავალი წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.

 „შესამჩნევია, რომ ირანი ბევრი უცხოელი ექსპერტისთვის ისევ მიუწვდომლად რჩება. ამ ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი 4,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. საბჭო გადასახადის შემცირება იმ სახეობის საქონლის ნახევარს შეეხება, რომელთა საშუალებითაც სომხეთსა და ირანს შორის ტვირთბრუნვა მიმდინარეობს“ , – განაცხადა ეკონომისტმა ატომ მარგარიანმა.

ირანის ეკონომიკა – დახურულია. ქვეყანა ადგილობრივი მეწარმეების დაცვის მიზნით, სერიოზულ პროტექციონისტულ ზომებს მიმართავს. ირანისტი ვარდან ვოსკანიანი მიიჩნევს, რომ სომხეთმა ამ ახალი შესაძლებლობებით მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს:

„სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთდერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც ირანთან სახმელეთო საზღვარი აქვს. და ირანში არსებობს თვალსაზრისი, რომ სომხეთი მათთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში შემავალ კარად უნდა იქცეს, მეორე მხრივ კი, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისთვის – ირანში შემავალ კარად. ასე რომ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ  ამ კარის ფუნქცია  ორივე მხარისთვის სრულად ვიტვირთოთ.

ვარდან ვოსკანიანის აზრით, ამისთვის აუცილებელი წინაპირობები არსებობს, კერძოდ, თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის ზონა სომხეთ-ირანის საზღვარზე.

სომხეთი-ირანის სზღვარზე არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა „ მეგრი“ ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში გაიხსნა. აქ საქონელი თვითღირებულებით იყიდება –  dutyfree-ს რეჟიმით. თავისუფალ ეკონომიკურ ზონა „მეგრი“-ში მომუშავე მეწარმეები გათავისუფლებულები არიან საშემოსავლო გადასახადისგან, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, სააქციზო გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლისგან. ისნი მხოლოდ მოგების გადასახადს იხდიან

.

ირანისტი დარწმუნებულია, რომ ამ შეთანხმების წყალობით, სომხეთი არამხოლოდ ეკონომიკური დივიდენდების მიღებას შეძლებს, არამედ – პოლიტიკურისაც.

მისი თქმით, რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ირანისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. თითოეული ქვეყანა თეირანის მიზიდვას მსხვილი პროექტებით ცდილობს, კერძოდ ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. მოცემული შეთანხმება სომხეთს თავისი პოზიციების მნიშვნელოვნად გამყარების საშუალებას მისცემს.


ასევე წაიკითხეთ