სროლის დროს დაჭრილ მამა-შვილს, პაველ და არამ მანუკიანებს უკვე წარუდგინეს ბრალი" />

სომხეთი. გაჭიანურებული დაპირისპირების ფაზა

სროლის დროს დაჭრილ მამა-შვილს, პაველ და არამ მანუკიანებს უკვე წარუდგინეს ბრალი

17 ივლისს შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის   პოლკის ტერიტორია დაიკავა და მანამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება მოითხოვა. “დამფუძნებელი პარლამენტის” ლიდერს, ჟირაირ სეფილიანს იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ტრანსპორტირება ედება ბრალად.

17 ივლისს ამბოხებულები მოითხოვდნენ მის მოყვანას და აცხადებდნენ, რომ მხოლოდ მას დაემორჩილებიან. ამას გარდა, დაჯგუფების წევრები სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვდნენ. დაჯგუფების წევრებისა და მათი მოთხოვნების მხარდაჭერა საპროტესტო მოძრაობად იქცა, რომელსაც ჯერჯერობით გამორჩეული ლიდერი არ ჰყავს.

პოლიციის საპატრულო საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიის დაკავების დროს დაიღუპა პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაიჭრა ხუთი პოლიციელი და შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი.
28.07.2016     22.00

„დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრის, ალეკ ენიგომშიანის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა დამცველს წარუდგინა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებულის საპატიმროში ყოლის წესი ირღვევა და, ამასთან, ენიგომშიანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპეციალური პირობები ესაჭიროება. ომბდსმენის აპარატის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ჩარევის შედეგად დაკავებულის ყოფითი პირობები რამდენადმე გაუმჯობესდა.

დაახლოებით 30 საზოგადოებრივი მოძრაობა გამოვიდა განცხადებით, რომლის ადრესატებიც პარლამენტის დეპტატები არიან. ამ ტექსტის ავტორები „ეროვნული კრების უპატიებელ და დაუშვებელ უმოქმედობას“ გმობენ. მოვლენების დაწებიდან მეთერთმეტე დღეს, როდესაც სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბება, სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლება დეპუტატებს მოუწოდეს, ბოლოსდაბოლოს, რეაგირება მოახდინონ, გამოიყენონ რიგგარეშე სხდომის გამართვის უფლება, განიხილონ შექმნილი მდგომარეობა და პრობლემის გადაწყვეტის გზების ძებნა დაიწყონ.

ამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა ერმინე ნაგდალიანმა. იგი მორიგად შეეცადა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის გაჭიანურებული დუმილი „სასნა ცრერის“ წევრებთან დაწყებული მყიფე, მაგრამ მაინც აქტიური მოლაპარაკებებისათვის ზიანის არმიყენების სურვილით გაემართლებინა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსგავსი განცხადებით სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანი, ედუარდ შარმაზანოვიც გამოვიდა.

იმავდროულად, 13 ჟურნალისტური და უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოვიდა მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა პრესკლუბ ასპარეზის ხელმძღვანელის, ლევონ ბარსეგიანის მიმართ, რომელსაც „ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით ყალბი ბრალდება წაუყენეს“. განცხადების ხელმომწერები თვლიან, რომ პატარა დანა, რომელიც ბარსეგიანს აღმოაჩნდა, მისი მხრიდან სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის დასჯის საბაბი გახდა.

20:00-ზე ტრადიციისამებრ, დაიწყო მოქალაქეთა მიტინგი დაჯგუფება „სასნა ცრერის“ წევრებისა და მათი მოთხოვნების (კერძოდ კი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის) დასაცავად. უკვე მეორე დღე იყო, რაც დემონსტრაცია არა ხორენაცის ქუჩაზე (მეამბოხეების მიერ დაკავებული ტერიტორიის სიახლოვეს), არამედ თავისუფლების მოედანზე ტარდებოდა.

21:00-ზე აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს აცნობეს, რომ იგეგმებოდა მსვლელობა – ამჯერად პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. ამ განცხადებამ შეკრებილები ძალიან გაახარა, იმიტომ რომ ისინი ასეთ ბრძანებას დიდხანს ელოდნენ. პროცესია მეგობრულად დაიძრა ადგილიდან. აქციის მონაწილეები ყვიროდნენ „თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი“, სასნა ცრერი“ და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეები არ შეაშინა და არ შეაჩერა წვიმამ, რომელიც, ფაქტობრივად, მსვლელობის პირველივე წუთებში დაიწყო. მაგრამ შუა გზაზე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, გაჩერებულიყვნენ და დანარჩენ დემონსტრანტებს განუცხადეს, რომ ამის მიზეზი იყო წვიმა, რომელიც ძლიერდებოდა და აქციის ასეთ პირობებში ჩატარება შეუძლებელი იყო.

მონაწილეები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ და აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ყოველთვის სხვადასხვაგვარ ბრძანებებს იღებენ. მაგრამ ეს უკმაყოფილებაც ვერ გახდა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ხალხი დაშლილიყო.

ისინი მხოლოდ 22:00-ის შემდეგ დაიშალნენ, როდესაც ორგანიზატორებმა თავად გაუშვეს სახლებში და უთხრეს, რომ არ გაციებლიყვნენ, „რადგან აქტიურ მოქალაქეებს წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით“.

______________________________

28.07.2016      15.00

ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისის თანამშრომლები დღეს მსჯავრდებულთა საავადმყოფოში მივიდნენ, რათა დაჯგუფება “სასნა ცრერის” იმ დაჭრილი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაერკვიათ, რომლებიც მკურნალობის კურსს ამ დაწესებულებაში გადიან.

ამას გარდა, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ეროვნული უშიშროების სამსახურსაც ეწვივნენ, სადაც “დამფუძნებელი კრების” წევრი, ალეკ ენიგომშიანია დაკავებული, და პოლიციის იმ განყოფილებაშიც მივიდნენ, სადაც პრესკლუბ “ასპარეზის” ხელმძღვანელი ლევონ ბარსეგიანი იმყოფება.

ომბუდსმენის ოფისი ჯერჯერობით არ აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დასკვნა გამოიტანეს აპარატის თანამშრომლებმა ამ ვიზიტების შესახებ, მაგრამ შემდეგი შინაარსის განცხადებას ავრცელებს:

“მიგვაჩნია, რომ ახსნა-განმარტებისა და საფუძვლის გარეშე მოქალაქეთა დაკავება დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც პირადი თავისუფლება ეზღუდება, გასაგებ ენაზე უნდა განემარტოს მისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი. კონსტიტუციის ეს ნორმა უშუალოდ მოქმედებს და უპირობო აღსრულებას მოითხოვს.”

______________________________

28.07.2016     02.00 

 მორიგი საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. მიტინგის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა   დემონსტრაციის ადგილი დატოვა.

______________________________

27.07.2016    22.00

მიტინგის ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწიდეს, მოეწყოთ მსვლელობა პოლიციის შენობის ეროვნული უშიშროების სამსახურის ოფისისა და მთავრობის სახლის მიმართულებით, “იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ვერ გატეხეს”. თუმცა, შეკრებილები არ დაეთანხმნენ შემოთავაზებულ მარშრუტს. მათ კენჭი ყარეს და, კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, ხორენაცის ქუჩისკენ (ანუ იმ ტერიტორიისკენ, რომელიც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიკავა) დაიძრნენ.

 დემონსტრანტებს მაინცდამაინც არ ეპიტნავათ აქციის ორგანიზატორების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალული მიმართულებით მოძრაობით “სასნა ცრერის” დახმარება არ გამოვა და ასეთი ქმედება მხოლოდ პროვოკატორებს მისცემს ხელს.

ქალაქში მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა. სკანდირებდნენ ფრაზას “ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონები ვართ!” ტრადიციისამებრ, სიტუაცია დაიძაბა მაშინ, როდესაც დემონსტრანტები და პოლიციელები ერთმანეთს შეხვდნენ. გაისმა აქციის მონაწილეების მოთხოვნა. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, პრეზიდენტი ერთ საათში გამოცხადებლიყო მათთან და ეცნობებინა, რომ გადადგა.

დათქმული ვადის ამუწრვის შემდეგ, როდესაც ყველა მიხვდა, რომ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, თავად დემონსტრანტებს შორის დაიწყო შეხლა-შემოხლა, რომელიც საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა.

______________________________

27.07.2016    20.00

ამჯერად  ყოველდღიური მიტინგის ჩატარების ადგილად თავისუფლების მოედანი იქცა. მანამდე, ერთი დღით ადრე, პოლიციამ შეკრება აკრძალა შეიარაღებული ჯგუფის მიერ დაკავებული ტერიტორიის შორიახლოს, კერძოდ კი ხორენაცის ქუჩაზე. მაგრამ მაშინ აკრძალვამ არ იმუშავა.

ამ შემთხვევაში კი ტრადიციული მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ ხორენაცის ქუჩაზე პრაქტიკულად ყველა გამვლელის დაპატიმრება დაიწყო. მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებოდნენ. მეზობელ შენობებში მცხოვრები ადამიანები პურის საყიდლად სიფრთხილით ჩადიოდნენ მაღაზიაში. ამ გარემოებამ აიძულა ორგანიზატორები, “შეხვედრის ადგილი” შეეცვალათ.

მიტინგის დროს ამ მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ალბერტ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლი, ამ აქციების მუდმივი ორატორი, ალეკ ენიგომშიანი დააკავეს და იგი ამჟამად ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობაში იმყოფება. ბაღდასარიანი არ იყო დარწმუნებული, რომ თავად შეძლებდა მომდევნო დღეს აქციაში მონაწილეობას, მითითებებს იძლეოდა იმის შესახებ, თუ რა საკითხებს უნდა მიექცეს ყურადღება მომდევნო გამომსვლელების მიერ.

 გასულ ღამეს დააკავეს ასევე ჟურნალისტი, გიუმრის პრესკლუბ “ასპარეზის” ხელმძღვანელი ლევონ ბარსეგიანი. მისმა ვაჟმა აღნიშნა, რომ მამამისს ბრალად სდებენ “ცივი იარაღის, კერძოდ კი დასაკეცი დანის უკანონოდ შენახვას”.

აქ ამბობდნენ, რომ 64 ადამიანი დააკავეს, ერთი კი დააპატიმრეს. ამავდროულად სომხური მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ხორენაცის ქუჩაზე დაკავებული ადამიანები პოლიციის სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს. ადვოკატები აპროტესტებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ეს ადგილი დაკავებული ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი

შეკრებილებს მიაწოდეს ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფის იმ წევრების შესახებ, რომლებიც წინა ღამეს დაიჭრნენ. პაველ და არამ მანუკიანების მდგომარეობა დასტაბილურდა. არამი განსასჯელთათვის განკუთვნილ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს წაუყენეს ბრალი სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მესამე პუნქტის (შენობის, ნაგებობის, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ან კავშირგაბმულობის საშუალების, უკანონოდ დაკავება) და 235-ე მუხლის ( იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა თუ ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, რეალიზაცია, ტრანსპორტირება, ან ტარება) მიხედვით.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების იმ ბრიგადას, რომელიც, დაჭრილებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შევიდა და დაჯგუფების მძევლად იქცა, მათ შესახებ “სასნა ცრერის” წევრები ამტკიცებენ, რომ მედმუშაკები მძევლები არ არიან, თუმცა მათ არ გაუშვებენ მანამდე, ვიდრე მათ სხვა ექიმები არ ჩაანაცვლებენ. ამდენად, ისინი მაინც ტყვეები გამოდიან. თუმცა საღამოს დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებმა სასწრაფო დახმარების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, დავიდ ტონოიანი გაათავისუფლეს.

“სასწრაფოს” ექიმმა, სალვადორ ხეჩოიანმა კი სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ საპატრულო-საპოსტო სამსახურის ტერიტორიაზე იმყოფება ერთი დაჭრილი, რომელიც აუცილებლად გადასაყვანია საავადმყოფოში, რადგან შეუძლებელია მისთვის დახმარების აღმოჩენა საჭირო მედიკამენტების გარეშე, და არსებულ პირობებში.

 ეროვნული უშიშროების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა. შეიარაღებული პირების ჯგუფს შემდეგი მოთხოვნები წაუყენეს:

  • მიეცეთ საშუალება დაჭრილებს, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღონ;
  • გათავისუფლდეს ყველა მძევალი;
  • ამბოხებულებმა დაყარონ იარაღი და ხელისუფლებას ჩაბარდნენ.

______________________________

 

27.07.2016 14.40

ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები განვითარებული მოვლენების შესახებ

ახლახანს დამთავრებული პრესკონფერენციის დროს “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრმა, ალეკ ენიგომშიანმა განაცხადა:

პოლკის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან მძევლები. უბრალოდ, დაჯგუფება ითხოვს, რომ ის ექიმები, რომლებიც “ამბოხებულებთან არიან, სხვა მედიკოსებმა ჩაანაცვლონ, რათა მუდმივი მორიგეობა დაწესდეს;
დაჯგუფების წევრები არ დანებებულან. მათ დაჭრილებთან საკაცეები მიიტანეს, მაგრამ ამ მომენტში ისინი პოლიციელებმა შეიპყრეს;
არტურ სარგსიანი, რომელმაც პოლიციის კორდონი გაარღვია და დაჯგუფებას საკვები მიუტანა, ამჟამად პოლკის ტერიტორიაზე იმყოფება. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არტურ სარგსიანი პოლიციის მიერაა გადაბირებული. დაჯგუფების წევრები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ;
მოლაპარაკებები უბრალოდ იმიტაციაა;
დაჯგუფება “სასნა ცრერი” პარლამენტის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

______________________________

27.07.2016 11.30

პოლიციის პოლკის დაკავებულ ტერიტორიაზე დაჯგუფება “სასნა ცრერის” კიდევ ორი დაჭრილი წევრი იმყოფება. ექიმები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულების დასახმარებლად მივიდნენ, დაჯგუფების წევრებმა ტყვედ აიყვანეს. პოლიციის პრესსამსახური იუწყება, რომ მათი განთავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

____________________________________________

27.07.2016      09.00

პოლიციის პრესსასახურის უფროსმა ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ღამით დაკავებული პოლკის ტერიტორიაზე მომხდარი სროლების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ორმა წევრი [პაველ მანუკიანი და მისი ვაჟი, არამი] და ერთი პოლიციელი დაიჭრა. „სასნა ცრერის“ ორი წევრი – გაგიკ ეღიაზარიანი და არამ აკოფიანი, პოლიციას დანებდა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ოპერაციები ჩაუტარდათ. ექიმების თქმით, „სასნა ცრერის“ წევრების მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პოლიციის თანამშრომელსსაშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

დაჯგუფება სასნა ცრერმა“ განაცხადა, რომ პოლიციის იერიშის შედეგად ჯგუფის ოთხი წევრი დაშავდა. პოლიციამ დაჭრილები (პაველ და არამ მაუკიანები) და კიდევ ორი ამბოხებული გაიტაცა.

ღამით პოლიციამ ხორენაცის ქუჩაზე გამართული აქციის ზოგიერთი მონაწილე დააკავა, მათ შორის საპროტესტო აქციის საიიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ლევონ ბარსეგიანი.

______________________________

27.07.2016     02.00

26 ივლისს, 20:00-დან 22:00-მდე, ხორენაცის ქუჩაზე მორიგი ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მოძრაობის კოორდინაციას ახდენს, გადაწყვიტა, რომ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, საპროტესტო აქციის ადგილმდებარეობა არ შეეცვალათ. მიტინგზე საუბრის ძირითადი თემა, ტრადიციისამებრ, პრეზიდეტის გადადგომა იყო. შეკრებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილებმა ერევნის ქუჩებში, პოლიციის შენობისკენ განაგრძეს მსვლელობა, შემდეგ კი ეროვნული უშიშროების სამსახურის შტაბბინისკენ გაემართნენ. ორგანიზატორების მოსაზრებით, მსვლელობაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ სახელს „ჟირაირ“ [ასე ჰქვია სეფილიანს, რომლის გათავისფლებასაც ითხოვს შეიარაღებული ჯგუფი] და სკანდირებდნენ ფრაზას „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, ადამიანებს დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ, ტაშს უკრავდნენ და მიწაზე ფეხებს არტყამდნენ. დიდი ხანია, ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ორგანიზებული, მშვიდი და დიდი შთაგონებით განმსჭვალული საპტროტესტო აქციაარ გამართულა სომხეთის დედაქალაქში. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოს მსგავსი ღონისძიება გასული წლის ივნისში ჩატარდა , როდესაც ადამიანები ელექტროენერგიის გაძვირების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში.

ჟირაირ სეფილიანის ადვოკატის სიყვებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეფილიანს მთავრობის მხრიდან სწორი მიდგომის არჩევის იმედი აქვს და ამიტომ არ აჟღერებს მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს – რათა პროცესს არ შეუშალოს ხელი.

ამას გარდა, სეფილიანმა განაცხადა: «პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენ მკაფიო პოლიტიკური პროგრამა გვაქვს. ცხადია, რომ მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურება სიტუაციის დაძაბვას იწვევს და ამ პირობებში ახალი შეტაკებებიც შეიძლება მოხდეს და შედეგად შეიძლება დაჭრილები და ადამიანური დანაკარგები მივიღოთ, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალი იქნება».

მსვლელობა დასრულდა იქ, სადაც დაიწყო – ხორენაცის ქუჩაზე. ორგანიზატორები პოლიციელებთან მივიდნენ და დაჯგუფება „სასნა ცრერის“ წევრებთან დაკავშირება სთხოვეს – ერთი სატელეფონო საუბარი იმისათვის, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ამბოხებულები თავს კარგად გრძნობენ.

საქმე ისაა, რომ მსვლელობის დროს მათ ყურამდე მივიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლკის ტერიტორიიდან უსისტემო სროლა ისმოდა. აქციის მონაწილეები დიდხანს ელოდებოდნენ, რომ მათთან პოლიციის მაღალჩინოსნები მივიდოდნენ. ამ პერიოდში გაისმა მოწოდება პოლიციის მიმართ. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კავშირი აღდგებოდა, სამართალდამცავებს მომიტინგეებისათვის პოლკის ტერიტორიაზე თავისუფლად შეღწევის უფლება მიეცათ.

მიტინგი გრძელდებოდა. ორატორები რიგით პოლიციელებს მოუწოდებდნენ, დემონსტრანტთა რიგებს შეერთებოდენ. გაისმა გაფრთხილება, რომ შესაძლო სისხლისღვრაზე პასუხისგებლობა პოლიციის უფროსს დაეკისრებოდა.

ორგანიზატორებმა ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ პოლიციასთან შეტაკებისგან თავი აერიდებინათ.

დამთავრებული პრესკონფერენციის დროს “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრმა, ალეკ ენიგომშიანმა განაცხადა:

  • პოლკის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან მძევლები. უბრალოდ, დაჯგუფება ითხოვს, რომ ის ექიმები, რომლებიც “ამბოხებულებთან არიან, სხვა მედიკოსებმა ჩაანაცვლონ, რათა მუდმივი მორიგეობა დაწესდეს;
  • დაჯგუფების წევრები არ დანებებულან. მათ დაჭრილებთან საკაცეები მიიტანეს, მაგრამ ამ მომენტში ისინი პოლიციელებმა შეიპყრეს;
  • არტურ სარგსიანი, რომელმაც პოლიციის კორდონი გაარღვია და დაჯგუფებას საკვები მიუტანა, ამჟამად პოლკის ტერიტორიაზე იმყოფება. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არტურ სარგსიანი პოლიციის მიერაა გადაბირებული. დაჯგუფების წევრები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ;
  • მოლაპარაკებები უბრალოდ იმიტაციაა;
  • დაჯგუფება “სასნა ცრერი” პარლამენტის წევრებთან შეხვედრას ითხოვს. 

______________________________

27.07.2016 11.30

პოლიციის პოლკის დაკავებულ ტერიტორიაზე დაჯგუფება “სასნა ცრერის” კიდევ ორი დაჭრილი წევრი იმყოფება. ექიმები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულების დასახმარებლად მივიდნენ, დაჯგუფების წევრებმა ტყვედ აიყვანეს. პოლიციის პრესსამსახური იუწყება, რომ მათი განთავისუფლების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

____________________________________________

27.07.2016      09.00

პოლიციის პრესსასახურის უფროსმა ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ღამით დაკავებული პოლკის ტერიტორიაზე მომხდარი სროლების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ორმა წევრი [პაველ მანუკიანი და მისი ვაჟი, არამი] და ერთი პოლიციელი დაიჭრა. „სასნა ცრერის“ ორი წევრი – გაგიკ ეღიაზარიანი და არამ აკოფიანი, პოლიციას დანებდა.

 

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ოპერაციები ჩაუტარდათ. ექიმების თქმით, „სასნა ცრერის“ წევრების მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პოლიციის თანამშრომელსსაშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

დაჯგუფება სასნა ცრერმა“ განაცხადა, რომ პოლიციის იერიშის შედეგად ჯგუფის ოთხი წევრი დაშავდა. პოლიციამ დაჭრილები (პაველ და არამ მაუკიანები) და კიდევ ორი ამბოხებული გაიტაცა.

ღამით პოლიციამ ხორენაცის ქუჩაზე გამართული აქციის ზოგიერთი მონაწილე დააკავა, მათ შორის საპროტესტო აქციის საიიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ლევონ ბარსეგიანი.

______________________________

27.07.2016     02.00

26 ივლისს, 20:00-დან 22:00-მდე, ხორენაცის ქუჩაზე მორიგი ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა. საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მოძრაობის კოორდინაციას ახდენს, გადაწყვიტა, რომ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, საპროტესტო აქციის ადგილმდებარეობა არ შეეცვალათ. მიტინგზე საუბრის ძირითადი თემა, ტრადიციისამებრ, პრეზიდეტის გადადგომა იყო. შეკრებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

აქციის დასრულების შემდეგ შეკრებილებმა ერევნის ქუჩებში, პოლიციის შენობისკენ განაგრძეს მსვლელობა, შემდეგ კი ეროვნული უშიშროების სამსახურის შტაბბინისკენ გაემართნენ. ორგანიზატორების მოსაზრებით, მსვლელობაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ სახელს „ჟირაირ“ [ასე ჰქვია სეფილიანს, რომლის გათავისფლებასაც ითხოვს შეიარაღებული ჯგუფი] და სკანდირებდნენ ფრაზას „თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, ადამიანებს დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ, ტაშს უკრავდნენ და მიწაზე ფეხებს არტყამდნენ. დიდი ხანია, ასეთი ხანმოკლე, მაგრამ ორგანიზებული, მშვიდი და დიდი შთაგონებით განმსჭვალული საპტროტესტო აქციაარ გამართულა სომხეთის დედაქალაქში. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოს მსგავსი ღონისძიება გასული წლის ივნისში ჩატარდა , როდესაც ადამიანები ელექტროენერგიის გაძვირების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში.

ჟირაირ სეფილიანის ადვოკატის სიყვებზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეფილიანს მთავრობის მხრიდან სწორი მიდგომის არჩევის იმედი აქვს და ამიტომ არ აჟღერებს მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს – რათა პროცესს არ შეუშალოს ხელი.

ამას გარდა, სეფილიანმა განაცხადა: «პრობლემის გადასაწყვეტად ჩვენ მკაფიო პოლიტიკური პროგრამა გვაქვს. ცხადია, რომ მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურება სიტუაციის დაძაბვას იწვევს და ამ პირობებში ახალი შეტაკებებიც შეიძლება მოხდეს და შედეგად შეიძლება დაჭრილები და ადამიანური დანაკარგები მივიღოთ, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალი იქნება».

მსვლელობა დასრულდა იქ, სადაც დაიწყო – ხორენაცის ქუჩაზე. ორგანიზატორები პოლიციელებთან მივიდნენ და დაჯგუფება „სასნა ცრერის“ წევრებთან დაკავშირება სთხოვეს – ერთი სატელეფონო საუბარი იმისათვის, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ ამბოხებულები თავს კარგად გრძნობენ.

საქმე ისაა, რომ მსვლელობის დროს მათ ყურამდე მივიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლკის ტერიტორიიდან უსისტემო სროლა ისმოდა. აქციის მონაწილეები დიდხანს ელოდებოდნენ, რომ მათთან პოლიციის მაღალჩინოსნები მივიდოდნენ. ამ პერიოდში გაისმა მოწოდება პოლიციის მიმართ. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კავშირი აღდგებოდა, სამართალდამცავებს მომიტინგეებისათვის პოლკის ტერიტორიაზე თავისუფლად შეღწევის უფლება მიეცათ.

მიტინგი გრძელდებოდა. ორატორები რიგით პოლიციელებს მოუწოდებდნენ, დემონსტრანტთა რიგებს შეერთებოდენ. გაისმა გაფრთხილება, რომ შესაძლო სისხლისღვრაზე პასუხისგებლობა პოლიციის უფროსს დაეკისრებოდა.

ორგანიზატორებმა ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ პოლიციასთან შეტაკებისგან თავი აერიდებინათ.
___________________________________________

26.07.2016   18.00

გაფრთხილება შტურმის წინ?

17:00-ზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ დაჯგუფების წევრები აგრძელებენ ქმედებებს, “რომლებიც საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი ორგანიზაციების თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ასევე, დაჯგუფების აქტივობათა გამო,  დგას ქონების განადგურების საშიშროებაც.” განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ შეიარაღებული ჯგუფის ქცევა დასაშვებ ზღვარს სცდება, და ამიტომ ეროვნული უშიშროების სამსახური იძულებულია, მიიღოს “კონკრეტული სიტუაციით ნაკარნახევი მკაცრი ზომები; რათა აღკვეთოს და არ დაუშვას ახალი დანაშაულების ჩადენა.”

განცხადებას თან ერთვოდა შეიარაღებული დაჯგუფების წევრების საუბრის ჩანაწერი, რომელიც, როგორც ეროვნული უშიშროების სამსახურის სტრუქტურებში მიაჩნიათ, შეიარაღებული ჯგუფის “აგრესიულობასა და პროვოკაციულობას” ამტკიცებს.

 

 

მანამდე, 16:00-ზე პოლიციამ შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა: “ხორენაცის ქუჩის ბლოკირებულ უბანზე არსებობს დაძაბულობის ესკალაციის რეალური და ერთმნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც შეიძლება არაპრონოზირებადი შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად, საფრთხე, რომელიც შეკრების მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება და საზოგადოებრივ უსაფრთოებას სათუოს ხდის, შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ, თუკი შეკრების ადგილს [იგულისხმება ტრადიციული მიტინგი, რომელიც 20:00-დან 22:00-მდე ხორენაცის ქუჩაზე იმართება ხოლმე] სხვაგან არ გადაიტანენ.

ამიტომ, სომხეთის რესპუბლიკის პოლიცია შეკრების ფაქტობრივი ხელმძღვანელებისგან ითხოვს, უმოკლეს დროში გადაიტანოს აქცია სხვაგან, სადაც, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი შეკრებების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულებების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება მონაწილეთა უსაფრთხოების გარანტირება.

სხვა შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას, შესაძლოა, სხვა საშუალება აღარ დარჩეს და იძულებული გახდეს, ზემოაღნიშნული შეკრება კანონით დადგენილი წესის მიხედვით აღკვეთოს.”

____________________________________________

26.07.2016    10.00

დილით მედიამ დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებისგან მიიღო გზავნილი, რომელშიც ლაპარაკია ორ შემთხვევაზე. პირველი ღამის ორ საათზე მოხდა – “სასნა ცრერის” ვერსიით, პოლიციის კორდონის მხრიდან დაჯგუფების წევრების მიმართულებით გაისროლეს. ორი მეამბოხე ფეხის არეში დაიჭრა. მეორე ის იყო, რომ დილის შვიდ საათზე, “სასნა ცრერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არტურ სარგსიანმა საკუთარი მანქანით პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხა და ჯგუფის წევრებს საკვები მიუტანა. პოლიციელები მანქანას ესროდნენ, მაგრამ არტურ სარგსიანი არ დაშავებულა.

განცხადება მთავრდებოდა სიტყვებით:”მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ერთობლივი ბრძოლა. ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან.”

პოლიციამ ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელსაც თან დაურთო განმარტება, რომ იმ მანქანის მიმართულებით გაისროლეს, რომელმაც კორდონი გაარღვია. სამართალდამცავების მტკიცებით, პოლიციელები ჯერ ძრავს, შემდეგ კი საბურავებს უმიზნებდნენ. შედეგად, მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან ორი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სხვათა შორის, საპატრულო საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე “სასნა ცრერის” კიდევ ერთი დაჭრილი წევრი იმყოფება. მან ჭრილობა ტერიტორიის დაკავების დღეს მიიღო. როგორც სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან, სწორედ მისი გასროლით დაიღუპა იმ დღეს პოლიციელი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაჯგუფების დაჭრილ წევრს არაერთხელ შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ იგი არ დათანხმდა. მეტიც, მან უარი თქვა, სამედიცინო დახმარება მიეღო იმ ექიმისგან, რომელიც დაჯგუფების მიერ დაკავებული ტერიტორიაზე მიიყვანეს.

_____________________________________________

25.07.2016    22.00

20:00-ზე-22:00 ხორენაცის ქუჩაზე (პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიის შორიახლოს), ჩვეულებისამებრ, მიტინგი დაიწყო. საპროტესტო აქციის მაკოორდინირებელმა საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, რომ შეიარაღებული დაჯგუფება ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი საკვებით, მედიკამენტებითა და ელექტროენერგიით. არც კავშირგაბმულობასთან დაკავშირებული პრობლემებია მოგვარებული; თუმცა, დროდადრო პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებთან დაკავშირება მაინც ხერხდება.

კიდევ ერთხელ გაისმა აქციის მოთხოვნები, რომლებიც ამჯერად ასეთი ფორმულირებით წარმოადგინეს:

·         პოლიტპატიმრების გათავისუფლება;

·         სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა;

·         [მთიანი ყარაბაღის გარშემო] გათავისუფლებული ტერიტორიები დაბრუნებას არ ექვემდებარება;

·          “ნდობის მთავრობის” ფორმირება;

·          სერჟ სარგსიანის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

მიტინგი სულ უფრო ემოციურ ხასიათს იღებს. დღეს აქციის მონაწილეები (ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ლევონ ბარსეგიანის ხელმძღვანელობით) პოემა “დავით სასუნცის” იმ ციტატებს სკანდირებდნენ, რომლებიც ერთობლივი ძალებით ბრძოლისკენ მოწოდებებს შეიცავს. გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ აქციას იმაზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე წინა დღეებში შეიკრიბა და ამიერიდან ამ აქციას შეუერთდებიან გიუმრისა და ვანაძორის მცხოვრებნიც, რომლებიც საკუთარ ქალაქებში მსგავს მიტინგებს გამართავენ.

ამავდროულად პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის საპატრულო საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა ჯგუფმა “შევროლეს” მარკის სამსახურის ავტობუსი დაწვა. ეს უკვე მესამე სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც დაჯგუფებამ ცეცხლი წაუკიდა. გუშინ დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებმა “გაზელის” მარკის მიკროავტობუსი დაწვეს და განაცხადეს, რომ ამით ინტერნეტისა და ელექტროენერგიის გამორთვას აპროტესტებენ.

სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებს მოუწოდეს, არ ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, რომლებიც, შესაძლოა, სახიფათო იყოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

___________________________________________

25.07.2016     14.00

ეროვნული უშიშროების სამსახურმა მორიგი განცხადებით შეიარაღებული ჯგუფის წევრებს მიმართა და დანებებისკენ მოუწოდა. უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმ დანაშაულების შესახებ, რომლებიც ამბოხებულებმა ჩაიდინეს; იქვე აღნიშნულია, თუ რა ტიპის სასჯელი ელით აჯანყებულებს. ნათქვამია ისიც, რომ დაჯგუფების თითოეული წევრის ბრალი ინდივიდუალურად განისაზღვრება. განცხადების მიხედვით, პირები, რომლებმაც მძევლები გაათავისუფლეს და რომლებიც საკუთარი ნებით იტყვიან უარს მოთხოვნებზე და დაკავებულ ტერიტორიას დათმობენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

იმ ადამიანებს, რომლებიც, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დანებებას გადაწყვეტენ, ეძლევათ განმარტება, სად უნდა წავიდნენ, როგორ უნდა ეკავოთ და როგორ უნდა დააწყონ იარაღი.

____________________________________________

25.07.2016     12:30

ხორენაცის ქუჩაზე (პოლიციის საპატრულო საპოსტო პოლკის ტერიტორიის მახლობლად) გამართულ პრესკონფერენციაზე “დამფუძნებელი კრების” წევრმა, ალბერტ ენიგომშიანმა განაცხადა, რომ ჟირაირ სეფილიანი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრებთან შეხვედრას ითხოვს. სეფილიანს სურს, რომ პრეზიდენტთან არა მისი გადადგომის საკითხი, არამედ შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის გზები განიხილოს.

“დამფუძნებელი კრების” წევრმა, ალბერტ ენიგომშიანმა განაცხადა, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა სამოქალაქო და პოლიტიკურ სიბრტყეში გადადის. ერევანში და ქვეყნის რეგიონებში “დაუმორჩილებლობის კერები” შეიქმნება.

ამბოხებულების საკვებით, ელექტროენერგიითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფისთვის ხელისუფლებას 20:00-მდე მისცეს დრო. თუკი ამ პერიოდში ყველა ეს მოთხოვნა არ შესრულდება, დაჯგუფება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თათბირს გამართავს.

____________________________________________

24.07.2016    14.00

მძევლები თავისუფლები არიან, შეიარაღებული ჯგუფი არ ნებდება. ხელისუფლება ხვდება, რომ ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიის შტურმით აღება საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს – რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, საფრთხე მხოლოდ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს არ დაემუქრებათ.

ასეთი აქცია, პირველ რიგში, სახიფათო იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც შტურმში მიიღებენ მონაწილეობას, რადგან მათი ამოცანა იქნება ისეთი ადამიანების დაკავება, რომლებმაც იციან, როგორ  იბრძოლონ და იარაღიც აქვთ. ზოგიერთი სომხური მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ შესაძლოა, შეარაღებული ჯგუფის წევრებმა ტერიტორიაც დანაღმონ. იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორია მართლაც დანაღმულია, შტურმი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც სახიფათო იქნება.

ამასთან, დაჯგუფება “სასნა ცრერი” საკუთარ მოთხოვნებზე უარს არ ამბობს. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა 23 ივლისს პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა: “ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომა და ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელსაც ხალხი გამოუცხადებდა ნდობას. ამ გზაზე კი პირველი პირობაა ჟირაირ სეფილიანისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.” 

ხორენაცის ქუჩაზე, რომელზეც უკვე ტრადიციად ქცეული, შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერი მიტინგები იმართება, ამჟამად სიმშვიდეა. პოლიციასა და აქ შეკრებილ ადამიანებს შორის შეტაკებები აღარ განმეორებულა. აქ ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები მოხდება. მაგრამ “ნდობის მთავრობის” ფორმირების პროცესი რთულად მიმდინარეობს.

დაჯგუფება “სასნა ცრერი” გაემიჯნა ნიკოლ პაშინიანს – პარლამენტის წევრს, რომელიც შეეცადა, მოძრაობის პოლიტიკური ლიდერი გამხდარიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ვარუჟან ავეტისიანმა განაცხადა: “ბატონი პაშინიანი, ფაქტობრივად… შეეცადა, მზარდი სახალხო მოძრაობა საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოეყენებინა, რაც გასაკიცხი საქციელია. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ბატონი პაშინიანი მსგავსი ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს.”

შედეგად, პაშინიანმა გადაწყვიტა, საერთოდ აღარ მიეღო მონაწილეობა ამ მიტინგებში. საქმე ისაა, რომ პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიაზე გამართული პრესკონფერენციის დროს ჟირაირ სეფილიანის სახელით გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვით, დაჯგუფების აღიარებული ლიდერი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე უარს აცხადებს. ეს ინფორმაცია გაახმაურა ვიტალი ბალასანიანმა, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და საბოლოოდ, მძევლების გათავისუფლებასა და პრესცენტრის შექმნას მიაღწია.

პაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სეფილიანს ექნება საშუალება, უარყოს ეს ინფორმაცია და პრესკონფერენცია ამ სიტყვებით დატოვა: “უკვე მეორე დღეა, მაბრალებენ, რომ ჩემი თავის PR-ით ვარ დაკავებული. მე და პარტია “სამოქალაქო თანხმობის” ყველა წევრი [სწორედ ამ პარტიას წარმოადგენს პაშინიანი] დავტოვებთ ამ პლატფორმას, და საკუთარ ნებას, საკუთარ დამოკიდებულებას გამოვთქვამთ.”

“ყარაბაღის” კომიტეტის წევრმა, ალბერტ ბაღდასარიანმა, რომელიც პაშინიანის წასვლის შემდეგ მიტინგის მთავარ ორატორად იქცა, განაცხადა: “ჩვენ ვქმნით მექანიზმებს იმისათვის, რომ ჟირაირ სეფილიანმა თავისი სიტყვა საზოგადოებამდე შუამავლების გარეშე მიიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჟიროს ხმის გაგონებას შევძლებთ.”

ამავდროულად, სომხეთში სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ შეიააღებულმა ჯგუფმა თავისი ქმედებებით შეაჩერა ხელმოწერა ყარაბაღთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, რომელსაც ადგილობრივ პრესაში მთიანი ყარაბაღისთვის სახიფათო და ცალმხრივი კომპრომისებით სავსე შეთანხმებას უწოდებენ.

ამ მოსაზრების მართებულობაში გვარწმუნებს რუსულ პრესაში გამოქვეყნებული სტატია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტის ავტორი და მისი ხელმოწერის ინიციატორი რუსეთია, რუსულ პრესაში მკვეთრი განცხადებები კეთდება შეერთებული შტატების მისამართით, რომელსაც ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გამართული მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლას აბრალებენ:

“დამფუძნებელი პარლამენტის” აქტივისტების ქმედებებში… შეერთებული შტატების ოსტატური თამაში ჩანს. აშშ ცდას არ აკლებს, რომ დაარღვიოს ის მყიფე მშვიდობა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაშია; ახლა კი ცდილობს, ჩაშალოს ის დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებსაც აპრილის შეტაკებების შემდეგ წარმოქმნილი იარების მოშუშება შეუძლია.

სეფილიანი ერთ-ერთია პოლიტიკოსების იმ მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, რომელიც სომხეთიდან გიუმრის რუსული ბაზის გაყვანას ითხოვს. მისი აზრით, ზემოაღნიშნული სამხედრო ნაწილი “რუსული ინტერესების გამტარებელია სამხრეთ კავკასიაში”.

გასაოცარი არც არის, რომ მისმა მომხრეებმა, რომლებიც თავიანთი ლიდერივით არაადეკვატურები არიან, უკიდურესად ნერვულად აღიქვეს კონსტრუქციულად განვითარებადი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებიც, რუსეთის შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს. მათი ამოცანაა ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება, რასაც თვით მოლაპარაკებების დაწყების ფაქტი უშლის ხელს. ამიტომ, რაც მეტი იყო აშკარა დიპლომატიური წარმატებები, მით უფრო აქტიურად და გამომწვევად იქცეოდნენ სეფილიანის მომხრეები.”

რუსული ვერსიის მიხედვით, “მათ ამერიკულმა დაზვერვამ დაადგა თვალი და რესპუბლიკაში სიტუაციის ასარევად სრულიად შესაფერის ჯგუფად მიიჩნია”.  ეს ყველაფერი სავსებით ლოგიკურად შეიძლება გამოიყურებოდეს რუსი მკითხველისათვის, მაგრამ არა სომხებისთვის, სადაც ყველამ იცის, რომ სეფილიანი უკიდურესად ოპოზიციურად, რადიკალურადაა განწყობილი, მაგრამ ნამდვილად არ სურს, რომ “სისხლისმღვრელი ომი” გააჩაღოს. იგი ყარაბაღის ომის მონაწილეა და იცის, რა შეიძლება მოუტანოს ომმა ქვეყანასა და ხალხს.

რუსეთის მხარის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “ლავროვის გეგმა” გულისხმობს “მთიანი ყარაბაღის ფართო ავტონომიას აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში – რუსეთის გარანტიით”, და თან – იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

უკვე არაერთი წელია, რაც მხარეებს კონფლიქტის მოგვარების ამ გზას სთავაზობენ. და სომხეთის ყველა პრეზიდენტმა იცოდა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა უკანასკნელი იქნებოდა, რასაც ისინი ამ თანამდებობაზე გააკეთებდნენ –  ამას მხოლოდ საკუთარი ნებით, ან იძულებით გადადგომა შეიძლება მოჰყვეს.

სომხურ პრესას “სასნა ცრერის” წევრის, ვარუჟან ავეტისიანის ციტატა მოჰყავს. ავეტისიანმა სომხეთს “კვაზისახელმწიფო” უწოდა: “სომხეთში არ არსებობს ინსტიტუტები. პარტია პარტიას არ ჰგავს, მოღვაწე – მოღვაწეს და ჩინოვნიკი – ჩინოვნიკს.  ზოგიერთი საერთოდაც არამზადაა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ.” ჯგუფი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მოძრაობის კოორდინირება უმწიკვლო ბიოგრაფიის ადამიანებმა ითავონ, და არა – მათ, “ვინც მოძრაობას საკუთარ და პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს”.

“გული გულს მივცეთ და გავერთიანდეთ! მოძრაობა კონსტრუქციულ ფორმებს იღებს და ძალიან მალე მივიღებთ იმას, რაზეც ვოცნებობთ… ჩვენ ვქმნით ახალ ქვეყანას, ჩვენ სომხეთის რესპუბლიკის გარდაქმნას ვიწყებთ.”

ჯერჯერობით ეს ყველაფერი უტოპიას წააგავს. თუმცა, შეიარაღებული წინააღმდეგობა გრძელდება და ის რეალურია. ამ მომენტისათვის მხარეებს უფრო პრაქტიკულ გამოსავალს  არავინ სთავაზობს.

____________________________________________

23.07.2016     19.00

ეროვნული უშიშრების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად 63 ჟურნალისტი პოლიციის 4 მანქანით საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიისკენ გაემართა. აქ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიარაღებული დაჯგუფების წევრების პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს კომპიუტერებისა და ტელეფონების შეტანის უფლება არ მისცეს – მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ჩამწერი მოწყობილობებისა და კამერების ამარა დარჩნენ. დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ მათი დანებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

Photolure

ჯგუფის სხვა წევრებმაც დაადასტურეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დანებდებიან, თუკი ასეთ ბრძანებას მიიღებენ ჟირაირ სიფილიანისგან, რომელსაც უპირობო ლიდერად და ძმადნაფიცად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება კვლავინდებურად სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვს. მთავრობის გადადგომა მათ არ აინტერესებთ და აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილება მათ მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე გავლენას არ იქონიებს.

პრესკონფერენციის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ჟურნალისტებს მათ მიერვე მოტანილი ტექნიკის გამოყენებისა და შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან საუბრის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის უფლება მისცეს. ამ მომენტიდან ჟურნალისტების გვერდით იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის დეპუტატი, ვიტალი ბალასანიანი, რომელიც ბოლო დღეებში დაჯგუფებასთან მოლაპარაკებებს მართავდა. ჟურნალისტებს აცნობეს, რომ უახლოესი 15 დღის ან ერთი თვის განმავლობაში მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ნებისმიერ დროს მივიდნენ იქ და მიღებული ინფორმაცია გაავრცელონ.

Photolure

_______________________________

23.07.2016    14:30

შეიარაღებულმა ჯგუფმა ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვალერი ოსიპიანი და სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვარდან ეღიაზარიანი გაათავისუფლა. ყველა მძევალი თავისუფალია.

მცირე ხნის წინ კი დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრმა, ვარუჟან ავეტისიანმა Araratnews.am-ს განუცხადა, რომ მათ დაიწყეს შეიარაღებული ამბოხება, რომელიც გაგრძელდება. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

_______________________________

23.07.2016     11.00

დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრმა, “დამფუძნებელი პარლამენტის” პრესმდივანმა, ვარუჟან ავეტისიანმა ტელეკომპანია “გალას” განუცხადა, რომ არცახის გმირის, ვიტალი ბალასიანის შუამდგომლობით, შედგა შეხვედრა ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსთან, გიორგი კუტოიანთან. შეხვედრაზე მიიღეს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მძევლები გათავისუფლდებიან – იმ პირობით, რომ შეიქმნება პრესცენტრი.

საღამოს შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა თათბირი გამართეს და გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ გამოეხატათ კეთილი ნება და ორი ახალგაზრდა პოლიციელი გაეთავისუფლებინათ. ეს პროცესი ზუსტად ამ მომენტში მიმდინარეობს და მას ბატონი ბალასანიანი ესწრება,” – ტელეკომპანია “გალას” კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა ვარუჟან ავეტისიანმა.

პრესცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრა დაჯგუფების წევრებმა ბალასანიანს მიანდეს. ორ სხვა მძევალს – გენერალსა და პოლკოვნიკს მაშინ გაათავისუფლებენ, როდესაც პრესცენტრი გაიხსნება.

____________________________________________

22.07.2016     23.50

სოციალურ ქსელებში

სოციალურ ქსელებში გრძელდება ბოლო დღეებში ერევანში განვითარებული მოვლენების განხილვა. მსჯელობისას რამდენიმე მიმართულება იკვეთება:

პირველი ტენდენცია: “სასნა ცრერის” წევრები გმირები არიან და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ

“გაუმარჯოს პავლიკს [იგულისხმება პაველ მანუკიანი, შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი] და მის მეგობრებს. ამ ოპერაციის შესასრულებლად თავისი ვაჟიც წაიყვანა; ანუ მზადაა, არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ თავისი შვილის სიცოცხლეც გაწიროს. როგორ შეიძლება, რომ ამის შემდეგ მხარი არ დაუჭირო მას და მის ბრძოლას? ყველა ერთად უნდა დავდგეთ პავლიკისა და “სასნა ცრერის” სხვა ბიჭების გვერდით.”

“სასნა ცრერმა” ღირსება, სიმამაცე და პატიოსნება გამოავლინა. ის ქვეყნის სიამაყეა.”

მეორე ტენდენცია: “არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში ძალადობის გზით მოსვლა”

“წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მართლა შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვლენ მძევლების ამყვანი ადამიანები, რომლებიც ხან იგინებიან, და ხანაც ინტერვიუებს იძლევიან.”

მესამე ტენდენცია: “პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, სათავეში ჩაუდგნენ მოძრაობას, არ არიან გულწრფელები”

“ნიკოლ პაშინიანი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დივიდენდების მიღებას ცდილობს. დადებითად მიმაჩნია ის, რომ მხარეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს, უარყოფითად კი იმას აღვიქვამ, რომ  ერთ დღეში ოთხჯერ შეიცვალა პოზიცია.”

მეოთხე ტენდენცია: “ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”

“ვამბობდი, რომ პრეზიდენტის რეაქციას ველოდებოდი და მსურდა, მისი პოზიცია გამეგო. ახლა, როდესაც მის გამოსვლას ვუსმინე, იმდენად გაწბილებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს – ასეთი კომენტარის გაკეთებას ჯობდა, საერთოდ არაფერი ეთქვა.”

“როგორც იქნა! პრემიერმინისტრმა ხმა ამოიღო! “სომხეთის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საპატრულო-საპოსტო სამსახურის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაცია დარეგულირდეს,” – განაცხადა ოვიკ აბრამიანმა. მან დაუშვებელი უწოდა იმას, რაც 17 ივლისს მოხდა. როგორც ჩანს, ის, რაც 18, 19 და 20 ივლისს მოხდა და ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება ქვეყანაში, მისთვის დასაშვებია.
პრემიერმა, რომელიც კორუფციასთან მთავარი მებრძოლის როლსაც ითავსებს, განაცხადა, რომ “ძალადობის გზით რაიმეს შეცვლა შეუძლებელია. ეს სახიფათო და უპერსპექტივო პროცესია. სახიფათო სიტუაციაა შექმნილი.” 

ხალხმა რა ქნას? აპირებს თუ არა ხელისუფლება რაიმეს კარდინალურად შეცვლას იმისთვის, რომ მოქალაქეებს  იმედი გაუჩნდეთ?

“ეჭვი არავის ეპარება, რომ “ხელისუფლება ყველაფერს იღონებს სიტუაციის დასარეგულირებლად”. ხალხის ცხოვრება დაარეგულირეთ! საკუთარი ყოფა-ცხოვრების გარდა, რაიმე სხვაც დაარეგულირეთ!”

მეხუთე ტენდენცია: “ხალხი ბედის ანაბარადაა მიტოვებული. არ ჩანან ლიდერები”

“მე, ადამიანს, რომელსაც, სამსახურეობრივად, 24 საათის განმავლობაში მიწევს ყველა ახალი ამბის თვალყურის დევნება (მოვლენების ეპიცენტრში, პირდაპირ ეთერში, ტელეფონის საშუალებით, კოლეგებთან და ა.შ.), არც ახლა მომწონს ის ყველაფერი, რაც ამჟამად ხდება ერევანში. არ მტოვებს  შეგრძნება, რომ ბარიკადების ორივე მხარეს შეკრებილი ადამიანები ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები. ძალაუფლება შეიარაღებულ ადამიანებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, გავიმეორებ ჩემს სურვილს, რომელიც სამი დღის წინ გამოვთქვი – დაე, დღეს ნურავინ მოკვდება. და ნურც ხვალ…”

______________________________

22.07.2016       23.00

უკვე ტრადიციად ქცეულმა საღამოს მიტინგმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა. თუკი წინა საღამოს ლიდერების არყოფნა და მკაფიო მიზნების არარსებობა იგრძნობოდა, 22-ში უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობდნენ, მოძრაობაზე კონტროლი დაემყარებინათ.

კერძოდ, უნდა აღინიშნოს პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა მხარესთან (პოლიციელებთან, დემონსტრანტებთან და შეიარაღებულ ჯგუფთან) მართავდა მოლაპარაკებებს. დღეს შეკრებილებმა ის აღიქვეს პოლიტიკოსად, რომელიც ნდობას იმსახურებს და უფლება აქვს, ხალხის სახელით ილაპარაკოს.

მიტინგზე მკაფიოდ გაჟღერდა აქციის მიზნები – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პრეზიდენტ სარგსიანის გადადგომა. გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველ საღამოს 20:00-დან 22:00-მდე ჩატარდება. მოქალაქეები აქ მოვლენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება გამოხატონ და სხვებსაც მოუსმინონ. ამას გარდა, გაისმა მოწოდებაც, არ უყურონ მიტინგის ტრანსლაციას სახლში და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

ნიკოლ პაშინიანმა ხორენაცის ქუჩაზე შეკრებილებთან დამშვიდობებისას განაცხადა, რომ დროა, უგულებელყოფილ იქნეს ყველაფერი, რაც ინტერნეტში ხდება, დროა ადამიანებმა უშუალოდ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ ქმედება ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერად აღიქმება. მომდევნო მიტინგზე მან სათვისტომოების სომხებიც კი დაპატიჟა, რათა მათ შეძლონ, მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესში, რომელიც მათი სამშობლოს ბედს განსაზღვრავს.

_______________________________

22.07.2016   18.00

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ძალიან იშვიათად აკეთებს კომენტარს პრესისათვის, სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალრიცხოვანი თხოვნის საპასუხოდ, წერილობითი კომენტარი გააკეთა 17 ივლისის სამხედრო ამბოხებასა და იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ამ შემთხვევას მოჰყვა. და, რა უცნაური უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ რადიკალურად ოპოზიციური განწყობის ტერ-პეტროსიანი, მთლიანობაში, იმავე მოსაზრებას იზიარებს, რაც მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს აქვს. აი, პირველი პრეზიდენტის მიერ სომხური მედიისათვის გაკეთებული კომენტარის ნაწყვეტები:

“ნებისმიერი სახელმწიფო, ხალხი ან საზოგადოება, რომელიც შიდა დაპირისპირებების და წინააღმდეგობების წინაშე დგას, როგორც წესი, ყველაფერს გვერდზე დებს და ცდილობს, ერთიანი ძალით იმოქმედოს, როდესაც სამშობლოს საგარეო საფრთხე ემუქრება.

სწორედ ასეთი გამოწვევა უდგას სომეხ ხალხს აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ. ჩვენ ისეთი განსაკუთრებული პრობლემების წინაშე ვდგავართ, როგორიცაა არცახის სომხობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, რომელიც თავისი მნიშვნელობით აღემატება ყველა სხვა პრობლემას, რომლებიც სომეხ ხალხს აწუხებს.

შესაბამისად, ამ მომენტში ხელისუფლების, პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების ნებისმიერი ნაბიჯი, სიტყვა, ან ქმედება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად ეხმარება ან ხელს უშლის ის ამ განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრას.

თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ხვდება საკუთარი სიტყვებისა და მოქმედებების მნიშვნელობას. ყველაზე სახიფათო კი ისაა, რომ ჩვენში ჯერჯერობით არ არსებობს ის ოქროს წესი, რომელიც გამოცდილ სახელწიფოებს აქვთ, და რაც საგარეო გამოწვევების წინაშე შიდა პრობლემების გვერდზე გადადებასა და ძალისხმევის გაერთიანებას გულისხმობს. ამ წესის არარსებობამ, შესაძლოა, ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს.

ჟირაირ სეფილიანისა [შეიარაღებული დაჯგუფება მის გათავისუფლებას ითხოვს] და მისი თანამებრძოლებისთვის მორალისა და პატრიოტიზმის ლექციების კითხვას აზრი არ აქვს. მათ პატრიოტიზმს დამტკიცება არ სჭირდება. მათ სამშობლოს სიყვარული ბრძოლის ველზე დაამტკიცეს, როდესაც არცახის ომში თავგანწირვითა და საკუთარი ნებით მიიღეს მონაწილეობა.

მისი სიფიცხისა და მოჩვენებითი მაქსიმალიზმის მიუხედავად, პირადი საუბრისას დავრწმუნდი, რომ კრიტიკულ მომენტებში ჟირაირ სეფილიანს ცივი გონებით განსჯისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს უნარის მას არც ამ შემთხვევაში უღალატებს და ყარაბაღისა და სომხეთის მომავალს ყველაფერზე მაღლა დააყენებს.”

_______________________________

22.07.2016     15.00

დღეს სომხეთის პრეზიდენტმა მოიწვია სხდომა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მძევლები უნდა გათავისუფლდნენ, შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა კი იარაღი უნდა დაყარონ. სიტუაცია სამომავლოდ  სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების უმკაცრესი დაცვით განვითარდება. პირადი ანგარიშსწორების ყველა მცდელობა კანონის ძალით აღიკვეთება. დიახ, სომხეთში ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ნურავის ეგონება, რომ შეუძლია რაიმე მიზეზით, ან საბაბით ჩვენი სახელმწიფოებრიობის შერყევა.

ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენ არ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც ასეთ გარემოებებში კლასიკურ გეგმად ითვლება, რითაც შეიარაღებულ ჯგუფს დანებების საშუალება მივეცით. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ, რომ საზოგადოება ამ დაძაბულობის მძევლად იქცეს. ვფიქრობ, სიტუაცია გონივრულ ვადებზე მეტად გაჭიანურდა. აპრილის შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული, რომ საზოგადოებამ თავს უფლება მისცეს, მომხდარი [სამხედრო მოქმედებები ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეხების ზოლში] დაივიწყოს.

სომხეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის მომავლის სახელით, მოვუწოდებ ყველას, რომ სიფრთხილე და გამძლეობა გამოიჩინონ”.

______________________________

22.07.2016      09.00

ღამით სიმშვიდე სუფევდა. მოსალოდნელი შეტაკება არ მოხდა, რადგან აქციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფისა და მძევლებისათვის სურსათის მიწოდების საკითხი დადებითად გადაწყდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირება ახალ, ფაზაში გადადის – ჭიანურდება. ბევრი აქ არამხოლოდ დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრების  მხარდასაჭერად მოდის, არამედ – მთლიანად ქვეყანაში ცვლილებების იმედით. თუმცა, ჯერჯერობით ამ მიზნის მისაღწევად აქ ლიდერი და მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი არ ჩანს.

_______________________________

21.07.2016      23.30

მცირე ხნის წინ, ბრიფინგზე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა, ედუარდ შარმაზანოვმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ აკეთებენ კომენტარს პრეზიდენტი და მმართველი პარტიის წევრები შეიარაღებული ჯგუფის ქმედებებთან და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის აზრით, ეს საკითხი მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. პარტიის წევრები კომენტარებს იმიტომ არ აკეთებდნენ, რომ მოლაპარაკებების პროცესისათვის ხელი არ შეეშალათ.

მოქალაქეთა მიტინგი გრძელდება. ჯერჯერობით დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. 

________________________________

21.07.2106      22.20 

კვლავ დაძაბული დამოკიდებულებაა გადაკეტილ გზასთან შეკრებილ ადამიანებსა და პოლიციას შორის. შეიარაღებული  ჯგუფის წევრების მომხრეები კვლავ ცდილობენ, ამბოხებულებს საკვები გადასცენ. როგორც უკვე გაუწყეთ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ საკვები და სიგარეტი არ აქვთ. გუშინდელი შეტაკება იმის გამო დაიწყო, რომ პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს არ უპასუხეს შეკითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ძალოვანებს, რომ დაჯგუფების წევრებს საკვები გადასცენ. დღეს სიტუაცია მეორდება.

_________________________________

21.07.2106     21.00

ArmLur.am– მა დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრ პაველ მანუკიანთან გამართული კიდევ ერთი სატელეფონო საუბრის შინაარსი გამოაქვეყნა. მანუკიანმა აღნიშნა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, მაგრამ დიალოგი შუამავლების, დაჯგუფებისათვის პატივსაცემი ადამიანების საშუალებით მიმდინარეობს. 

დღეს მომლაპარაკებლის ფუნქცია მთიანი ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატს, ყარაბაღის ომის მონაწილეს, გენერალ-მაიორ ვიტალი ბალასიანს დაეკისრა. მოლაპარაკების დეტალები ცნობილი არ არის. 

______________________________

21.07.2016    13.45

ArmLur.am გადმოსცემს შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, პაველ მანუკიანის ნათქვამს. მანუკიანს დღეს ტელეფონით ესაუბრნენ. მან დაადასტურა, რომ არც საკვები აქვთ, და არც სიგარეტი, მაგრამ, მისი თქმით, ის და მისი თანამებრძოლები გაუძლებენ. მორიგად გაისმა ფრაზა “დავიხოცებით მაგრამ არ დავნებდებით.” პაველ მანუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ ორგანიზაცია “სასნა ცრერის” წევრები და მძევლები კარგად (მეტიც, “ჩინებულადაც კი”) არიან.

ერევნის საგამოძიებო სამმართველომ 20 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის[მართლწესრიგის დარღვევა, ქონების დაზიანება, სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებელი პირების მიმართ ძალადობა] მიხედვით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კომიტეტის მოხსენების თანახმად, დაკავებულია უშუალო მონაწილეობაში ეჭვმიტანილი 28 ადამიანი, რომელთაგან 16 დაპატიმრებულ იქნა.

პრემიერმინისტრმა ოვიკ აბრამიანმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ “ძალადობით ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია. ძალადობა სახიფათო და უპერსპექტივოა”, “ხელუსუფლებa ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს».

__________________________

21.07.2016      10.30

პოლიციის ცნობით, ღამით 136 პირი დააკავეს. საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 51 ადამიანი, მათგან 29 პოლიციელია.

__________________________

21.07. 2016     05.20

04:14 საათზე პოლიციელებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებმა უნდა გაათავისუფლონ ქუჩის ნაწილი. გარკვეული დროის შემდეგ მათ ყველას მოსთხოვეს ტერიტორიის დაცლა და ამისათვის 15 წუთი მისცეს. 04:38 საათზე, უკვე გაფრთხილების გარეშე, პოლიციელები შევარდნენ და დააკავეს ყველა, ვინც მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა. ადგილზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციელები და ჟურნალისტები, რომლებსაც ასევე მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ.  

_____________________________________

21.07. 2016     02.45

სიტუაცია ჩაწყნარდა. აქციის მონაწილეების ნაწილი მანქანებით უვლის წრეს პოლიციელებით გარშემორტყმულ რაიონს და ასიგნალებს, ნაწილი აგრძელებს პოლიციის კორდონთან დგომას, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, მხარს უჭერენ მათ, ვინც პოლიციის მიერ პატრულირებად ტერიტორიაზე იმყოფება და არ დაუშვებენ სისხლისღვრას. 

____________________________________

21.07.2016     01.30

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს მათი მეგობარი და მის დაბრუნებას ითხოვენ. პოლიციასთან მოლაპარაკებებს სასულიერო პირები მართავდნენ, თუმცა ისინი დაკავებულის გარეშე დაბრუნდნენ. მათ მომიტინგეებს განუცხადეს, რომ დაკავებული არ უნახავთ და პოლიციელებმა მის შესახებ არაფერი იციან. აქციის მონაწილეებს მათი არ სჯერათ.

__________________________________

21.07.2016    00.55

ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ერევნის საავადმყოფოებში  სამედიცინო მომსახურება 45 დაშავებულს უტარდება.

__________________________________

20.07.2016    23.48

ერევანში კვლავ შეტაკებებია. სროლა განახლდა.

__________________________________

20.07.2016    22.55

როგორც ჩანს, სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ დაძაბულობის ახალი ტალღის თავიდან აცილება მოხერხდება.

__________________________________

20.07.2016    22.15

ახალგაზრდები ქვებს ესვრიან პოლიციელებს, რომლებიც ცოცხალი კედლით იცავენ შეიარაღებული პირების მიერ დაკავებულ ტერიტორიასთან დამაკავშირებელ ქუჩას.

ცოტა ხნით ადრე აქ შეკრებილმა მოქალაქეება პოლიციელებს ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ჯგუფის წევრებისთვის საკვების გადაცემა.

ჟურნალისტების მტკიცებით, პოლიციელიების მიერ მოქალქეების უპასუხოდ დატოვებამ მათი აღშფოთება გამოიწვია. მათ პოლიციელებს ქვები და კვამლის ხელყუმბარები დაუშინეს. დაჭრილები არიან როგორც მოქალქეები, ასევე პოლიციები.

საქმე ისაა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფებმა საკვების არქონის შესახებ განაცხადეს, არადა სამართალდამცავების თქმით, ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ.

მოსახელობამ საკვების მიტანა პოლიციის საპატრულო საგუშაგოსთან დაიწყო. სიტუაციის განმუხტვას პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი ცდილობს. პოლიციელებასა და მოქალაქეებს შორის ამჟამად ჟურნალისტები და ოპერატორები არიან.

_______________________________

20 ვლისი, 09:30

ღამემ მშვიდად ჩაიარა. სიტუაცია არ იცვლება. იარაღის გამოყენებისა და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები საპატრულო საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზს შეჭრილ პირებთან, რომლებსაც ოთხი მძევალი ჰყავთ დაკავებული.

წინა დღით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფის მიერ დაკავებული ტერიტორიის შტურმით აღების მიზნით, სომხეთში რუსული რაზმი “ალფა” მოიწვიეს. იმავე წყაროს მიხედვით, ზემოაღნიშნული შენაერთი უკვე სომხეთშია, თუმცა ერევნის პოლიციის უფროსმა, აშოტ კარაპეტიანმა აღნიშნული ცნობა უარყო.

_____________________________________________

19 ვლისი, 07:30

მოვლენების ეპიცენტრში სიმშვიდე ნარჩუნდება. პოლიციელთა რიცხვი აქ შეკრებილი ხალხის რაოდენობის შესაბამისად შემცირდა.

_______________________________

19 ვლისი,   03:00

გრძელდება პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე მძევლების ამყვანი შეიარაღებული დაჯგუფების  მხარდამჭერი მიტინგი. თუმცა, აქციის მონაწილეთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო.

________________________________

19 ვლისი,  00:30

შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა პრესისთვის გააკეთეს განცხადება, რომელიც ინტერნეტით მაუწყებელი “რადიო თავისუფლების” სატელევიზიო ეთერითაც გადაიცა.

ისინი მოუწოდებდნენ სომხეთის მოსახლეეებს, კერძოდ კი იმ მიტინგის მონაწილეებს, რომელიც ქალაქის ცენტრში ტარდებოდა, შეერთებოდნენ მათ, რათა ორგანიზაცია “სასნა პრერის” წევრების წინააღმდეგ შტურმის მოწყობა და სისხლისღვრა არ დაეშვათ. ისინი ამბობდნენ: “ამ ბიჭების ნაწილმა ჩვენი ქვეყნისთვის იომა. ისინი ტერორისტები არ არიან.”

ამის შემდეგ ჟურნალისტმა “რადიო თავისუფლების” პირდაპირ ეთერში წაიკითხა სამართალდამცველთა განცხადება, რომელშიც ძალოვანები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ხელი არ შეეშალათ ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისთვის. ძალოვანების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხვა შემთხვევაში, იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ოპერაციის ჩატარებას შეუშლიან ხელს, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ აქ სწორედ იმ მიტინგის მონაწილეები გამოჩნდნენ, რომელთა წევრებსაც შეიარაღებული დაჯგუფება მათთან გაერთიანებისკენ მოუწოდებდა.

________________________________

18 ვლისი,  23:50

დაახლოებით 23:00-დან პოლიცია დიდი ძალებით დაიძრა მოვლენების ეპიცენტრისკენ. კორდონის პირველ რიგში ჯავშანჟილეტებიანი პოლიციელები მოეწყვნენ. დაახლოებით, 23:45-ზე აქ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერი აქციის თითქმის 100 მონაწილე მოვიდა.

პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიიდან მათ სალუტით მიესალმნენ შეიარაღებული ჯგუფის წევრები, რომლებმაც მანამდე იმ ადგილზე მძევლები შეიპყრეს.

________________________________

18 ვლისი,  21.00

დღეს, “А1+”-ის კორესპონდენტთან გამართული დიალოგის დროს  http://www.a1plus.am/ შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, პაველ მანუკიანმა განაცხადა, რომ ისინი საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ. “ბოლო კი ბევრნაირი შეიძლება იყოს. ან გავიმარჯვებთ, ან კიდევ დავიხოცებით.”

ამჟამად ერევნის ცენტრში მიმდინარეობს მსვლელობა დევიზით “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”. პოლიციის უფროსის მოადგილესთან, უნან პოღოსიანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიტინგის მონაწილეებმა მიიღეს უფლება, მოეწყოთ მსვლელობა. აქციის მონაწილეები დედაქალაქის ქუჩებში დადიან შეძახილებით “თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი”.

_______________________________

18 ვლისი,  16.00

ეროვნული უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. ამჯერად ვრცელდება ცნობა იმის შესახებ, რომ “18 ივლისს პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საჭმელი და აუცილებელი მედიკამენტები მიეწოდათ.

სამართალდამცავების მიერ მიღებული კომპლექსური ზომების (მ.შ. მოლაპარაკებების) შედეგად თავდამსხმელებმა დაკავებული ტერიტორიიდან კიდევ ერთი მძევალი გამოიყვანეს. და მაინც, მსგავსი დამაიმედებელი ეპიზოდები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ინციდენტი სასურველი შედეგით დასრულდება. ეს ეპიზოდები არ გამორიცხავს შესაძლო ტრაგიკულ შედეგებს, რომელზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ თავდასხმის ინიციატორებს დაეკისრებათ.”

____________________________________________

18 ვლისი, 15.00

სოციალურ ქსელებში

სომეხი მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ იმას, რაც ხდება.

პირველი ტენდენცია: ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე

“ამბოხება მრავალგვარი შეიძლება იყოს, და სხვადასხვაგვარი მოთხოვნები სდევდეს თან, მაგრამ მიზეზი ყოველთვის ერთია – ხელისფლების ცუდი პოლიტიკა. დამნაშავეები ბაგრამიანის 26-ში [პრეზიდენტის რეზიდენციის მისამართი] მოიკითხეთ.”

მეორე ტენდენცია: შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ნამდვილი პატრიოტები არიან

“მამაცთა სიშლეგეს ვუმღერთ სიმღერას,” – წერდა ალექსეი პეშკოვი. ეს ბიჭები იდიოტები არ არიან – მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ასეთებად სურთ, რომ წარმოაჩინონ. შეიძლება ითქვას, რომ მათი სახით საქმე გვაქვს კამიკაძეებთან. აღმოჩნდა, რომ სომეხი ხალხის საერთო მასიდან ისინი ყველაზე ნაკლები თავშეკავებულობით გამოირჩევიან. ისინი a priori დამარცხებულები არიან, მაგრამ მათმა აღტყინებამ ჩემში მწუხარებასთან ერთად დიდი პატივისცემაც აღძრა. მათი პატრიოტიზმი ეჭვს არ იწვევს. სამშობლოს სიყვარული მათ დაახლოებით 20 წლის წინათ დაამტკიცეს. სწორედ მათ აიღეს შუშა! ვიცი, რომ წააგებენ.

მათი შანსები ნულს უტოლდება, მაგრამ ვლოცულობ მათთვის და უფალს შევთხოვ, რომ სისხლისღვრა არ დაუშვას. ნაადრევად მოგივიდათ, ბიჭებო, ნაადრევად… ეს ყველაფერი მოგვიანებით უნდა გაგეკეთებინათ – მაშინ, როდესაც წინასწარ მოიპოვებდით ხალხის მხარდაჭერას, თქვენ კი პატიოსნებით, გულწრფელობითა და სიფიცხით მოქმედებდით… ვიცი, რომ სიკვდილის არ გეშინიათ, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, რომ ცოცხლები დარჩეთ. ამინ!”

მესამე ტენდენცია: შეიარაღებული ჯგუფის წევრები, შესაძლოა, მართლაც პატრიოტები არიან, მაგრამ მათ დანაშაული ჩაიდინეს

“ათასჯერ ითქვა, რომ იარაღით ხელში დემოკრატიას ვერ დაამყარებ. მას, ვინც ხელისუფლებაში იარაღით ხელში მოდის, იარაღითვე უწევს საკუთარი ხელისფლების დაცვა. მშვიდობიან ხელისუფლებას ძირეული ცვლილებების განხორციელება და სიტუაციის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით შეუძლია. სიძულვილი შობს სიძულვილს, ძალადობა შობს ძალადობას.”

“სხვა ქვეყანში ეს მოვლენა დაახლოებით ასე გაშუქდებოდა:

ულტრარადიკალურად განწობილი ადამიანების შეიარაღებულმა ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობაში რამდენიმე მძევალი აიყვანა და მემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსის პატიმრობიდან განთავისფლებას მოითხოვს. ამას გარდა, დაჯგუფება პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვს.”

ჩვენთან ეს სხვაგვარად ჟღერს: “ყარაბაღის ომის ვეტერანთა ჯგუფმა რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად (ამის შემდეგ ტექსტის მიხედვით) მოითხოვა, პატიმრობიდან გაეთავისფლებინათ ყარაბაღის ომის გმირი. ამას გარდა, ისინი …”

ეს ისე … უბრალოდ, სიტყვამ მოატანა. და ეს საზოგადოებას უფრო შეეხება – მის უუნარობას, განსაზღვროს პრიორიტეტები და მოვლენები შეაფასოს.

რაც შეეხება რეალობას, ეს ჯგუფი იმდენად პატარაა, რომ მისი ენერგია და “რევოლუციურობა” პოლიციის ერთ განყოფილებას ეყო მხოლოდ. არ ვიცი, რამ შთააგონა ხელმძღვანელები – თურქეთში გადატრიალების მოწყობის მცდელობამ, თუ 1999 წელს ერევანში პარლამენტის დაკავების ისტორიამ. სხვათა შორის, ორივე შემთხვევა ცუდია.”

მეოთხე ტენდენცია: ხალხმა შეიარაღებულ ჯგუფს მხარი არ დაუჭირა

“დაკვირვება: როგორც ჩანს, ერებუნში მდებარე პოლიციის პოლკზე თავდასხმის მომწყობებს ტყუილად ჰქონდათ საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერის იმედი. თავადაც არ იცოდნენ, თუ რისკენ მიდიოდნენ. საზოგადოების ფართო და არც ისე ფართო მასები ვერ ხვდებიან, საითკენ უნდა წავიდნენ. მხოლოდ იმის იმედი რჩება, რომ ეს ყველაფერი უსისხლოდ დასრულდება.”

__________________________________________

18 ვლისი,  12.00

ეროვნული უშიშროების სამსახურმა გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და სპეციალური ღონისძიებების შედეგად ორი მძევლის – პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლისა და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის გათავისუფლება მოხერხდა. შეიარაღებული ჯგუფი სხვა მძევლების გათავისუფლებაზე (ისევე როგორც იარაღის დაყრასა და დანებებაზე) უარს ამბობს.

ციტატა ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებიდან:

“ტერორისტები, რომლებსაც დიდი რაოდენობით იარაღსა და საბრძოლო მასალებს განკარგავენ და რომლებმაც უკვე ჩაიდინეს რამდენიმე დანაშაული, საფრთხეს წარმოადგენენ არამხოლოდ მძევლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

სამართალდამცავი ორგანოები ყველა შესაძლო ზომას მიმართავენ იმისათვის, რათა სიტუაცია მშვიდობიანად განიმუხტოს, მაგრამ ასეთ პირობებში ეს შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. ამის გამო, კიდევ ერთხელ მივმართავთ შეიარაღებული ჯგუფის წევრებს, დაღუპულთა რაოდენობის გაზრდა და დანაშაულებრივი მოქმედებების თანმდევი სხვა შედეგები აღარ დაუშვან და შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება. ამისათვის მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო და შესაძლებლობა.”
_________________________________________________
 

18 ვლისი, 12.00 

ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მორიგ განცხადებას აკეთებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების და საგანგებო ღონისძიებების შედეგად შესაძლებელი გახდა ორი მძევლის განთავისუფლება: პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის და სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის. შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უარს აცხადებენ დანარჩენი მძევლების გათავისუფლებაზე, და ასევე – იარაღის დაყრასა და ჩაბარებაზე.

ციტატა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან:

“ტერორისტები, რომლებსაც დიდი რაოდენობის იარაღსა და საბრძოლო მასალას ფლობენ, და უკვე რამდენიმე დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, აშკარა და უშუალო საფრთხეს უქმნიან არამარტო მძევლებს, არამედ მთელ საზოგადოებას. 

სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს ხმარობენ პრობლემის მშვიდობიანად გადასაწყვეტად, თუმცა ამგვარ სიტუაციაში ეს, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს; ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, არ დაუშვან ახალი მსხვრპლი და დანაშულებრივი ქმედების სხვა მძიმე შედეგები; და შეწყვიტონ შეიარაღებული წინააღმდეგობა. ამის დრო და საშუალება ჯერ კიდევ არსებობს.” 

___________________________________

18 ივლისი, 09:30

ღამის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. დაძაბულობა არ კლებულობს. პოლიციის საპატრულო-საპოსტო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე შეჭრილი შეიარაღებული ჯგუფის წევრების წინააღმდეგ ღამით იერიში არ განხორციელებულა. ამბოხებულებს მძევლები არ გაუთავისუფლებიათ. “რადიო თავისუფლება” შემთხვევის ადგილიდან მთელი ღამის განმავლობაში ახდენდა პირდაპირ ჩართვებს. ამბოხებულები ვარაუდობდნენ, რომ მათ ბევრი უბრალო ადამიანი დაუდგებოდა გვერდით, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისული ჩვეულებრივი მოქალაქეების რაოდენობა არც ისე დიდი აღმოჩნდა. აქ ძირითადად ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მოვიდნენ საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. მორიგეობდნენ ჟურნალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 

___________________________________________

17ივლისი,  21:30

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება. უშიშროების სამსახურმა ჯგუფის წევრებს ნებაყოფლობით დანებებისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.

ქვემოთ მოგვყავს ნაწყვეტები დაჯგუფება “სასნა ცრერის” განცხადებიდან. აღნიშნულ ორგანიზაციას აყვანილი მძევლები ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია.

“ჟირაირ სეფილიანი და მისი მომხრეები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ სომხეთში მშვიდობიანი გზით შეეცვალათ სიტუაცია. შედეგად ჟირაირ სეფილიანს წარუდგინეს ცრუ ბრალდება სამხედრო ამბოხების მოწყობასთან დაკავშირებით, და იგი ციხეში აღმოჩნდა. მისი მომხრეები კი გამუდმებული ძალადობისა და დევნის ობიექტებად იქცნენ.

მრავალწლიანმა მწარე გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ მმართველი რეჟიმი ხალხს ჩაგრავს და იმდენად უუფლებოს ხდის, რომ საზოგადოებაში ხანგრძლივი და მასობრივი, მშვიდობიანი ბრძოლის რესურსები აღარ არსებობს. ამასთან, იზრდება და კატასტროფულ მასშტაბებს უახლოვდება ქვეყნიდან წამსვლელი ადამიანების რიცხვი, რაც სტაბილურად ანადგურებს ჩვენი წინააღმდეგობის ნარჩენებს. ამას გარდა, აღსანიშნავია პრეზიდენტ სარგსიანის ღალატიც. იგი მზადაა, არცახის [მთიანი ყარაბაღის] გათავისუფლებული ტერიტორიები დათმოს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს იქნება ბოლო ლურსმანი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის კუბოში ჩააჭედებენ.

ჩვენ, დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრები, ვაცნობიერებთ არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ამიტომ გადავწყვიტეთ, ღირსეული ცხოვრების უფლება გამოვიყენოთ ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისათვის. ამ მიზნით დავიწყეთ სამხედრო გადატრიალება.”

_______________________________________

17ივლისი,   19:30

გრძელდება მოლაპარაკებები შეიარაღებულ ჯგუფთან. პოლიციის უფროსის მოადგილე აღნიშნავს, რომ ორი დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ფასდება, როგორც ძალიან მძიმე.

_______________________________________

17 ივლისი,  16:30

“თუკი ჩვენს მოწოდებებს ყურად არ იღებენ, ჩვენ მათ განეიტრალებას შევძლებთ, რადგან სწორედ ასე ექცევიან მკვლელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს მანამ, ვიდრე მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაჭრის იმედს არ დავკარგავთ,” – განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, უნან პოღოსიანმა.

მისივე თქმით, დაჭრილი პოლიციელების რიცხვი მანამდე აღნიშნულზე მეტია.

_____________________________________

17 ივლისი, 14:30 (სომხეთის დროით)

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეიარაღებული ამბოხის შედეგად დაღუპულია ერთი პოლიციელი, დაჭრილია ორი.

_________________________________________

17 ივლისი, 10:30 (სომხეთის დროით)

17 ივლისს ეროვნული უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს დილით ერებუნის თემის საპატრულო პოლიციის სამსახურის შენობის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს.

პოლიციამ ერევანში მდებარე ერებუნის რაიონში გზები გადაკეტა. არიან დაჭრილები როგორც პოლიციის, ისე ამბოხებულებს შორის.

დღეს დილით “დაფუძნებელი პარლამენტის” წევრმა, ვარუჯან ავეტისიანმა ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამხედრო ამბოხება დაიწყეს. მან ისიც აღნიშნა, რო მძევლებად პოლიციის უფროსის მოადგილეები – ვარდან ეღიაზარიანი და ვალერი ოსიპიანი აიყვანეს.

დამფუძნებელი პარლამენტის ლიდერი, ჟირაირ სეფილიანი დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით. მისი მომხრეები, რომლებმაც ამბოხება დაიწყეს, ითხოვენ, რომ ის მათთან მიიყვანონ და ამბობენ, რომ მხოლოდ მის ბრძანებებს დაემორჩილებიან.

მედიასაშუალებები იუწებიან, რომ შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგიანის გადადგომას ითხოვს.

გამოქვეყნდა: 17.07.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ