მომწოდებელი კომპანიები უკვე ბუნებრივი აირის შესანახი რეზერვუარების რაოდენობას ზრიდან, რათა მომავალში მწვავე დეფიციტი თავიდან აიცილონ" />

სომხეთი თხევადი აირის გარეშე დარჩა – ზემო ლარსის გზა ჩაიკეტა

მომწოდებელი კომპანიები უკვე ბუნებრივი აირის შესანახი რეზერვუარების რაოდენობას ზრიდან, რათა მომავალში მწვავე დეფიციტი თავიდან აიცილონ

სომხეთში, დიდთოვლობის გამო, „ზემო ლარის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თხევადი ბუნებრივი აირის შემოტანა არ შეუძლიათ. მძღოლები, რომლებსაც თავიანთ მანქანებზე თხევადი გაზისთვის განკუთვნილი ბალონები უდგათ, უკვე ერთი კვირაა, მათ შევსებას ვერ ახერხებენ.

რატომ გაჩნდა დეფიციტი?

სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის დეფიციტი რამდენიმე მიზეზით გაჩნდა. მთავარი – უამინდობაა. თხევადი გაზი ქვეყანას ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს. ერთადერთი გზა „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადის. 31 დეკემბრიდან, დიდთოვლობის გამო, ის ხშირად იკეტება. სამხრეთ სომხეთის გზები ასევე ძნელად სავალია, რის გამოც, გაზის ირანიდან მოწოდება რთულდება. საბოლოოდ, უკვე ორი კვირაა, სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირი არ შემოუტანიათ.

მეორე მიზეზია – თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნის გაზრდა. სულ უფრო მეტი მძღოლი ცდილობს თავიანთი მანქანების სპეციალური ბალონებით აღჭურვას, რადგან გაზი ბენზინზე იაფი ღირს.

მოსკოვი-სოხუმი/და-თბილისი-ერევანი

გაივლის თუ არა საქართველო- რუსეთის ტვირთების ტრანზიტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე?

რუსეთმა სომხეთისთვის ბუნებრივი აირი გააძვირა

რას ამბობენ მძღოლები?

მძღოლები, უკვე ერთი კვირაა, საწვავის პრობლემის წინაშე დგანან. ბევრ გაზგასამართ სადგურზე ნახავთ წარწერას „გაზი არ არის.“

 „დღეს რამდენიმე ადგილას ვიყავი. არსად გაზი არ არის. ბენზინის ჩასხმა მიწევს. და, უკვე რამდენიმე დღეა, ასეთი სიტუაციაა“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

გაზის არარსებობა პრობლემად იქცა არამხოლოდ მძღოლებისთვის, არამედ ქვეყნის იმ მოსახლეობისთვისაც, ვისი სახლებიც გაზიფიცირებული არ არის. ისინი გაზის ბალონების შევსებას ასევე ვერ ახერხებენ.

შედეგად, იმ გაზგასამართ სადგურებთან, სადაც თხევადი გაზი კიდევ იყიდება, უზარმაზარი რიგები დგება.

სიტუაცია შეიძლება მალე მოგვარდეს

შესაძლოა, სიტუაცია მალე მოგვარდეს. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი პერიოდულად იხსნება. ცნობილია, რომ თხევადი აირის ორი ცისტერნა ერევანში უკვე შევიდა, თუმცა მწვავე უკმარისობა ჯერ კიდევ იგრძნობა.

ერთ-ერთი მომწოდებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟირაირ აჰანეჯიანმა განაცხადა, რომ კიდევ ექვსი ცისტერნა შემოვა:

 „გაზი 31 დეკემბრიდან არ მიგვიღია, რადგან გზა გადაკეტილი იყო. ზემო ლარსთან დაკავშირებით პრობლემები მუდამ ჩნდებოდა, მაგრამ წელს უამინდობა გაგრძელდა. და ყველა მარაგი ამოგვეწურა. ამ დროის განმავლობაში ჩვენი გაზის შესანახი რეზერვუარების რაოდენობა გავზარდეთ. ასე რომ, მომავალში ამგვარი სიტუაცია აღარ უნდა დადგეს“.


ასევე წაიკითხეთ