ხანდაზმული ადამიანების უმეტესობა - ქალია. ისინი მამაკაცებზე, საშუალოდ, ექვსი წლით მეტ ხანს ცოცხლობენ" />

სომხეთის ყველაზე ხნიერი მაცხოვრებელი 115 წლისაა

ხანდაზმული ადამიანების უმეტესობა - ქალია. ისინი მამაკაცებზე, საშუალოდ, ექვსი წლით მეტ ხანს ცოცხლობენ

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

სომხეთში ასი წლის და  ას წელიწადს გადაცილებული 85 ადამიანი ცხოვრობს.  ეს მონაცემები სომხეთში “ხნიერი ადამიანების დღის”  წინა დღეს გამოაქვეყნეს. სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების  ხანდაზმული ადამიანების განყოფილების ხელმძღვანელმა, ანაიტ გევორგიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ყველაზე დღეგრძელი ადამიანი  გეგარკუნიკსკის ოლქში, სოფელ ერანოსში ცხოვრობს.

ანაიტ გევორგიანმა ასევე განაცხადა, რომ დღეგრძელი ადამიანების უმრავლესობა ტავუშისა და გეგარკუნსკის ოლქებში ცხოვრობს და ისინი ძირითადად ქალები არიან – ქალები მამკაცებზე, საშუალოდ, ექვს წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობენ.

1990 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1 ოქტომბერი ხნიერი ადამიანების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. პირველ ხანებში ეს დღე მხოლოდ ევროპაში აღინიშნებოდა, ხოლო 90-იანების ბოლოდან – უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის – სომხეთშიც.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ