ეს ფაშინიანის იმ მოთხოვნის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან თანამდებობების დატოვება ურჩია მათ, ვისაც ობიექტურობა არ შეუძლია " />

სომხეთის სასამართლო სისტემას ძველი კადრები ტოვებენ

ეს ფაშინიანის იმ მოთხოვნის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან თანამდებობების დატოვება ურჩია მათ, ვისაც ობიექტურობა არ შეუძლია

სომხეთის სასამართლო სისტემაში ძველი მოსამართლეები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ თანამდებობებს. 14 ივნისს გადადგომის მოთხოვნა წარადგინა უზენაესი საბჭოს ერთდროულად ორმა წევრმა – სერგეი მეგრიანმა და არმენ ბეკტაშიანმა. უზენაესი სასამართლოს საბჭო წარმოდგენილია 10 წევრით, რომელთაგან ექვსმა საკუთარ სავარძელზე უკვე უარი თქვა.

გადადგომას მოითხოვენ სასამართლო სისტემის სხვა წარმომადგენლებიც. 7 ივნისს თანამდებობაზე უარი განაცხადა თავად იუსტიციის მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა.

სომხეთში პირველად – სამუდამო პატიმრობამისჯილმა უმაღლესი განათლება მიიღო და იურისტი გახდა

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

რა არის გადადგომების მიზეზი

გადადგომების სერია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო.

 „ხალხი სასამართლო ხელისუფლებას აღიქვამს ყოფილი კორუმპირებული სისტემის ნარჩენად, სადაც მუდმივად ადამიანების წინააღმდეგ შეთქმულებები მუშავდებოდა და ხორციელდებოდა… ცხადია, რომ საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებებს სრულიად არ ენდობა, და ამას როგორც პრემიერ-მინისტრი კი არ ვამბობ, არამედ როგორც სომეხი ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც მათი სახელით გამოსვლის უფლება აქვს…“

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. თუ ამისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, ეს ცვლილებები შევა. თუკი საამისოდ რეფერენდუმის ჩატარება გახდა საჭირო, ის ჩატარდება.

ფაშინიანმა პუნქტებად ჩამოაყალიბა მომავალი ქმედებები, რომლებიც რეალურად დამოუკიდებელი, და არა მარიონეტული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენს:

  • უკლებლივ ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს ვეტინგი, ანუ კეთილსაიმედოობის შემოწმება;
  • ყველა ის მოსამართლე, რომლებსაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მცდარად აღიარებული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, უნდა გადადგეს;
  • ასევე – ის მოსამართლეები, რომლებიც თავადვე ათვითცნობიერებენ, რომ ობიექტურები ვერ იქნებიან.

ამის შემდეგ, სულ რაღაც ერთ კვირაში (24 მაისს) უზენაესი სასამართლო საბჭოს ხელმძღვანელი გაგიკ არუთიუნიანი გადადგა. ის ამ თანამდებობას 2018 წლის 5 მარტიდან იკავებდა, მანამდე,1996 წლიდან ის სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
გაგიკ არუთიუნიანის გადადგომის შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებები დათმო უზენაესი სასამართლო საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გევორგ დანელიანმა. მას მიჰყვა სომხეთის უზენაესი სასამართლო საბჭოს წევრი არმენ ხაჩატრიანი.

დამაგვირგვინებელ რგოლად იქცა  სერგეი მეგრიანისა და არმენ ბეკტაშიანის მიერ გადაგომის შესახებ თხოვნა.

რატომ ტოვებენ თანამდებობებს მაინცდამაინც საბჭოს წევრები

საქმე ისაა, რომ უზენაესი სასამართლო საბჭო სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს და ის სასამართლოებისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიისთვის არის მოწოდებული. აშკარაა, რომ საბჭოს წევრების გადადგომები მთავრობისა და მისი მეთაურის მხრიდან მთლიანად სასამართლო სისტემისა და მისი ცალკეული წარმომადგენლების მიმართ უნდობლობაზე პასუხს წარმოადგენს.

ევროპელი ექსპერტების მოსაზრება

მართლმსაჯულების რეფორმების სპეციალისტმა, ფონდ ევროპის პოლიტიკის „ღია საზოგადოების“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ისკრა კიროვამ განაცხადა:

 „სომხეთი მართლაც საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს. წინა ხელისუფლება სასამართლოების შემადგენლობას სრულად აკონტროლებდა. ყბადაღებული სასამართლო სისტემა ხელისუფლების ინტერესებს იმავე ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ემსახურებოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებსა და თავის ხალხს მკაფიოდ უნდა დაანახონ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ცვლილებების შესატანად სერიოზულად არიან განწყობილები და რეფორმის სწორი გზით გატარება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი“.

 ევროპელმა სპეციალისტებმა  სასამართლო სისტემის რეფორმირებაში სომხეთისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მათ შესთავაზა, რომ არამხოლოდ დაეხმარონ, არამედ პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღონ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ