მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ არ განუცხადებიათ" />

სომხეთის სამმა საპარლამენტო ძალამ დაადასტურა, რომ ხმას პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერ კანდიდატს მისცემს

მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, საკუთარი გადაწყვეტილება ჯერ არ განუცხადებიათ

სომხეთის ეროვნული საკრებულოს სამი ფრაქცია პემიერ-მინისტრობის ერთადერთ კანდიდატს, ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს აძლევს ხმას.

პაშინიანი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ 13 აპრილს დაწყებული ქუჩის აქციების ინიციატორი იყო. ამ აქციებში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. და 23 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოძრაობის ლიდერის, ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა წამოაყენა საპარლამენტო ფრაქცია „ელკმა“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, პაშინიანი „საერთო სახალხო“ კანდიდატია. დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელმაც ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუცია მოახდინა, პრემიერის თანამდებობაზე იმ კანდიდატის არჩევას მოითხოვდა, ვისაც ხალხი დაამტკიცებდა. და ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგის დროს საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა თავიანთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი დაასახელეს.

დღეს პაშინიანი ოთხივე საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა, და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრების დასასრულს სამმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა, რომ ხვალ, 1 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნებზე ხმას ნიკოლ პაშინიანს მისცემს.

საპარლამენტო უმრავლესობა – სომხეთის რესპუბლიკური პარტია – საკუთარ გადაწყვეტილებას ჯერ არ აცხადებს. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა ედუარდ შარმაზანოვმა თქვა, რომ პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას კენჭისყრის წინ გამოაცხადებს.

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად იმ შემთხვევაში იქნება არჩეული, თუკი მის სასარგებლოდ ხმას 105 დეპუტატისგან შემდგარი აბსოლუტური უმრავლესობა მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს დაითხოვენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის რესპუბლიკურმა პარტიამ კენჭისყრის დროს შეიძლება უბრალოდ თავი შეიკავოს და კვორუმი ჩაშალოს.

პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა უნდა მოაწეროს ხელი. და მან უკვე განაცხადა, რომ ბრძანებულებას ხელს მოაწერს, იმისდა მიუხედავად, თუ ვის აირჩევენ ეროვნული საკრებულოს დეპუტატები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ