შაჰინ გაჯიევმა, რომელიც აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „ტურანს“ წარმოადგენს, სომხეთის ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვა მიიღო" />

სომხეთის საგარეო უწყებამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აკრედიტაცია პირველად მისცა

შაჰინ გაჯიევმა, რომელიც აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „ტურანს“ წარმოადგენს, სომხეთის ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვა მიიღო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ მთავარი რედაქტორის, შაჰინ გაჯიევის სახელზე აკრედიტაცია გასცა.

ინფორმაცია ერევნიდან

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა უწყების გადაწყვეტილებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მისი მხრიდან [საუბარია შაჰინ გაჯიევზე- JAMnews] სომხეთში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადი გაკეთდა. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მისი თხოვნა დაკმაყოფილდა, და ის თავის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად სომხეთში ჩამოვიდა“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ასევე, რომ ეს უაღრესად პროფესიული ხასიათის ვიზიტია. აზერბაიჯანელი რედაქტორის განაცხადი ბუნებრივ მოვლენად ფასდება – უწყება უცხოელი ჟურნალისტებისგან ამგვარ განაცხადებს ყოველდღიურად იღებს.

 • სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ იმსჯელეს

• სომხეთის ჯარის განვითარებაში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის პირველი ინტერვიუ

შაჰინ გაჯიევმა სომხეთში პირველი ინტერვიუს აღება უკვე მოასწრო. სპიკერი სომხეთის ეროვნული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი ტევან პოღოსიანი იყო. მან სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაპირებით, მისი ნათქვამის შინაარსი არ დამახინჯდება.

ფოტო ტევან პოღოსიანის Facebook-ის გვერდიდან

ინფორმაცია ბაქოდან

სააგენტო „ტურანი“ იუწყება, რომ ეს მოგზაურობა აზერბაიჯანისა და სომხეთის შესაბამის ორგანოებთან იყო შეთანხმებული. ასევე აღინიშნება, რომ ერევანში შაჰინ გაჯიევი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება. მოგზაურობის შედეგი ყარაბაღის საკითხის მოგვარებასა და რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ თემებზე გადაღებული ვიდეოები და წერილობითი რეპორტაჟები იქნება.

სააგენტო „ტურანმა“ ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ამ ინფორმაციის გამოყენებისას არ დაამახინჯონ ის და არაფერი დაუმატონ.

სააგენტო „ტურანის“ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“ – ყოფილ სსრკ-ში არსებული ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი და უძველესი  აზერბაიჯანული სააგენტოა. ის 1990 წლის მაისში ბაქოში ჟურნალისტების ჯგუფის მიერ დაარსდა. 2017 წელს, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გამო, დროებით დაიხურა და ორი თვის შემდეგ ისევ ამუშავდა. ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა (CPJ) ის აზერბაიჯანში ერთადერთ დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოდ დაასახელა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ