კარი ერთი წლის წინათ მაშინ დაიმტვრა, როდესაც ფაშინიანი და მისი მომხრეები პირდაპირი ეთერის მოთხოვნით შენობაში შეიჭრნენ" />

სომხეთის პრემიერმა რადიოს დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი რადიოს კარი გაარემონტა

კარი ერთი წლის წინათ მაშინ დაიმტვრა, როდესაც ფაშინიანი და მისი მომხრეები პირდაპირი ეთერის მოთხოვნით შენობაში შეიჭრნენ

სომხეთში დღეს რადიოს დღეს აღნიშნავენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერიდან  დღესასწაული სომხეთის ყველა რადიოჟურნალისტს მიულოცა. ერთი წლის წინათ, „ხავერდოვანი“ რევოლუციის დროს, სწორედ აქ, ფაშინიანი უშედეგოდ ცდილობდა პირდაპირი ეთერის მიღებას. მაგრამ ამ დროს ელექტროენერგია გამორთეს და ფაშინიანი სიტყვით საზოგადოებრივი რადიოს შენობიდან, თუმცა იმ სხვა მედიების ეთერით გამოვიდა, რომლებიც შენობაში მასთან და მის თანამოაზრეებთან ერთად შეიჭრნენ.

ყველა დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ შეიჭრა ოპოზიცია საზოგადოებრივი რადიოს შენობაში პირდაპირი ეთერის მოთხოვნით  

პრემიერის მობოდიშება

საეთერო სტუდიაში შესვლამდე ნიკოლ ფაშინიანი იმ კარის შეკეთებაში ჩაება, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ერთი წლის წინ თავად დააზიანა.

ეს იყო სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ხელისუფლების განახლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი. და როგორც მაშინ თავად ფაშინიანმა თქვა, მოძრაობის მხარდამჭერი ადამიანების რაოდენობა იმდენი არ იყო იყო, რაც მიზნის მისაღწევად იყო საჭირო. ამიტომ, „ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერმა აქტუალურად მიიჩნია, რომ ყველა შესაძლებლობა, კერძოდ კი – პირდაპირი ეთერი გამოეყენებინა, რათა ინფორმაცია ადამიანების დიდ რაოდენობამდე მიეტანა და ისინი ქუჩებში გამოეყვანა:

 „გასულ წელს მე შევიჭერი [საზოგადოებრივ რადიოში], რისთვისაც რამდენჯერმე მოვიბოდიშე. კიდევ მინდა ეს გავაკეთო – ბოდიში მოვუხადო ყველა იმ თანამშრომელს, ვისაც მაშინ უხერხულობა შევუქმენი“.

საზოგადოებრივი რადიოს ისტორია

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო ქვეყნის მთავარ რადიოსადგურად მიიჩნევა.

ერევანში რესპუბლიკური მნიშვნელობის რადიოსადგურის შექმნის გადაწყვეტილება სომხეთის კომიტეტმა სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა 1925 წლის 25 თებერვალს მიიღო. საცდელი მაუწყებლობა 1926 წლის სექტემბრიდან დაიწყო, იმავე წელს დაიწყო მუდმივი მაუწყებლობაც.

1990-იანი წლების დასწყისში სომხეთის სახელმწიფო რადიო საზოგადოებრივად გარდაიქმნა.  სომხური ენის გარდა, ის სომხეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს. ქვეყნის ტერიტორიის გარეთ საერთაშორისო მაუწყებლობა – თანამგზავრული კავშირით, ასევე ონლაინ – საზოგადოებრივი რადიოს ვებგვერდის საშუალებით არის უზრუნველყოფილი 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ