ინიციატივის მიზანი: ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი გადაუწყვეტელია" />

ფაშინიანის მეუღლე აზერბაიჯანელ ქალებს მოუწოდებს, რომ მის მშვიდობიან ინიციატივას შეუერთდნენ

ინიციატივის მიზანი: ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი გადაუწყვეტელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკოპიანი გამოდის ინიციატივით „ქალები მშვიდობისთვის“ და აზერბაიჯანელ ქალებს მოუწოდებს, რომ ამ აქციას შეუერთდნენ.

დაწვრილებით ანა აკოპიანის ინიციატივის შესახებ

2018 წლის დემოკრატიის ინდექსი: სომხეთი წინ მიდის, საქართველო პოზიციებს თმობს, აზერბაიჯანი იმავე ადგილზეა

რა მოხდა ჰოჯალიში. ნაწყვეტი თათულ აკოპიანის წიგნიდან „ყარაბაღული დღიური: მწვანე და შავი“

განცხადება აშშ-ს კონგრესსა და „კარნეგის“ ფონდში

სომხეთის რევოლუციის ლიდერისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის მეუღლე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. აშშ-ს კონგრესმენებთან და „კარნეგის“ ფონდის ექსპერტებთან გამართული შეხვედრების დროს ანა აკოპიანი საკუთარი ინიციატივის „ქალები მშვიდობისთვის“ შესახებ ლაპარაკობდა. მან თავისი კამპანიის არსი განმარტა:

“როგორც ქალსა და დედას, მჯერა, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეა. კონფლიქტში მრავალი ახალგაზრდა იღუპება. ჩვენი ინიციატივის მიზანს ამ სიკვდილის აღკვეთა წარმოადგენს“.

ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად აუცილებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ქალები გაერთიანდნენ:

 „თუკი ქალები გაერთიანდებიან და იტყვიან, – ნუ მოკლავთ ჩვენს შვილებს; თუკი იტყვიან, – ძალები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსინჯეთ, – მაშინ მათი ხმა ყველას მიწვდება“.

სომხეთის პრემიერის ცოლს მიაჩნია, რომ რევოლუციის „ხმამ“ სომხეთის საზღვრებს გარეთ გააღწია და სხვა ქვეყნებამდე მივიდა, მათ შორის – აზერბაიჯანამდეც.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადება:

„სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ინიციატივას  მხარი დაუჭირა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სტანისლავ ლაიჩაკმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ქალებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ:

 „ჩვენ მთელი გულით გვწამს სამშვიდობო პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელოვნება. ქალები კონფლიქტის მოგვარების პროცესს ახლებურ იმპულსს სძენენ, და ჩვენ მშვიდობის დამყარებაში მათ ჩართვას მხარს ვუჭერთ“.

დაწვრილებით ანა აკოპიანის ინიციატივის შესახებ

თავის ინიციატივის „ქალები მშვიდობისთვის“ შესახებ ანა აკოპიანმა პირველად 2018 წლის ივლისში განაცხადა. მან თავისი იდეა ცნობილ რუს ქალებთან შეხვედრისას წარადგინა და შესთავაზა მათ, რომ მის კამპანიას შეერთებოდნენ.

მაშინ ამ ინიციატივას შეუერთდნენ მწერალი ლუდმილა ულიცკაია, სახელმწიფო დუმის დეპუტატი სვეტლანა ჟუროვა, პარტია „ქალერი დიალოგის“ ლიდერი ელენა სემერიკოვა, საქველმოქმედო ფონდის „მოხალისეები ობოლი ბავშვების დასახმარებლად“  პრეზიდენტი ელენა ალშანსკაია, საზოგადო მოღვაწე ანა ფედერმესერი, ტელეწამყვანი კირა ალტმანი, კინოდოკუმენტალისტი ეკატერინა გორდეევა, პროდუსერი ელინა არზუმანოვა, ფონდის „ოცნების თხილამურები“ ხელმძღვანელი ანა შილოვა.

JAMnews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ანა აკოპიანმა თავის კამპანიასა და ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნის ქალების ჩართვაზე ილაპარაკა:

 „ ეს ძალიან კონკრეტული მესიჯია, და მას სამშვიდობოსაც კი ვერ დაარქმევ. არსი ისაა, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანური დანაკარგი, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი მოუგვარებელია, და ვიდრე მოგვარების ის ვარიანტი არ მოძებნილა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ეს კი რთული საკითხია, და ყველას გვესმის, რომ მისი გადაწყვეტა, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაიწელოს. ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტა რომ შეიძლებოდეს, საზღვართან წელიწადში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის მოკვლით რაიმე შედეგი რომ მიიღწეოდეს, მიზანთან უკვე ახლოს ვიქნებოდით“.

ის ქალები, რომლებიც შეუერთდნენ ინიციატივას „ქალები მშვიდობისთვის“ 2018 წელს მთიან ყარაბაღში იმყოფებოდნენ. იქ მათ მშვიდობისკენ თავიანთი მოწოდებები უკვე გამოთქვეს. ისინი ამავე მოწოდებებით გამოსვლას აზერბაიჯანის საზღვარზეც აპირებდნენ. თუმცა, ყარაბაღში ჩასვლის შემდეგ ისინი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში აღმოჩნდნენ – როგორც ის პირები, ვინც ყარაბაღში სომხეთის მხრიდან ჩავიდა. ახლა მათ აზერბაიჯანში ჩასვლა აკრძალული აქვთ. ასე რომ, ისინი იმავე სამშვიდობო მოწოდებებით აზერბაიჯანში გამოსვლას ვერ შეძლებენ.


ასევე წაიკითხეთ