მისი ხელმოწერა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედს გადაწყვეტს" />

სომხეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ინსტიტუტის პრემია მიიღო

მისი ხელმოწერა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედს გადაწყვეტს

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს ნიუ-იორკში „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ინსტიტუტის პრემია მიენიჭა. მას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, ინსტიტუტის თანადამფუძნებლის, ამერიკელი დიპლომატის, ჯონ ედვინ მროზის სახელობის პრემია გადაეცა.

რით აღმოჩნდა  გამორჩეული სომხეთის პრეზიდენტი

არმენ სარგსიანს პრემია მიენიჭა „სახელმწიფო მოღვაწის მრავალწლიანი კარიერისა და პირადი მიღწევებისთვის, ასევე მის მიერ მსოფლიო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ როს პერომ საზეიმო ცერემონიაზე თავის გამოსვლაში განაცხადა:

 „ასეთ დროს, როდესაც სომხეთი გარდაქმნების ეტაპს გადის, სარგსიანს ევალება, რომ სტაბილურობა დაიცვას და თავის ქვეყანას საკუთარი ხედვა წარუდგინოს, რომელიც , დარწმუნებულები ვართ, რომ მას უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ მომავლამდე მიიყვანს.

 „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ინსტიტუტი იმ ნოვატორული და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების განვითარების ერთგული რჩება, რაც ჩვენი დროის პრობლემების გადაწყვეტისა და მომავალი გამოწვევებისთვის მომზადებისკენაა მიმართული. ისეთი პიროვნებები, როგორიც სარგსიანია, ჩვენს ძალისხმევას შესაძლებელს ხდიან“.

პრეზიდენტმა სარგსიანმა მადლიერება გამოხატა მსოფლიოს ერთ-ერთი „გონებრივი ცენტრის“ (thinktank) პრესტიჟული ჯილდოს გამო :

 „21-ე საუკუნე – ეს არის ეპოქა, როდესაც ყველაფერს ახალი იდეები განსაზღვრავს, მათი ახალი გამოკვლევები – ვინც უფრო სწრაფია, ახალგაზრდა – ასაკის მიუხედავად, ენერგიული. ასეთი იქნება 21-ე საუკუნე, და პოლიტიკაც სხვაგვარად განხორციელდება. მჯერა, რომ 21-ე საუკუნე სომხეთის საუკუნეა, და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მიხარია, რომ სომეხი ხალხის ნაწილი ვარ…

ეს დიდებული ჯილდო გამახსენებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი… მე საკუთარი ხალხისა და ქვეყნისადმი სამსახურის ვალდებულება მაკისრია, იმ ქვეყნისადმი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი იქნება“.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ინსტიტუტის პრემია მიენიჭათ ასევე ძველი დროის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს:აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს, ჩეხეთის პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს, გერმანიის კანცლერს ჰელმუტ კოლს.

რა ელის არმენ სარგსიანს ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ

არმენ სარგსიანის ნიუ-იორკში ვიზიტი სომხეთში პოლიტიკური კრიზისის დასაწყისს დაემთხვა.

პარლამენტმა მიიღო „ეროვნული საკრებულოს რეგლამენტის შესახებ“ კანონში შესატანი შესწორებები, რომლებიც  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გააძნელებს. ამ არჩევნების ჩატარებას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოითხოვს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება იმით აიხსნება, რომ ახლანდელი პარლამენტი პოლიტიკურ ძალთა რეალურ მდგომარეობას არ ასახავს, არ არის ლეგიტიმური და ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ასევე ვებგვერდზე ნახავთროგორ  შეეცადა ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტზე კონტროლის შენარჩუნებას და ვადამდელი არჩევნების არდაშვებას

პრემიერმა, ისევე როგორც გაზაფხულის რევოლუციის დღეებში, ქუჩებში ისევ ათობით ათასი თავისი მომხრე გამოიყვანა და ყოფილი მმართველი პარტიის დეპუტატებთან მოსალაპარაკებლად გაემართა; რადგან სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული იმ შესწორებების მიღება, რაც ვადამდელ არჩევნებს ბლოკავდა.

მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერმა მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეებს აცნობა, რომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების მიღწევა მოხერხდა – ყოფილი ხელისუფლება და მისი ახლანდელი მომხრეები არჩევნების ჩატარებას არ ჩაშლიან. მაგრამ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა მეორე დღესვე განაცხადეს, რომ არანაირი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ვებგვერდზე ასევე ნახავთსომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიზეზები და მისგან თავის დაღწევის გზები 

ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც არჩევნების ბედი – პრეზიდენტ არმენ სარგსიანის ხელშია.  მას შეუძლია ხელი მოაწეროს კანონპროექტს და ის ძალაში შევა. ამით ისარგებლებენ საპარლამენტო ძალები, რომლებმაც ეს შესწორებები საკუთარი მანდატების შესანარჩუნებლად მიიღეს.

მაგრამ სომხეთში დღეს აქტიურად განიხილავენ პრეზიდენტის სხვა შესაძლო ნაბიჯსაც. მას შეუძლია შეაჩეროს კანონპროექტი და ის საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დასადგენად გადაგზავნოს. ეს დრო კი საკმარისი იქნება პარლამენტის  დასათხოვად, და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მისაღწევად.

რა პოზიცია უკავია არმენ სარგსიანს

არმენ სარგსიანმა უკვე განაცხადა, რომ სომხეთში დაბრუნების შემდეგ აპირებს, რომ პოლიტიკურ ძალებთან მსჯელობა დაიწყოს.

იმ საკითხზე, მოაწერს თუ არა სარგსიანი ხელს კანონპროექტს, სომხეთის მედიაშიც მსჯელობენ.

გამოცემა „ლრაგირის“ პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი მიიჩნევს, რომ  სომხეთის პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩაიდენს, თუკი ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს:

 „თუკი არმენ სარგსიანი ამ კანონპროექტს ხელს მოაწერს, ის ფაქტობრივად გააუფასურებს ამ პრემიას. სახელმწიფო მოღვაწეს არ შეუძლია ხელი მოაწეროს იმ კანონპროექტს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი მოხელეების მიერ არის ინიცირებული“.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯზე არ წავა, რადგან ეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას გამოიწვევს.

როგორ გახდა არმენ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი

არმენ სარგსიანი ქვეყნის პრეზიდენტად საყოველთაო სახალხო კენჭისყრით არ აურჩევიათ, არამედ ის პარლამენტის დეპუტატებმა აირჩიეს. მისი კანდიდატურა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა – რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, სერჟ სარგსიანმა წამოაყენა.

რევოლუციის დღეებში არმენ სარგსიანი ოპოზიციის დეპუტატისა და საპროტესტო მოძრაობის ლიდერ ფაშინიანსა და სერჟ სარგსიანს შორის მოლაპარაკებების დროს შუამავლობას სწევდა.


ასევე წაიკითხეთ