ამ პრინციპის დარღვევა ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას ხელს არ უწყობს" />

სომხეთის პრეზიდენტი: სამხედრო ურთიერთობები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს შორის პრიორიტეტულია

ამ პრინციპის დარღვევა ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას ხელს არ უწყობს

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2000 წელს მიღებულია განცხადება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები პრიორიტეტს წარმოადგენს არაწევრ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებსა და  კონტაქტებთან შედარებით“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპის დარღვევა ხელს არ შეუწყობს ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას, საჭიროა შეთანხმებების  სრულად დაცვა და შესრულება, და არა – სიტუაციიდან გამომდინარე თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება.

არსებითად, ორგანიზაცია, რომელიც წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნევლყოფისთვის უნდა იყოს მოწოდებული, თვის ფუნქციას არ ასრულებს: კერძოდ, არ გაუწევია თანადგომა, როდესაც ყირგიზეთში რევოლუცია ხდებოდა, და ამ ქვეყნის პრეზიდენტმა 2010 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარების  თხოვნით მიმართა. ასევე, არანაირად არ გამოვლენილა ორგანიზაციის როლი არც ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის პერიოდში – როგორც 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ისე 2016 წლის აპრილის მოვლენების დროს.

 „კუხო“  ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1992 წელს შეიქმნა, სსრკ-ს დაშლისთანავე.  აბრივიატურა ასე იკითხება – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა ძალიან სწრაფად დატოვეს მისი რიგები, და ახლა ამ ორგანიზაციაში ექვსი წევრი-ქვეყანაა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,  რუსეთი და ტაჯიკეთი.   

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ