დაბრუნებული თანხის ნაწილი რეგიონების განვითარებას მოხმარდება " />

სომხეთის მთავრობამ კორუფციასთან ბრძოლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 42 მილიონი დოლარი დაუბრუნა

დაბრუნებული თანხის ნაწილი რეგიონების განვითარებას მოხმარდება

ორუფციასა და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის შედეგად მოცემულ მომენტში სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში 22 მილიარდ 622 მილიონი დრამის (დაახლოებით 42 მილიონი დოლარი) დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ეს თანხა თვენახევრის მუშაობის შედეგად სამართალდამცავი ორგანოების მიერ მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების ხაზით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში დაბრუნდა.

პრემიერმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ ამაში უკანონოდ გამდიდრების ან ქონების მითვისების საქმეები არ შედის:

 „ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში სერიოზულ სახსრებს დავაბრუნებთ, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ ზარალს ბოლომდე ავანაზღაურებთ, და ჩვენი სიტყვების უკან წაღებას არ ვაპირებთ. გვიხარია, რომ მოცემულ საკითხში ყველა ორგანო საკმაოდ კოორდინირებულად მუშაობს“.   

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავიდ ანანიანმა განაცხადა, რომ კორუფციული მხილებები გაგრძელდება:

„73 სამეურნეო სუბიექტის შემოწმების შედეგად 20 მილიარდ 622 მილიონი დრამის ოდენობის თანხა გამოვლინდა. ამავდროულად მთლიან თანხაზე ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ თანხიდან დღეისთვის ბიუჯეტში მხოლოდ დაახლოებით  800 მილიონი დრამია (1,5 მილიონ დოლარზე მეტი) ასახული, 12,7 მილიარდი დრამი (26 მილიონ დოლარზე მეტი) – წარმოდგენილია ბიუჯეტში ჩასარიცხად, ხოლო 7 მილიარდი დრამი (დაახლოებით14.5 მილიონი დოლარი) – წინასწარი გათვლებია, რომელიც ჯერ კიდევ  საგამოძიებო სამსახურების მიერ განიხილება, და შესაძლოა, მისი ზრდის ტენდენცია გამოვლინდეს“.

მთავრობა აპირებს, რომ ამ თანხიდან  10 მილიარდი დრამი (დაახლოებით 20 მილიონი დოლარი) რეგიონების განვითარებისკენ მიმართოს. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ადამიანებმა საკუთარ ცხოვრებაში უნდა იგრძნონ რეალური ცვლილებები:

 „ქვეყანაში ატმოსფეროს შეცვლისა და კორუფციასთან ბრძოლის გარდა, მოსახლეობამ პრაქტიკულად უნდა დაინახოს საკუთარ რეგიონებში შედეგი. ფაქტობრივად, იმის გათვალისწინებით, რომ სუბვენციები (სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადგილობრივი ორგანოებისთვის გაწეული ფულადი დახმარების სახე, რომელიც გარკვეული ვადითა და კონკრეტული მიზნებით გამოიყოფა – JAMnews) თავად თემების თანადაფინანსებით წარედგინებათ, მოსალოდნელია, რომ შედეგად რეგიონებში დაახლოებით  30 მილიარდი დრამი (დაახლოებით 62 მილიონი დოლარი) გადაირიცხება.  ეს სერიოზული თანხაა, რაც გარკვეული ცვლილებების მიღწევის  საშუალებას მოგვცემს“.


ასევე წაიკითხეთ