2016 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კარენ კარაპეტიანის დანიშვნით ადამიანების უკმაყოფილებამ იკლო, თუმცა ხელისუფლებამ მოგებული დროით არ ისარგებლა" />

სომხეთის მოქმედი ხელისუფლება მომავალ მთავრობას უამრავ პრობლემას უტოვებს

2016 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კარენ კარაპეტიანის დანიშვნით ადამიანების უკმაყოფილებამ იკლო, თუმცა ხელისუფლებამ მოგებული დროით არ ისარგებლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა დღეს მთავრობის ბოლო სხდომა ჩაატარა. 2016 წლიდან მთავრობის ხელმძღვანელი კარაპეტიანი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა და მინისტრებს შესთავაზა, გაწეული საქმიანობის თაობაზე საზოგადოებისთვის მოეხსენებინათ.

8 მაისს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ახალი პრემიერი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს. წინა, პირველ მაისს ჩატარებულ პირველ ტურში სახალხო კანდიდატმა ნიკოლ პაშინიანმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. საპარლამენტო უმრავლესობა ხელისუფლების დასათმობად მზად არ იყო.

 

 დაუმორჩილებლობის მოძრაობამ ქუჩები ისევ გადაკეტა, როგორც ეს ხელისუფლების წინააღმდეგ 13 აპრილს დაწყებული აქციების დროს ხდებოდა. ამჯერად გადაიკეტა ასევე სახელმწიფოთაშორისი გზები, მუშაობა შეწყვიტა აეროპორტმა. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხდა, რომ პაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა.

JAMnews-თან საუბრისას ეკონომისტმა აიკ ბალანიანმა თქვა, რომ ყოფილ აღმასრულებელ ორგანოს შუძლია, რომ საზოგადოებას უკვე არავითარი მოხსენება აღარ წარუდგინოს, პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა კი ახალ ხელისუფლებას „ცუდი“ მემკვიდრეობა დაუტოვა.

ექსპერტების თქმით, კარაპეტიანმა ვერ შეძლო იმ პრობლემების მოგვარება, რაც მას მემკვიდრეობით ერგო და თავისი მუშაობის წლებში კიდევ ახლებიც დაუმატა, ახლა კი ეს ყველაფერი ახალ პრემიერ-მინისტრს გადაეცემა:

კარენ კარაპეტიანის მთავრობა ხელისუფლების ახალ ხელმძღვანელს 7 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალს უტოვებს. ეს მთავრობა ყველა სფეროში უსასრულოდ ბევრ პრობლემას ტოვებს. რასაკვირველია, ეს სულ მთლად კარაპეტიანის ბრალი არ არის, თუმცა კრიზისის შექმნაში მან დიდი როლი ითამაშა“.

რეალობად ვერ იქცა ვერც ერთი დაპირება და განცხადება, რასაც კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე და მას შემდეგაც იძლეოდა. 2016 წლის საკმაოდ ძლიერი დაძაბულობის დროს მან უბრალოდ ხელისუფლება გადაარჩინა [იგულისხმება ყარაბაღისა და აზერბაიჯანის გამყოფ ზოლზე აპრილის სამხედრო მოქმედებები – JAMnews], თავის დადებითი იმიჯით ადამიანები დააწყნარა. [და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მოუტანა, თუმცა ეს დრო თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენა – JAMnews].

ეკონომისტი მიიჩნევს: ხელისუფლებას ორი წლის წინათ კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრად რომ არ დაენიშნა, ახლანდელი საზოგადოებრივი პროტესტი უფრო ადრე მოხდებოდა. მისმა დანიშვნამ საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების მოლოდინი გააჩინა და  აფეთქება გადაავადა.

თუმცა, აიკ ბალანიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ, რომელმაც კარაპეტიანის დანიშვნით ტაიმ აუტი აიღო, ეს დრო პრობლემების გადასაწყვეტად არ გამოიყენა.

დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა კაბინეტს უკანასკნელი განკარგულება მისცა: ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ.


ასევე წაიკითხეთ