მათი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა სომხეთიდან მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე მთელი 2018 წლის განმავლობაში" />

რუსული წყაროების მიხედვით, სომხეთიდან მოქალაქეთა გადინებამ ისევ იმატა

მათი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა სომხეთიდან მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე მთელი 2018 წლის განმავლობაში

რუსეთის გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რუსეთში სომეხი მიგრანტების რაოდენობამ იმატა. 2019 წლის მაჩვენებელი წინა ათი წლის მონაცემებზე მაღალია. პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთმა სომხეთიდან მეტი მიგრანტი მიიღო, ვიდრე მთელი გასული წლის მანძილზე.

რატომ აღარ აძლევს ხელს სომეხ მუშახელს რუსეთში გამგზავრება?

ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტები სახლში იმაზე მეტ ფულს აგზავნიან, ვიდრე ისინი, რომლებიც რუსეთში მუშაობენ

 კონკრეტული ციფრები

რუსეთის გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის მიგრაციული მატება მთლიანად 98 ათას ადამიანს შეადგენს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 57,1 ათასს შეადგენდა.

ყველაზე მეტად სომხეთიდან და უკრაინიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა.

თუკი 2018 წელს იანვარი-აპრილის განმავლობაში სომხეთიდან რუსეთში 4900 მიგრანტი ჩავიდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2,5-ჯერ მეტად გაიზარდა, და 12 800 ადამიანი შეადგინა.

 „ეს ტაჯიკეთის შემდეგ მეოთხე მაჩვენებელია – 31 ათასი, ყაზახეთის – 26 500 და უკრაინის – 14 800“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 2019 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ტერიტორიაზე სომხეთის 490 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

              რას ფიქრობენ ექსპერტები რუსეთსა და სომხეთში

რუს ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ მიგრაციის ზრდა ამდენად მაღალი იყო.

 „ამის მიზეზები [მკვეთრი მიგრაციული მატება ბევრი ქვეყნიდან] გაუგებარია. ვფიქრობ, რომ მიგრაციის აღრიცხვის ან მიგრაციული ინფორმაციის დამუშავების სისტემამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, რომელთა შესახებ ჩვენ ჯერ არ ვიცით, რადგან როსსტატი ამის შესახებ არაფერს გვაცნობებს. ეს რაღაც არაბუნებრივი ზრდაა“, – ამბობს დემოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკიტა მკრტიჩიანი.

სომეხი ექსპერტები მაჩვენებელთა შესაძლო მატების მიზეზების განმარტებას ცდილობენ. ერევნის პრეს-კლუბის თავმჯდომარე ბორის ნავასარდიანი მიიჩნევს, რომ თავისი როლი შეასრულა ტრადიციულმა სეზონურმა მიგრაციამ, ასევე – ქვეყანაში მოსალოდნელი გარდაქმნების ტემპით მიღებულმა იმედგაცრუებამაც.

 „ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვარგარეთ კარგად არ იყო მოწყობილი, რევოლუციამ შთაგონება მისცა[საუბარია „ხავერდოვან“ რევოლუციაზე, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა – JAMnews]. მათ გაუჩნდათ იმედი, რომ სომხეთში ბევრად უკეთ შეიძლება ცხოვრება. მაგრამ, რადგანაც ის ცვლილებები, რასაც ისინი ელოდნენ, არ მოხდა ან განხორციელება ვერ მოასწრო, ბოლო წლებში არსებული ტენდენცია უბრალოდ განახლდა. და ახლა ადამიანები მზისქვეშეთში თავიანთ ადგილს უკვე სომხეთის გარეთ ეძებენ“.   

       პრემიერ-მინისტრი დადებითი ბალანსის შესახებ

ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობის შესახებ ჩანაწერი გააკეთა. მან დაწერა, რომ იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც სომხეთი 2018 წლის 1 იანვრიდან 25 დეკემბრამდე დატოვა, და მათ რაოდენობას შორის სხვაობამ, ვინც იმავე პერიოდში სომხეთში ჩამოვიდა, პლუს 20 713 შეადგინა:

„გასული წლის მონაცემები მინუს 25 932 იყო. ანუ, ქვეყნიდან 25 932 ადამიანით მეტი გაემგზავრა, ვიდრე ჩამოვიდა“.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

სოციალური ქსელებში ადამიანების აზრი გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები ძალიან გადაჭარბებულია – სინამდვილეში არც ისე ბევრი ადამიანი მიემგზავრება, სხვები კი ამ მაჩვენებლის ზრდაში უკვე ახალ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აი, ზოგიერთი კომენტარი:

 „სამაგიეროდ, სომხეთში ინდოელებს ძლიერი კონკურენცია არ ექნებათ. მალე უვიზო რეჟიმიც იქნება – და კიდევ უფრო მეტნი გახდებიან“.

 „ეს ფაშინიანს უნდა წარედგინოს, როდესაც ამბობს, რომ სამუშაო არის, მაგრამ იმას არ ამბობს, თუ ამ სამუშაოში რას იხდიან! ადამიანები იდიოტები ჰგონიათ“!

 „სისულელეებს ნუ ჰყვებით! ადამიანები უბრალოდ სეზონური გამომუშავებისთვის მიდიან და მალე დაბრუნდებიან!“

 „სადაც არ უნდა გაემგზავრონ, საბოლოოდ ყველა დაბრუნდება. ადამიანებს ესმით, რომ სომხეთზე უკეთეს ადგილს ვერსად ნახავენ. თანაც, იქ ხელგაშლილი არავინ ელოდებათ!“

 „რუსეთში ცხოვრება უკვე ისეთი კარგი აღარაა, როგორც ადრე იყო, ვინც ჩამოდის, 500 მანეთად მუშაობა არ უნდათ, და უკან მიემგზავრებიან“.


ასევე წაიკითხეთ