არქეოლოგები ამ გადაწყვეტილებას ნონსენსად მიიჩნევენ" />

სომხეთის კულტურის სამინისტრო უძველესი მღვიმეების გაქირავებას აპირებს

არქეოლოგები ამ გადაწყვეტილებას ნონსენსად მიიჩნევენ

5 წლით გასაქირავებლად კონკურსზე გატანილია 4 მღვიმე და 1 მღვიმეთა კომპლექსი. კულტურის სამინისტრო ამ გზით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ვარაუდობს. მღვიმეების გასაქირავებლად გამართულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უცხოელ იურიდიულ პირებსა და კერძო მეწარმეებსაც შეეძლებათ. ნათქვამია, რომ კონტრაქტის პირობების სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გამარჯვებულს შეეძლება კონტრაქტის ვადები მომდევნო 20 წლით უკონკურსოდ გააგრძელოს.

სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მღვიმეების გაქირავების გადაწყვეტილება „აბსურდად და უვიცობად“ მიაჩნიათ. იმის მიუხედავად, რომ კონკუსში მონაწილეობის მოთხოვნების თანახმად, ყველა პრეტენდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც მღვიმეებში ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად, ასევე ცხოველთა და მცენარეული სამყაროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარდება.

მათ მოვალეობაში აგრეთვე შევა ისტორიული ძეგლების დაცვა, რისთვისაც მათ წინასწარ მოუწევთ მღვიმეების მდგომარეობის დაწვრილებით შესწავლა, და აუცილებლობის შემთხვევაში, დამთვალიერებელთა რაოდენობის თავიდანვე შეზღუდვა.

სომხეთის მედიამ წარმოადგინა გასაქირავებელი მღვიმეების სია და მათი მცირე აღწერილობა.“მაგელანის მღვიმე“ მდებარეობს ვაიოცძორის ოლქში. მისი სიგრძე -1,7კმ-ია. ეს გამოქვაბული ცნობილია ბიოლოგიური ნაირსახეობებით. აქ ბინადრობენ სომხეთის წითელ წიგნში შესული ცხოველები, ასევე „ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის“ წითელ სიაშია შეტანილი ღამურები.

„ჩიტების მღვიმე“ სომხეთის იმ მხარეში მდებარეობს, რომელიც ღვინოებით არის გამორჩეული. მისი ფართობი 400 – 600 კვ.მ-ია. უძველეს დროში ეს გამოქვაბული წარმოადგენდა დასახლებას, რაზეც მოწმობს აქ აღმოჩენილი გვიანი

 

 

მენეოლითის, ანუ ბრინჯაოს ხანის კულტურის ნიმუშები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5-4 ათასწლეულით არის დათარიღებული. ის მსოფლიოში აქამდე აღმოჩენილ გამოქვაბულებს შორის უძველესია. არქეოლოგებმა აქვე აღმოაჩინეს ტყავის ყველაზე ძველი ფეხსაცმელი, რომელიც 6 ათასი წლის არის. “დათვის მღვიმე“ – ყველაზე დიდი მღვიმეა სომხეთში, მისი სიგრძე 3,5 კილომეტრია. აქ ბინადრობენ ჩიტები – „Rhinolophus Euryale“, რომლებიც ასევე შეტანილია სომხეთის წითელ წიგნში.

„მოზროვის“ მღვიმე ასევე ვაიცზორის ოლქში მდებარეობს. ის ჰიდროთერმული წარმოშობისაა. გამოქვაბულის კედლები და თაღები კალციტის კრისტალების ქერქით არის დაფარული. აქ Rhinolophus ferrumequinum და Myotis mystacinus-ის სახეობის ჩიტები ბუდობენ.

 

 

მღვიმე „ქვის კარი“ შუა საუკუნეების ძეგლია. მე-6-8 საუკუნეებში მღვიმის კედლებში საიდუმლო სამალავები და სურსათის საწყობები იყო. ხოლო მე-10 საუკუნემდე აქ ადამიანები ცხოვრობდნენ.

 

 

 

არქეოლოგები განსაკუთრებული სიფაქიზით ეკიდებიან „ჩიტის“ მღვიმეს. მათი აზრით, ამ მღვიმეში ტურისტების ნაკადის შესვლა სრულიად დაუშვებელია, რადგან აქ მეცნიერებს ჯერ კიდევ მრავალი კვლევა აქვთ ჩასატარებელი, ტურისტების შესვლამ კი, შესაძლოა, ამ ძეგლის განადგურება გამოიწვიოს.


ასევე წაიკითხეთ